ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾43.00
ცერულოპლაზმინი სპილენძის შემცველი ალფა-2 გლობულინია. შრატის საერთო სპილენძის 70% ტრანსპორტირდება ცერულოპლაზმინის მეშვეობით, 7% – მაღალი მოლეკულური წონის მქონე ცილით (ტრანსკუპრეინით), 19% – ალბუმინით და დანარჩენი 2% სხვადასხვა ამინომჟავებით.
ცერულოპლაზმინი სინთეზდება ღვიძლის უჯრედებში, დღეღამეში 6მგ/კგ წონაზე ოდენობთ. სპილენძის ჩართვა ცერულოპლაზმინში, მიმდინარეობს ღვიძლში მისი სინთეზის დროს. სპილენძის ატომები ცერულოპლაზმინს ლურჯ შეფერილობას აძლევს. სპილენძის მიერთების შემდეგ ცერულოპლაზმინის მოლეკულები ტრანსპორტირდება სპილენძის მომხმარებელ ქსოვილებში, სადაც ხდება სპილენძის გამოყოფა და ცილის დაშლა. გამოყოფა ხორციელდება სანაღვლე გზებით.
გარდა სპილენძის გადატანისა, ცერულოპლაზმინი სხვა ფუნქციებსაც ასრულებს:
ცერულოპლაზმინის დაბალი კონცენტრაცია ფიქსირდება ვილსონის დაავადების (ჰეპატოლენტიკულური დეგენერაცია) დროს. ამ დაავადების მექანიზმი მდგომარეობს ცერულოპლაზმინის მოლეკულაში სპილენძის ჩართვის პროცესის დარღვევით და სპილენძის დაგროვებით ღვიძლში და სხვა ქსოვილებში.
ცერულოპლაზმინის დეფიციტის შეძენილ ფორმას განაპირობებს ცილის კარგვით მიდინარე პათოლოგიები და ღვიძლის უკმარისობა.
რადგან ცერულოპლაზმინი მწვავე ფაზის რეაქტანტია, მისი კონცენტრაცია იზრდება მწვავე ან ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
რეფერენტული ნორმები
ცერულოპლკაზმინის დონე დამოკიდებულია ასაკზე და სქესზე. ქალებში კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში.
ცერულოპლაზმინის დონის დაქვეითება |
• ვილსონის დაავადება
• მენკესის სინდრომი • სპილენძის დეფიციტი (მიკროციტული ჰიპოქრომული ანემია) • ცერულოპლაზმინის მემკვიდრული დეფიციტი (ძალიან იშვიათია) • ნეფროზული სინდრომი • ცილის კარგვით მიმდინარე ენტეროპათიები • მააბსორბცია-მალნუტრიციის სინდრომები • ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებები |
ცერულოპლაზმინის დონის მომატება |
• კარცინომები
• ლეიკემია ჰოჯკინის დაავადება • პირველადი ბილიარული ციროზი (ნაღვლის შეგუბების შედეგად სპილენძის გამოყოფა ირღვევა) • სისტემური წითელი მგლურა • რევმატოიდული ართრიტი |
ახალშობილებსა და ჩვილებში ცერულოპლაზმინის დონე 50%-ით დაბალია, მოზრდილ ბავშვებთან შედარებით, შესაბამისად, ვილსონის დაავადების დიაგნოსტიკა ჩვილობაში არ ხდება.
ორსულობისას და ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას იზრდება ცერულოპლაზმინის დონე.
ცერულოპლაზმინის ნორმალური მაჩვენებელი არ გამორიცხავს ვილსონის დაავადების დიაგნოზს. დამატებით პლაზმის და შარდის სპილენძის განსაზღვრა აუცილებელია.
თუთიის პრეპარატებით გადაჭარბებულმა მკურნალობამ შესაძლოა დაარღვიოს ნაწლავიდან სპილენძის შეწოვის პროცესი, რომლის დროსაც განვითარებულ დაავადებებს (ნეიტროპენია, ანემია, ლეიკოპენია) ცერულოპლაზმინის დაბალი დონე ახასიათებს.
ძალიან იშვიატად გამოპათიების დროს, განსაკუთრებით ვალდენსტრომის მაკროგლობულინემიის დროს (IgM), ცერულოპლაზმინის მაჩვენებლები არაზუსტია.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |