Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კალციუმი | Ca (24 საათიანი შარდი)

ცნობილი როგორც:კალციუმი, Ca
SKU: 1189

13.50

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

კალციუმის ჰომეოსტაზს ინარჩუნებს პარათირეოიდული ჰორმონი. კალციუმის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა განავლით, ხოლო მცირე რაოდენობით კალციუმი გამოიყოფა შარდით, რაც დამოკიდებულია მიღებული კალციუმის რაოდენობაზე.

შარდში კალციუმის მატება გამოწვეულია ნაწლავური აბსორბციის გაზრდით, მილაკოვანი რეაბსორბციის შემცირებით, კალციუმის რეზორბციით ან დაკარგვით ძვლებიდან და თითქმის ყოველთვის თან ახლავს სისხლში კალციუმის დონის მატებას. როდესაც შარდში კალციუმი გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ის ხელს უწყობს ნეფროლითიაზისა და ნეფროკალცინოზის განვითარებას, განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია ცილების მომატებულ მიღებასთან.

შარდში კალციუმის განსაზღვრა მნიშვნელოვანია ჰიპერკალციემიის დიაგნოსტიკისათვის, რომელიც პასუხისმგებელია თირკმლის კენჭების წარმოქმნაზე.

როდის ჩავიტაროთ ტესტი კალციუმზე?

  • ჰიპოპარათირეოზი;
  • რაქიტი;
  • ოსტეომალაცეა;
  • ოჯახური (კეთილთვისებიანი) ჰიპოკალციურიული ჰიპერკალციემია;
  • სტეატორეა;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • პროსტატის მეტასტაზური კიბო.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

თუ შარდის კალციუმის განსაზღვრა ხდება მეტაბოლური დაავადების გამო, პაციენტმა უნდა დაიცვას კალციუმით ღარიბი დიეტა და უნდა შეწყვიტოს კალციუმზე დაფუძნებული მედიკამენტების მიღება ტესტამდე 1-3 დღით ადრე.

საკვლევი მასალა/შარდის შეგროვების წესი

24-საათიანი შარდი. დილის 7 საათზე პაციენტი შარდავს და არ ინახავს ამ შარდს, შემდეგი მოშარდვის დროს კი პლასტმასის ჭურჭელში (2-3 ლიტრიანი შარდის კონტეინერი) აგროვებს შარდის მთელ მოცულობას მეორე დღის დილის 7 საათამდე (24 საათის განმავლობაში); პაციენტმა ამ კონტეინერიდან 100 მლ შარდი უნდა გადაიტანოს (მაგ. შპრიცით) შარდისთვის განკუთვნილ ერთჯერად პლასტმასის ჭიქაში და უნდა შეინახოს 2-8 ° C ტემპერატურაზე ტესტის დაწყებამდე (1-1,5სთ-ის განმავლობაში).

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

შარდში კალციუმის კონცენტრაცია იზრდება:

  • ჰიპერპარათირეოზი (შემთხვევების 30-80%);
  • კალციუმით მდიდარი დიეტა;
  • რძის ჭარბი მიღება;
  • D ვიტამინით მოწამვლა;
  • სარკოიდოზი;
  • გახანგრძლივებული იმობილიზაცია (განსაკუთრებით ბავშვებში);
  • მრავლობითი მიელომა;
  • სარძევე ჯირკვლის ან შარდის ბუშტის კიბო;
  • ოსტეოპოროზი (პირველადი ან მეორეული ჰიპერთირეოზის, კუშინგის სინდრომის გამო);
  • ოსტეოლიზური დაზიანებები (კარცინომის მეტასტაზები, სარკომები);
  • პეჯეტის დაავადება;
  • დეფორმირებული ოსტეიტი;
  • თირკმლის მილაკოვანი აციდოზი;
  • ფანკონის სინდრომი;
  • პოსტოვარიექტომია, ესტროგენული დეფიციტი,
  • იდიოპათიური ჰიპერკალციურია.

შარდში კალციუმის კონცენტრაცია მცირდება:

  • ჰიპოპარათირეოზი;
  • რაქიტი;
  • ოსტეომალაცეა;
  • D ვიტამინის დეფიციტი;
  • მალაბსორბციის სინდრომი;
  • მწვავე ნეფროზი, ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა;
  • პროსტატის მეტასტაზური კიბო;
  • ოჯახური ჰიპოკალციურიული ჰიპერკალციემია.

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/calciu-urinar/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button