Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კარცინოემბრიონული ანტიგენი (CEA)

ცნობილი როგორც:ონკომარკერი
SKU: 1032

54.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

კარცინოემბრიონული ანტიგენი (CEA) არის გლიკოპროტეინი, რომელიც მიეკუთვნება ონკოფეტალური ცილების ჯგუფს, წარმოიქმნება პრენატალურ პერიოდში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უჯრედების მიერ (ღვიძლი, ნაწლავები, პანკრეასი), დაბადების შემდეგ მისი სინთეზი მკვეთრად ითრგუნება და ჯანმრთელი ადამიანების შრატში მისი დონე მინიმალურია.

CEA-ს ექსპრესია შეინიშნება სხვადასხვა ქსოვილის უჯრედებში ნორმალური და ავთვისებიანი პროცესებისას. მისი დონის მატება შეიძლება განპირობებული იყოს როგორც ავთვისებიანი სიმსივნის ზრდით, ასევე სხვადასხვა ანთებითი და კეთილთვისებიანი პროცესით: კარცინომის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს CEA-ს ნორმალური დონე, მეორეს მხრივ, მომატებული დონე ვლინდება მწეველებში, კარცინომის მქონე პაციენტებში და პაციენტებში სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეებითა და ანთებითი პროცესებით. ამიტომ, CEA-ს შედეგები არ შეიძლება ცალსახად იქნას ინტერპრეტირებული, როგორც კარცინომის არსებობა ან არარსებობა.

ყველაზე მიზანშეწონილია CEA-ს გამოყენება მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგის ეტაპზე (თუმცა, თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ტესტირება, ვინაიდან ყველა ტიპის სიმსივნე არ ასინთეზირებს ამ ონკომარკერს).

CEA-ის დონის ნორმალიზება ხდება სიმსივნის მოცილებიდან 1-4 თვის შემდეგ (დამოკიდებულია ლოკალიზაციასა და სტადიაზე). კოლორექტალური კიბოს დროს, დონის ნორმალიზაცია შეიძლება მოხდეს 6 კვირის შემდეგ, თუმცა, მომატებული დონის მდგრადობა შეიძლება ასოცირებული იყოს არა მხოლოდ ნარჩენი სიმსივნის არსებობასთან, არამედ დამხმარე თერაპიის ჰეპატოტოქსიურობასთანაც (აღნიშნულია პაციენტთა 21%-ში. ), რაც გასათვალისწინებელია კვლევის შედეგების ინტერპრეტაციისას.

CEA-ის დონის ხელახალი მატება, ნორმალიზების შემდეგ, რეციდივისა და მეტასტაზების განვითარების მანიშნებელია, მისი დონე ხშირად იზრდება კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

ცერებროსპინალურ სითხეში CEA-ის განსაზღვრა შეიძლება სასარგებლო იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის პირველადი და მეორეული სიმსივნეების დიაგნოსტიკისათვის, ხოლო პლევრის სითხეში მისი განსაზღვრა სასარგებლოა პარანეოპლასტიური პლევრიტის დიაგნოსტიკისთვის ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეების და საჭმლის მომნელებელი სისტემის კარცინომების დროს.

CEA-ს განსაზღვრა არ გამოიყენება პოპულაციის სკრინინგისთვის.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ეჭვი სიმსივნეზე (ნაწლავები, მკერდი, ფილტვები, ღვიძლი, პანკრეასი, კუჭი);
  • სიმსივნის მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი (დონის ნორმალიზება 1-4 თვის შემდეგ);
  • სიმსივნის რეციდივის და/ან მეტასტაზების განვითარების კონტროლი (ნორმალიზაციის შემდეგ დონის მომატება).

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კარცინოემბრიონული ანტიგენის დონე იზრდება:

ავთვისებიანი სიმსივნეები:

  • კოლორექტალური კიბო, ძუძუს კიბო, ფილტვის კიბო (CEA-ს დონის სპეციფიური მომატება).
  • ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა, პანკრეასის, ღვიძლის, საკვერცხის, პროსტატის კიბო (CEA-ს დონის მომატება სხვა სიმსივნურ მარკერებთან კომბინაციაში).

სომატური პათოლოგია:

  • ჰეპატიტი, ციროზი, პანკრეატიტი, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ფილტვის დაავადება;
  • ანთებითი პროცესები და პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, ტრავმა, ბიოფსია;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
  • ნორმალურად მომატებული დონე მწეველებში.

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/oncologia/racovo-embrionalniy-antigen.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button