ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კლოპიდოგრელის ტოლერანტობა | CYP2C19 ფერმენტის გენეტიკური აქტივობის ტესტი

ცნობილი როგორც:კლოპიდოგრელის ტოლერანტობა | CYP2C19 ფერმენტის გენეტიკური აქტივობის ტესტი
SKU: C19CLO

1,210.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

კლოპიდოგრელის ტოლერანტიბა / CYP2C19 ფერმენტის გენეტიკური აქტივობის ტესტი

კლოპიდოგრელის გენეტიკური ტესტირება არის კვლევა, რომელიც იკვლევს CYP2C19 ფერმენტის მაკოდირებელ გენში  არსებულ ვარიანტებს და განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად გარდაქმნის ორგანიზმი მედიკამენტს (კლოპიდოგრელს)  აქტიურ ანტითრომბოციტულ  ფორმად.

CYP2C19 ფერმენტი ღვიძლის მიკროსომული ფერმენტია, რომელიც შედის ციტოქრომ P450 ფერმენტული ოჯახის შემადგენლობაში. ფერმენტების ეს ჯგუფი მონაწილეობს ორგანიზმში ისეთი  მედიკამენტების გარდაქმნის პროცესში, როგორებიცაა: კლოპიდოგრელი, პროპაფენონი, ომეპრაზოლი, სერტრალინი, ციტალოპრამი, დიაზეპამი და სხვა.

კლოპიდოგრელის ეფექტურობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია CYP2C19 ფერმენტის  გენეტიკურ ვარიანტებზე.

CYP2C19 გენში არსებული ვარიანტები, რომლებიც ფერმენტის აქტივობას ამცირებს,  კლოპიდოგრელის რეზისტენტობას განაპირობებს. ნორმალური მეტაბოლიზმის მქონე პირებთან შედარებით, ინაქტივაციის ვარიანტების მატარებლებს (განსაკუთრებით CYP2C19-ში) აღენიშნებათ თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითებული ინჰიბიცია და გულ-სისხლძარღვოვანი პროცესების უფრო მაღალი რისკი  ( თრომბოზი, ინსულტი, ინფარქტი).

ასეთ პაციენტებში ხშირად საჭიროა კლოპიდოგრელის დოზის კორექცია (მომატება) ან ალტერნატიული მედიკამენტით ჩანაცვლება

ნიმუში: ვენური სისხლი

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • CYP2C19 ფერმენტის  აქტივობის    შეფასება კლოპიდოგრელით მკურნალობის დაწყებამდე
  • კლოპიდოგრელის რეზისტენტობის მიზეზის გამოვლენა
  • მაღალი ჰემორაგიული სინდრომის რისკის მქონე პაციენტების გამოვლენა

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კვლევის შედეგი უზრუნველყოფს CYP2C19 ფერმენტის მაკოდირებელი გენოტიპის დადგენას, რომელიც ფერმენტის სხვადასხვა აქტივობას შეესაბამება.

CYP2C19 ფერმენტის  აქტივობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს თანმხლები პრეპარატების მიღებისას, რაც პირდაპირ მოქმედებს იმ წამლების ელიმინაციაზე, რომლებიც ამ ფერმენტით მეტაბოლიზდება.

პრეპარატები, რომლებიც ზრდის CYP2C19 ფერმენტის აქტივობას

  • კარბამაზეპინი
  • პრედნიზონი
  • რიფამპიცინი და სხვა

პრეპარატები, რომლებიც ამცირებს  CYP2C19-ის აქტივობას

  • ქლორამფენიკოლი
  • ციმეტიდინი
  • ფელბამატი
  • ფლუოქსეტინი
  • ფლუვოქსამინი
  • ინდომეტაცინი
  • კეტოკონაზოლი
  • მოდაფინილი
  • ტოპირამატი და სხვა

საცნობარო მნიშვნელობები

CYP2C19 ფერმენტი ასევე მონაწილეობს სხვა პრეპარატების  მეტაბოლიზმში  (სტატინები, ანტიდეპრესანტები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).

კლოპიდოგრელის ტესტი არის გენეტიკური კვლევა, რომელიც ამოწმებს CYP2C19 გენში არსებულ ცვლილებებს. ეს გენი კოდირებს ციტოქრომ P450 2C19 ფერმენტს, რომელიც პასუხისმგებელია კლოპიდოგრელის და სხვა წამლების მეტაბოლიზმზე. ტესტის შედეგი ეხმარება ექიმს პერსონალიზებული მკურნალობის დაგეგმვაში.

 

მედიკამენტების კლასები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C19 ფერმენტით

ანტითრომბოციტური  აგენტები → კლოპიდოგრელიl (პლავიქსი)

ანტიკონვულანტები → მეფენიტოინი, ფენიტოინი, დიაზეპამი, პრიმიდონი

ანტიდეპრესანტები → ამიტრიპტილინი, ციტალოპრამი, S-ციტალოპრამი, კლომიპრამინი

ციტოსტატიკები → ციკლოფოსფამიდი

ანტირეტროვირუსული პრეპარატები → ნელფინავირი

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები → ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ომეპრაზოლი

სხვა პრეპარატები → პროგესტერონი, პროპრანოლოლი , R-ვარფარინი(ნაკლებად აქტიური იზომერი), პროგუანილი და სხვა.

პაციენტის მომზადება

  • სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
  • ტესტირებისას ხდება იმ  პრეპარატის ან პრეპარატების მითითება, რომლის მიმართაც ხდება ტესტირება, ან რომელსაც პარალელურად იღებს პაციენტი

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/genotipare-cyp2c19/

https://medicover-genetics.com/product/pgx-cardiovascular/

Lee et al., CPIC Guideline for CYP2C19 Genotype and Clopidogrel Therapy: 2022 Update Clin Pharmacol Ther. 2022;112(5):959-967

Synevo Laboratory. Specific references to the working technology used. Ref Type: Catalog.

Laboratory Corporation of America. Directory of Services and Interpretive Guide. Clopidogrel CYP2C19 Genotyping. www.labcorp.com, 2010. Ref Type: Internet Communication.

Laboratory Corporation of America. Directory of Services and Interpretive Guide. Cytochrome P450 2C19 Genotyping. www.labcorp.com, 2009. Ref Type: Internet Communication.

Mayo Clinic. Mayo Medical Laboratories. Test Catalog: . Cytochrome P450 2C19 Genotyping by Sequence Analysis. www.mayomedicallaboratories.com. Ref Type: Internet Communication.

Quest Diagnostics. AccuTypeTM CP, Clopidogrel CYP2C19 Genotype (*2, *3, *4, *5, *6, *7, *8) . Clinical Focus. www.questdiagnostics.com. Reference Type: Internet Communication.

Simon T, Verstuyft C, Mary-Krause M, et al. Genetic Determinants of Response to Clopidogrel and Cardiovascular Events. In N Engl J Med, 2009, 360(4):363-375.

 

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 276 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button