Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ბრუცელა | ანტისხეულები (IgG,IgM)

ცნობილი როგორც:ბრუცელა | ანტისხეულები (IgG,IgM)
SKU: 719

160.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ბრუცელა გრამ-უარყოფითი კოკობაქტერიაა, რომელიც არ იკეთებს კაფსულას და არ წარმოქმნის სპორებს. ამ ბაქტერიის მიერ გამოწვეული დაავადება – ბრუცელოზი – ზოონოზია, რომელიც შესაძლოა ცხოველიდან ადამიანზეც გავრცელდეს.

ბრუცელით ინფიცირდება თხა (Brucella melitensis), რქოსანი პირუტყვი (Brucella abortus), ღორი (Brucella suis), ძაღლი (Brucella canis ), ცხვარი (Brucella ovis)  და სხვა.

ადამიანისთვის პათოგენურია შემდეგი სახეობები:

  • melitensis
  • abortus
  • suis

ინფექციის გავრცელება ცხოველიდან ადამიანზე რამდენიმე გზით ხდება:

  • დაავადებულ ცხოველთან ან ცხოველების მიერ გამოყოფილ სეკრეტებთან კანის კონტაქტით.
  • დაბინძურებული ჰაერის ინჰალაციით
  • თერმულად არასრულად დამუშავებული დასნებოვნებული ხორცის საკვებად მიღებით.

ბრუცელა ინტრაცელულური (უჯრედშიდა) ბაქტერიაა, რომელსაც არსებობა და გამრავლება შეუძლია მხოლოდ მასპინძლის ფაგოციტებში. მონოციტებსა და მაკროფაგებში განთავსებული ბაქტერია, აღწევს რეტიკულო-ენდოთელური სისტემის  სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში: ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ელენთასა და ძვლის ტვინში.

ადამიანის ბრუცელოზი მწვავე სისტემური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს:

  • ბაქტერიემიის (სისხლში ბაქტერიების არსებობის) და სენსიბილიზაციის მწვავე ფაზა
  • შინაგან ორგანოებში ბაქტერიის ლოკალიზაციის და დაავადების გაქრონიკულების ფაზა
  • არააქტიური ლატენტური ფაზა

 

სიმპტომები

დაავადების მწვავე სტადია მოიცავს: ცხელებას შემცივნებით, საერთო სისუსტეს, ანორექსიას, თავისა და კუნთების ტკივილს. ეს სიმპტომები ვითარდება მოულოდნელად, ინფიცირებიდან 2-4 კვირის შუალედით.  აღსანიშნავია ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება) და ჰეპატო-სპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება). არანამკურნალებ შემთხვევბში ცხელება ხანგრძლინდება და ტალღოვანი ხასიათი აქვს. რადგანაც ინფექციას სისტემური ხასიათი აქვს, ნებისმიერი ორგანო შეიძლება ჩაერთოს პროცესში.

ქრონიკული ბრუცელოზი როგორც წესი ფოკალური  მწვავე პროცესის გახანგრძლივებით და აბსცესის ჩამოყალიბებითაა განპირობებული.

გამოჯანმრთელება ზოგიერთ პაციენტში გახანგრძლივებულია, მიმდინარეობს ინფექციის ზოგადი სიმპტომებით და ანტისხეულების მაღალი ტიტრით.

 

ბრუცელოზის გართულებები

  • მწვავე ანთებითი პროცესი წვრილ ნაწლავში, იშვიატად პანკრეასში
  • ჰეპატიტი – სხვადასხვა ჰისტოლოგიური ცვლილებებით, იმის შესაბამისად, რომელი სახეობითაა ინფიცირებული.
  • ოსტეომიელიტი – საკმაოდ ხშირი გართულებაა. დომინირებს საკროილეიტი (ხერხემლის გავა-თეძოს სეგმენტის შესახსრების ანთება), სპონდილიტი, ოსტეომიელიტი. ბროცელოზის დროს ართრიტი ვრცელდება თეძოს და მუხლის სახსრებზე.
  • მწვავე ან წრონიკული მენინგიტები, ენცეფალიტები. შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის, აბსცესები, ეპიდურული გრანულომები, ვასკულიტი და დემიელინიზაციური პროცესები.
  • ენდოკარდიტი და პერიკარდიტი – ხშირად ფატალური გამოსავლით.
  • შარდ-სასქესო სისტემის გართულებებიდან აღსანიშნავია ინტერსტიციური ნეფრიტი, პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი, ორქიტი და სხვა.
  • კანის წყლულოვან-აბსცესური დაზიანება, კვანძოვანი ერითემა, ვასკულიტი.
  • თვალის მხრივ: უვეიტი, იშვიატად ენდოფტალმიტი.

ბრუცელოზის იმუნური პასუხი ხასიათდება სპეციფიკური IgM ანტისხეულების განვითარებით ინფიცირებიდან პირველი კვირის ბოლოს და მეორე კვირის დასასრულს IgG ანტისხეულების გამოჩენით სისხლში. დაავადების დასრულების შემდეგ ანტისხეულების ტიტრი ნელი ტემპით ქვეითდება 2-3 წლის განმავლობაში. IgG კონცენტრაციის გახანგრძლივებული მატება ქრონიკული ინფექციური პროცესის ნიშანია. დაავადების საბოლოო დიაგნოსტიკა ემყარება ქსოვილოვანი მასალიდან ბაქტერიის იზოლაციას – აბქტერიოლოგიური კვლევის მეთოდს.

დიაგნოსტიკა ასევე ემყარება სეროლოგიურ მონაცემებს: საერთო სპეციფიკური ანტისხეულების და IgM და IgG ტიტრის განსაზღვრით დინამიკაში.

პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

რეფერალური ნორმები:

ბრუცელა  IgG: <16 RU/mL;

ბრუცელა  IgM: <0.8 Index.

 

ინტერპრეტაცია

ტულარემიისა და ქოლერი გამომწვევზე აცრილ პირებს შესაძლოა გამოუვლინდეთ ცრუ დადებითი სეროლოგიური მონაცემები ბრუცელოზის კვლევისას.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button