
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾150.00
C-ტერმინალური ტელოპეპტიდის ფრაგმენტების (CTX) კვლევა (Beta-CrossLaps) ძვლის დაშლის (რეზორბციის) ბიომარკერია, რომელიც გამოიყენება ოსტეოპოროზის და სხვა მეტაბოლური ძვლის დაავადებების მონიტორინგში, მკურნალობის ეფექტიანობის შეფასებაში და მოტეხილობის რისკის პროგნოზირებაში.
რა არის C-ტერმინალური ტელოპეპტიდის ფრაგმენტები (Beta-CrossLaps (CTX)?
C-ტერმინალური ტელოპეპტიდის ფრაგმენტები (Beta-CrossLaps (CTX ) ეს არის ტიპი I კოლაგენის დაშლის პროდუქტი – რომლებიც სისხლში ხვდება ძვლის დაშლის შედეგად. ამ ფრაგმენტების რაოდენობა სისხლში პირდაპირ ასახავს ძვლის დაშლის ინტენსივობას.
C-ტერმინალური ტელოპეპტიდის ფრაგმენტების (CTX) მაღალი მაჩვენებელი სისხლში დაკავშირებულია ოსტეოპოროზთან, ოსტეოპენიასთან, ჰიპერთირეოზთან, ჰიპერპარათირეოზთან, პეჯეტის დაავადებასთან და ძვლის მეტასტაზებთან.
ტესტისჩატარებისპირობები
ბეტა C-ტერმინალური ტელოპეპტიდის ფრაგმენტების (CTx) მომატებული მაჩვენებელი მიუთითებს ძვლის რეზორბციაზე (დაშლაზე). მაჩვენებლის მომატება, როგორც წესი დაკავშირებულია ოსტეოპოროზთან, ოსტეოპენიასთან, პეჯეტის დაავადებასთან, ჰიპერთირეოზთან და ჰიპერპარათირეოზთან.
ძვლის რეზორბციის საწინააღმდეგო თერაპიაზე მყოფ პაციენტებში ბეტა C-ტერმინალური ტელოპეპტიდის ფრაგმენტების (CTx) კონცენტრაციის 25%-ით დაქვეითება მკურნალობის საპასუხოდ – ფასდება, როგორც მკურნალობაზე ადექვატური რეაქცია.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბეტა C-ტერმინალური ტელოპეპტიდის ფრაგმენტების (CTx) გამოყოფის დაქვეითება და მისი კონცენტრაციის მომატება სისხლში.
შრატში ბიოტინის მაღალი კონცენტრაცია გავლენას არ ახდენს კვლევის შედეგებზე.
ადამიანის ძვალი მუდმივად წარმოქმნისა და დაშლის პროცესშია.
ძვლის ორგანული სტრუქტურის დაახლოებით 90% შედგება ტიპი I კოლაგენისგან. ძვლის რეზორბციისას (დაშლისას) ოსტეოკლასტები გამოყოფენ მჟავებისა და ნეიტრალური პროტეაზების ნაზავს, რომელიც კოლაგენის ბოჭკოებს ანაწევრებს მოლეკულურ ფრაგმენტებად, მათ შორის C-ტერმინალურ ტელოპეპტიდებად (CTX).
როდესაც ძვალი ბერდება, C-ტერმინალურ ტელოპეპტიდებად (CTX)-ში არსებული ასპარტატის „ალფა“ ფორმა გარდაიქმნება „ბეტა“ ფორმად. ბეტა-CTX ძვლის დაშლისას გამოიყოფა სისხლში და წარმოადგენს ზრდასრულებში ტიპი I კოლაგენის დაშლის სპეციფიკურ მარკერს.
ძვლის ცვლის ბიომარკერები — ფიზიოლოგიურად იმატებს ბავშვობაში, ზრდის პერიოდში და მოტეხილობის შეხორცებისას. ასეთ დროს ძვლის დაშლის (რეზორბციის) და ძვლის წარმოქმნის (ფორმაციის) მარკერების მატება ერთმანეთთან დაბალანსებულია და დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ აქვს.
ძვლის ცვლის ბიომარკერების,მათ შორის CTX მეშვეობით ხორციელდება ძვლოვანი ქსოვილის ცვლის დარღვევების გამოვლენა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასება
ახლადგადატანილი მოტეხილობა დროებით ზრდის C-ტერმინალური ტელოპეპტიდის ფრაგმენტების (CTX) კონცენტრაციას (შეხორცების პროცესების გამო), ამიტომ ეს არ უნდა შეფასდეს როგორც მკურნალობის წარუმატებლობა
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
