Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კალციუმი Ca | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Calcium Ca | Laboratory research
SKU: 1054

15.30

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

კალციუმი (Ca) არის ძვლების ძირითადი მინერალური კომპონენტი. ორგანიზმის კალციუმის 99% ძვლებსა და კბილებშია, რაც შრატში კალციუმის დონის შესანარჩუნებლად უზარმაზარი რეზერვუარია, დანარჩენი კი ბიოლოგიურ სითხეებსა და რბილ ქსოვილებში ნაწილდება. კალციუმის იონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთების შეკუმშვაში, გულის მუშაობასა და კოაგულაციის პროცესებში.

კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმის ჰორმონალური რეგულირება რთულია. წვრილ ნაწლავს, ჩონჩხს, თირკმლებსა და ენდოკრინულ სისტემას, კერძოდ, პარათირეოიდულ ჯირკვლებს შორის ურთიერთკავშირი ინარჩუნებს კალციუმის და ფოსფორის ჰომეოსტაზს. ორგანიზმში კალციუმის დონეზე ასევე გავლენას ახდენენ: კალციტონინი, ვიტამინი D, ესტროგენები და ანდროგენები.

სისხლში ცილის დონე ასევე გავლენას ახდენს კალციუმის დონეზე, რადგან შრატის კალციუმის 45% უკავშირდება ცილას. ამრიგად, შრატის ცილის, ალბუმინის შემცირება ამცირებს შრატში კალციუმის მთლიან რაოდენობას.

შრატში კალციუმის არანორმალური დონე შეიძლება მიუთითებდეს პარათირეოიდულ დისფუნქციაზე, ძვლების დაავადებაზე, კარცინომაზე, არასრულფასოვან კვებაზე, მალაბსორბციის სინდრომზე, D ვიტამინის დეფიციტსა და თირკმლების დაავადებაზე. ჰიპერკალციემიის შემთხვევების 90% გვხვდება ჰიპერპარათირეოზის დროს. ჰიპერკალციემია გვხვდება ასევე სარკოიდოზის, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისა და ჰიპერთირეოზის დროს და ვლინდება კლინიკურად.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ორ წელიწადში ერთხელ, 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ოსტეოპოროზის სკრინინგისთვის (სიმაღლისა და წონის გაზომვასთან ერთად);
  • ტეტანიის დროს (ჰიპოკალცემიის ტიპის დადგენა);
  • სპონტანური მოტეხილობები, ძვლის ტკივილი, ძვლის რენტგენოლოგიური ცვლილებები, ზრდის დარღვევა, სტომატოლოგიური ცვლილებები;
  • ნეფრო- ან უროლითიაზი, ნეფროკალცინოზი, პოლიურია, პოლიდიფსია, თირკმლების ქრონიკული დაავადება;
  • მწვავე პანკრეატიტი, ნაღვლის ბუშტის კენჭები, მორეციდივე დიარეა, მალაბსორბცია;
  • პოსტოპერაციული თირეოიდექტომიისა და პარათირეოიდექტომიის დროს, ჰიპერპარათირეოზის, ფარისებრი ჯირკვლის, სათესლე ჯირკვლის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების დროს;
  • გრანულომატოზური დაავადებები;
  • სიმსივნეები;
  • გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები: ვიტამინი D, A, ანტიკონვულსანტები, კორტიკოსტეროიდები, თიაზიდები.

ტესტი ინიშნება ექიმის მიერ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კალციუმის დონე იზრდება:

  • ჰიპერპარათირეოიდიზმის დროს.
  • ავთვისებიანი სიმსივნეები: ძვლის მეტასტაზური კიბო, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმლების, ღვიძლის, პანკრეასის, პროსტატის, მრავლობითი მიელომა, ფილტვის ან თავისა და კისრის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა; ჰოჯკინის ან არაჰოჯკინის ლიმფომით დაავადებულთა 2%. ამ სიტუაციებში ჰიპერკალციემია აიხსნება: ძვლის მეტასტაზებით (მრავლობითი მიელომას, ბურკიტის და ზრდასრულთა T-უჯრედოვანი ლიმფომების დროს.)
  • გრანულომატოზური დაავადებები (ტუბერკულოზი, სარკოიდოზი).
  • წამლის გვერდითი რეაქციები (D ვიტამინით მოწამვლა, დიურეტიკები, სხვა თერაპიული საშუალებები).
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
  • სხვა ენდოკრინული დარღვევები: ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, აკრომეგალია, ფეოქრომოციტომა, მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის სინდრომი (MEN).
  • მწვავე ოსტეოპოროზი.
  • სხვადასხვა მიზეზები: ოჯახური ჰიპოკალციურიული ჰიპერკალციემია, პორფირია, დეჰიდრატაცია ჰიპერპროტეინემიით, ჰიპოფოსფატემია, ჩვილის იდიოპათიური ჰიპერკალციემია.

კალციუმის დონე მცირდება:

  • ფსევდოჰიპოკალციემია, რომელიც ასახავს ალბუმინის დონის შემცირებას.
  • ქირურგიული, პოსტრადიაციული, იდიოპათიური ჰიპოპარათირეოზი; პარათირეოიდული ინფილტრაცია სხვადასხვა მიზეზით (სარკოიდოზი, ამილოიდოზი, ჰემოქრომატოზი, სიმსივნე); თანდაყოლილი სინდრომები (დიჯორჯის სინდრომი).
  • ფსევდოჰიპოპარათირეოზი.
  • კალციუმის და D ვიტამინის მალაბსორბცია სპრუს, ცელიაკიის, პანკრეასის დისფუნქციის დროს.
  • ობსტრუქციული სიყვითლე.
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ურემიით და ჰიპერფოსფატემიით; ფანკონის სინდრომი; თირკმლის მილაკოვანი აციდოზი;
  • მწვავე პანკრეატიტი ცხიმოვანი ნეკროზით.
  • კალციუმის, ფოსფორის და D ვიტამინის მიღების შემცირება (შიმშილი, არასწორი კვება, ძვლების დაავადება, ორსულობის ბოლო ტრიმესტრი);
  • მედიკამენტების მიღება (სიმსივნური ქიმიოთერაპიული საშუალებები, ფტორით მოწამვლა, ანტიბიოტიკები, მარყუჟოვანი შარდმდენები, ანტიკონვულსანტები, კორტიკოსტეროიდები, კალციტონინი, სისხლის ციტრატის მრავალჯერადი გადასხმა, ჭარბი ინტრავენური სითხის შეყვანა (ამცირებს ალბუმინის დონეს)).
  • ჰიპომაგნიემია.
  • სიმსივნეები ოსტეობლასტური მეტასტაზებით (მკერდის, პროსტატის, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის).
  • ტოქსიკური შოკის სინდრომი.
  • სიმსივნის ლიზისის სინდრომი.

დამატებითი ინფორმაცია

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება რეკომენდებულია უზმოდ (ცარიელ კუჭზე).

შენიშვნა: არ მიიღოთ კალციუმის დანამატები ტესტის ჩატარებამდე 8-12 საათის განმავლობაში;

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

Calciu seric

 

ლაბორატორიები
Call Now Button