
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾430.00
Bartonella henselae მცირე ზომის, მოძრავი, გრამ-უარყოფითი ბაქტერიაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა კატის მიერ დაკბენის ან დაკაწვრის გზით. დაავადებას ბართონელოზი ანუ კატის ნაკაწრის დაავადებაც ქვია.
დაავადება ხასიათდება პირველადი დაზიანების კერაში (ნაკაწრი, ნაკბენი) ანთების ნიშნების განვითარებით, მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდებით, ცხელებით.
ლოკალურ დაზიანებას ხშირად ზოგადი გამოვლინებებიც ახლავს: შემცივნება, ცხელება, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილი, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები.
ტესტი შეიძლება დაინიშნოს, როდესაც აღინიშნება:
ინკუბაციური პერიოდი – 3-10 დღის შემდეგ კანის დაზიანების უბანში ვითარდება ქავანა მაკულო-პაპულური (ლაქოვან-კვანძოვანი) წარმონაქმნი, რომელიც მოგვიანებით ვეზიკულად (ბუშტუკად) გარდაიქმნება. ბუშტუკი ჩირქდება და იფარება ფუფხით რამდენიმე დღეში. კანზე განვითარებული დაზიანებიდან 1-3 კვირაში აღინიშნება რეგიონული ლიმფადენოპათია, რომელიც როგორც წესი ერთი ან მეტი ლიმფური კვანძის გადიდებას მოიცავს. ყველაზე ხშირად იღლიის და კისრის ლიმფური კვანძები დიდდება, თუმცა შესაძლოა სხვა რეგიონის ლიმფადენიტიც, როგორიცაა: ყბისქვეშა, ლავიწზედა, ყურისწინა და სხვა. იმუნოკომპეტენტურ პირებში აღინიშნება თვითგანკურნება 2-4 თვეში, მაშინ როცა იმუნიტეტის დეფიციტის პირობებში შესაძლებელია ინფექციური პროცესი 2 წლამდეც კი გახანგრძლივდეს.
საკვლევი მასალა: ლიმფური კვანძის ბიოფსიური მასალა ან სისხლის შრატი
წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს.
ბართონელას სხვა სახეობების დიფერენცირებისთვის ზოგჯერ საჭიროა პჯრ და სეროლოგიური კვლევების კომბინირება.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
