ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

გლუვი კუნთის საწინააღმდეგო ანტისხეულები (ASMA)

ცნობილი როგორც:ASMA – Anti smooth muscle antibodies
SKU: 943

₾90.00

საკვლევი მასალა: სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

გლუვი კუნთის საწინააღმდეგო ანტისხეულები (ASMA)

ანალიზი ადგენს გლუვი კუნთის წინააღმდეგ განვითარებული ანტისხეულების არსებობას სისხლში. მათი მაღალი დონე ხშირად მიუთითებსღვიძლის  ქრონიკულ დაავადებაზე — ავტოიმუნურ ჰეპატიტზე. გლუვი კუნთის საწინააღმდეგო ანტისხეულები როგორც წესი ვითარდება ტიპი 1 აუტოიმუნური ჰეპატიტის დროს. ამით განსხვავდება იგი ტიპი2 აუტოიმუნური ჰეპატიტისგან, რომელიც უკავშირდება ანტი-LKM-1 და ანტი-LC1 ანტისხეულების არსებობას

ავტოიმუნური ჰეპატიტი არის მდგომარეობა, როცა იმუნური სისტემა შეცდომით უტევს საკუთარი ორგანიზმის უჯრედებს.

გლუვი კუნთის საწინააღმდეგო ანტისხეული  ძირითადად აზიანებს ღვიძლის უჯრედებს, თუმცა სახელწოდება უკავშირდება  იმ ცილებს, რომლებიც გვხვდება გლუვ კუნთში (ნაწლავებში, კუჭში, სისხლძარღვებში).

ანტისხეულები იწვევს ანთებას, შეშუპებას და უჯრედულ დაზიანებას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

გლუვი კუნთის ანტისხეულების  კვლევა ტარდება როდესაც არსებობს ეჭვი ავტოიმუნურ ჰეპატიტზე  ან ღვიძლის ფუნქციის ტესტებში გამოვლენილია დარღვევები.

  • ღვიძლის ფუნქციურ კვლევებში გამოვლენილი გადახრების დროს (მაგ. ALT, AST მომატება)
  • ავტოიმუნური ჰეპატიტის სიმპტომების არსებობისას:
    • დაღლილობა
    • კანის და ლორწოვანების სიყვითლე
    • მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
    • სახსრების ტკივილი
    • გამონაყარი, ფსორიაზი, ვიტილიგო
    • მუქი შარდი და ღია ფერის განავალი
  • სასკრინინგოდ— როცა სხვა ანალიზები (ANA, anti-LKM-1) აჩვენებს აუტოანტისხეულების არსებობას
  • სადიფერენციაციოდ – სხვა ტიპის აუტოიმუნური ჰეპატიტების გამოსარიცხად
  • ღვიძლის ბიოფსიის საჭიროების განსასაზღვრად

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

გლუვი კუნთის საწინააღმდეგო ანტისხეულების მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს ტიპი 1 ავტოიმუნურ ჰეპატიტზე

ანტისხეულების ზომიერი მომატება  შეიძლება მიუთითებდეს სხვა მდგომარეობებზე:

    • სანაღვლე გზების ანთება
    • C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ანთება
    • ინფექციური მონონუკლეოზი
    • ზოგიერთი სახეობის სიმსივნე

თუ გლუვი კუნთის საწინააღმდეგო ანტისხეულების მაჩვენებელი ნეგატიურია – ნაკლებად სავარაუდოა ტიპი 1 ჰეპატიტი, თუმცა სხვა ანტისხეულების არსებობისას (anti-LKM-1) შეიძლება იყოს ტიპი 2.

საცნობარო მნიშვნელობები

გლუვი კუნთის საწინააღმდეგო ანტისხეულების (ASMA) განსაზღვრა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ავტოიმუნური ჰეპატიტის დიაგნოსტიკაში. შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს სხვა ანალიზებთან და კლინიკურ მონაცემებთან ერთად.

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 280 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button