
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾157.00 Original price was: ₾157.00.₾99.00Current price is: ₾99.00.
ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილური კვლევა , ბავშვის ასაკისა და განვითარების სტადიის გათვალისწინებით, იძლევა ინფორმაციას ზრდის პროცესში განვითარებულ პრობლემებზე, როგორიცაა რკინის დეფიციტი (ანემია), ანთებითი და ინფექციური პროცესები, შესაძლო ალერგიული რეაქციები, ვიტამინ D-ს ცვლასთან დაკავშირებული მდგომარეობები: რაქიტი,ოსტეომალაცია, იმუნური სტატუსი და სხვა საყურადღებო მდგომარეობები.
პროფილი მოიცავს შემდეგ 4 კვლევას:
ანალიზი შეიძლება ჩატარდეს, როგორც რუტინული შემოწმების ნაწილი პრობლემების გამოსავლენად ან იმის გამო, რომ ბავშვი თავს კარგად არ გრძნობს. სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების დონეს შეუძლია ექიმს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო პრობლემების შესახებ, როგორიცაა ანემია, ინფექციები, ანთება და სხვა.
ბავშვებში რკინა წარმოადგენს აუცილებელ საკვებ ნივთიერებას მრავალი ორგანოსა და სისტემის ზრდისა და სათანადო ფუნქციონირებისთვის, ძირითადად კი ერითროპოეზისთვის. ის უნდა იქნას მიღებული საკვებიდან და მისი შეწოვა ხდება ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. როდესაც რკინაზე ორგანიზმის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული, და როდესაც მისი რაოდენობა არასაკმარისია ერითროციტების წარმოების სრულად მხარდასაჭერად, მდგომარეობას რკინის დეფიციტს უწოდებენ. შემთხვევების 30%-ში, მკურნალობის გარეშე, შეიძლება განვითარდეს რკინადეფიციტური ანემია, რომელიც წარმოადგენს ანემიის ყველაზე ხშირ ფორმას ბავშვებში.
IgE ანტისხეულები ჩვეულებრივ გვხვდება სისხლში მცირე რაოდენობით, მაგრამ უფრო მაღალი რაოდენობა შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ სხეული ზედმეტად რეაგირებს ალერგენებზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
IgE დონე ასევე შეიძლება იყოს მაღალი, როდესაც ორგანიზმი ებრძვის პარაზიტულ ინფექციას ან სახეზეა იმუნური სისტემის პათოლოგია
D ვიტამინის დეფიციტი ხშირია განსაკუთრებით მოზარდებში და შეიძლება გამოიწვიოს: რაქიტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, დეპრესია, იმუნიტეტის დაქვეითება, აუტოიმუნური დაავადებები და სხვა
D ვიტამინის დეფიციტის ფართოდ გავრცელებასთან შედარებით, D ჰიპერვიტამინოზი იშვიათია და გვხვდება მხოლოდ D ვიტამინის მაღალი დოზების გახანგრძლივებული ზემოქმედების შემთხვევაში. ამ მდგომარეობას კლინიკურად ახასიათებს ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპოტონია, ნეფროლითიაზი, გულთან დაკავშირებული პრობლემები. ლაბორატორიული ტესტების შედეგები აჩვენებენ მძიმე ჰიპერკალციემიას და ჰიპერფოსფატემიას, ასევე პარათირეოიდული ჰორმონის დაბალ დონეს.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
კვლევისთვის საჭიროა ვენური სისხლი
კვლევა ტარდება უზმოდ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |