ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00
არ არის მარაგში
ბეტა-2-მიკროგლობულინი უჯრედის მემბრანის ზედაპირზე არსებული ცილაა, უპირატესად გვხვდება ლიმფოციტებსა და სიმსივნურ უჯრედებში. ის წარმოადგენს მთავარი ჰისტოშეთავსებადობის კომპლექსის I კლასის მოლეკულების კომპონენტი.
რადგანაც ორგანიზმში ბეტა-2-მიკროგლობულინის სინთეზი ძირითადად ლიმფოციტებში ხდება, ამიტომ ლიმფოციტების გამრავლებით მიმდინარე ყველა დაავადება ხასიათდება ამ ცილის კონცენტრაციის მატებით: ლიმფომები, მრავლობითი მიელომა, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, ჰოჯკინის ლიმფომა და სხვა.
ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც უჯრედული იმუნური რეაქციების მატებით ხასიათდება – აუტოიმუნური დაავადებები, ინფექციური მონონუკლეოზი, ტრანსპლანტატის ოცილების რეაქცია და სხვა – ასევე ხასიათდება ბეტა-2-მიკროგლობულინის პლაზმის კონცენტრაციის ზრდით.
ბეტა-2-მიკროგლობულინი გავლენას ახდენს თირკმლის გლომერულურ ფილტრაციასა და მილაკოვან რეაბსორბციაზე. შესაბამისად, ისი დონის მატება სისხლში ასოცირებულია ხშირად თირკმლის გლომერულურ დაზიანებასთან, მაშინ როცა, მისი კონცენტრაციის დაქვეითება შრატში, ხოლო მატება შარდში თირკმლის მილაკოვანი სისტემის დაზიანებაზე იუთითებს.
პლაზმაში ბეტა-2-მიკროგლობულინის კონცენტრაციის მატება ასევე აღინიშნება მწვავე ან რეაქტივირებული ციტომეგალოვირუსული ინფექციის დროსაც.
იმუნოდეფიციტის ვირუსის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ოპორტუნისტული ინფექციებით, შრატის ბეტა-2-მიკროგლობულინის კონცენტრაცია მომატებულია.
ბეტა-2-მიკროგლობულინის განსაზღვრა ინფორმატიული მარკერია როგორც სადიაგნოსტიკოდ, ისე დაავადების პროგრესირების შესაფასებლად.
მრვალობითი მიელომა
ჰოჯკინის დაავადება
ქრონიკული ლიმფო-ლეიკემია
აივ-ინფექცია (დაავადების პროგრესირების შეფასება)
ტრანსპლანტატის მოცილების რეაქცია
ციტომეგალოვირუსული ინფექცია
თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მონიტორინგი
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი
ნორმები განსაზღვრულია მხოლოდ ზრდასრულებისთვის 22-64წ
0.6 მგ/ლ (2.5 პერცენტილი) – 2.366 მგ/ლ (97.5% პერცენტილი)
ბეტა-2-მიკროგლობულინის კონცენტრაციის მატების მაჩვენებელი შრატში ან შარდში, ინფორმატიულია მხოლოდ დაავადების კლინიკურად გამოვლენილი ფორმისას.
ქრონიკული ლიმფო-ლეიკემიის დროს ბეტა-2-მიკროგლობულინის მაჩვენებელი დაავადების პროგრესირების პროპორციულად იზრდება.
მსხვილუჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის დროს ბეტა-2-მიკროგლობულინი და ლაქტატდეჰიდროგენაზა წარმოადგენს დაავადების პროგნოზულ მარკერს.
ჰოჯკინის ლიმფომის დროს ბეტა-2-მიკროგლობულინი დაავადების აქტივობის პროგნოზული მაჩვენებელია.
ბეტა-2-მიკროგლობულინის განსაზღვრა ღირებული რუტინული სადიაგნოსტიკო მეთოდია მრავლობითი მიელომური დაავადების დროს. მისი მაჩვენებლის მკვეთრი მატება ცუდ პროგნოზულ გამოსავალთანაა ასოცირებული.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები