ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾60.00
კანდიდა ალბიკანს ოპორტუნისტული სოკოა, რომელიც ტიპურად ბინადრობს ადამიანის გასტრო-ინტესტინურ სისტემაში და სასქესო ორგანოების მიდამოებში.
ლორწოვანი გარსების ზედაპირზე მათ შეუძლიათ განიცადონ კოლონიზაცია და გამოიწვიონ ინფიცირება, რის შედეგადაც ვითარდება იმუნური პასუხი. სოკოს სხვადასხვა სახეობების გააქტივება და სოკოვანი ინფექციები განსაკუთრებით ხშირია იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებში, პოსტოპერაციულ პერიოდში და ნეიტროპენიით (ნეიტროფილური ლეიკოციტების დეფიციტით) მიმდინარე დაავადებების დროს.
არასაკმარისი უჯრედული იმუნური რეაქციების დროს ხშირია ზედაპირული, მაგრამ არა დისემინირებული (გავრცელებული) კანდიდოზები.
კანდიდა ალბიკანსის ანტისხეულების გამოვლენა გვეხმარება განვსაზღვროთ სოკოვანი ინფექციის აქტივობა და იმუნური პასუხის ეფექტურობა ჩვენს ორგანიზმში.
IgM ანტისხეულები – ინფექციის მწვავე ფაზაში განვითარებული ანტისხეულებია. მათი წარმოქმნა ასტიმულირებს ფაგოციტოზს – გამომწვევის შთანთქმას მაკროფაგების მიერ, რაც აუცილებელია მწვავე ინფექციური პროცესის დასრულებისთვის. ერთი და იგივე პათოგენით განმეორებითი ინფიცირების შემთხვევაში IgM ანტისხეულების მომატება იმდენად გამოხატული აღარ იქნება, როგორც პირველადი ინფექციისას.
IgG ანტისხეულები – ანტისხეულების ეს ტიპი წარმოიქმნება ორგანიზმში პათოგენის (ინფექციის გამომწვევის) განმეორებითი შეჭრის (რეინფექციის) დროს. ანტისხეულების ამ ტიპის არსებობა მიუთიტებს გადატანილ ან ქრონიკულად მიმდინარე პროცესზე. IgG მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმში არსებული პათოგენის საბოლოოდ აღმოფხვრაში.
IgG ყველაზე გავრცელებული ანტისხეულებია და მათი აღმოჩენა შესაძლებელია სხეულის თიტქმის ყველა სითხეში. ანტისხეულების ეს ტიპი ინფექციური პროცესის გადატანიდან დიდი ხნიშ განმავლობაში რჩება ორგანიზმში.
IgA ანტისხეულები ძირითადად ვლინდება ლორწოვანების გამონაყოფ სითხეში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილობრივი იმუნური რეაქციების ფორმირებაში. IgA ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმის ყველა იმუნოგლობულინის 15-20%-ს შეადგენს. როდესაც კანდიდის საწინააღმდეგო IgA ანტისხეულების ტიტრი მაღალია, ეს მიუთითებს ორგანიზმში კანდიდოზური ინფექციის აქტივობაზე (სასუნთქი, შარდ-სასქესო და სხვა ლოკალიზაციის).
პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
59 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 29 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი, სენაკი, ლანჩხუთი, საგარეჯო.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 56 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2025 © სინევო. ყველა უფლება დაცულია