ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ასკარიდა | ანტისხეულები IgG (შრატი)

ცნობილი როგორც:პარაზიტული ჭიების კვლევა
SKU: 942

180.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ასკარიდა | ანტისხეულები IgG (შრატი)

ასკარიდის (Ascaris lumbricoides) მიმართ IgG ანტისხეულების განსაზღვრა შრატში გამოიყენება პარაზიტთან კონტაქტის ან ინფექციის არსებობის დასადასტურებლად. IgG ანტისხეულები ინფიცირების შემდეგ ვითარდება და შესაძლოა ორგანიზმში ხანგრძლივი დროით შენარჩუნდეს, ამიტომ კვლევის შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიკურ მონაცემებთან და სხვა დიაგნოსტიკურ კვლევებთან ერთად.

საკვლევი მასალა: შრატი.

ასკარიდა მრგვალი ჭიების – ნემატოდების  ტიპის პარაზიტია,  რომლებიც ცხოვრობს სხვა ორგანიზმების ნაწლავში. ჭიის კვერცხების გავრცელება ფეკალურ-ორალური გზით ხორციელდება და არასათანადო ჰიგიენურ

ასკარიდოზი საკმაოდ გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონების მაცხოვრებლებში, განსაკუთრებით არადამაკმაყოფილებელ სანიტარულ პირობებში.

ასკარიდოზი პირდაპირი გზით ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება. ამისთვის ადამიანს უნდა ქონდეს კონტაქტი განავლოვანი მასებით დაბინძურებულ ნიადაგთან ან წყალთან, რომელიც შეიცავს ასკარიდის კვერცხებს. ადამიანი ასევე შეიძლება დაავადდეს თერმულად  არასაკმარისად დამუშავებული ღორის ან ქათმის ხორცით, რომელიოც შესაძლოა იყოს დაავადებული ასკარიდოზით. მცირეწლოვან ბავშვებში დასნებოვნება შეიძლება მოხდეს ნიადაგტან კონტაქტის შემდეგ ჭუჭყიანი ხელებით, გაურეცხავი ხილით და ბოსტნეულით.

 

სიმპტომები

ასკარიდოზი შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.  როდესაც ჭიის მიკროსკოპული ლარვები მოხვდება ნაწლავში, ნაწლავის კედლის გავლით ხვდება სისხლძარღვებში და იწყებს მოძრაობას სისხლის ნაკადთან ერთად. ლარვები შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა ორგანოში.  ლარვების მომწიფება მიმდინარეობს წვრილ ნაწლავში და იწვევს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა:

  • მუცლის ყრუ ტკივილი
  • გულისრევა-ღებინება
  • დიარეა, სისხლიანი მინარევით

თუ ნაწლავში ჭიის დიდი რაოდენობაა, შესაძლოა განვითარდეს:

  • მუცლის მწვავე ტკივილი
  • სისუსტე
  • ღებინება
  • წონის კლება და მალნუტრიცია (საკვების ათვისების დარღვევები)
  • ჭიები პირნაღებ მასაში და განავალში

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ასკარიდოზის ეჭვისას;
  • აუხსნელი ეოზინოფილიის დროს;
  • ხანგრძლივი ხველის, ფილტვური სიმპტომების ან მიგრირებადი ინფილტრატების შემთხვევაში;
  • მუცლის ტკივილის, გულისრევის, მადის ცვლილების ან სხვა კუჭ-ნაწლავის სიმპტომების არსებობისას;
  • ეპიდემიოლოგიური რისკის ან პარაზიტთან შესაძლო კონტაქტის შემთხვევაში;
  • როდესაც განავლის კვლევით პარაზიტი არ გამოვლინდა, თუმცა კლინიკური ეჭვი კვლავ არსებობს.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • IgG დადებითი – მიუთითებს ასკარიდასთან მიმდინარე ან წარსულში არსებულ კონტაქტზე. მხოლოდ დადებითი IgG აქტიურ ინფექციას არ ადასტურებს
  • IgG უარყოფითი – ასკარიდასთან კონტაქტი ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ინფექციის ადრეულ ეტაპზე ან სუსტი იმუნური პასუხის შემთხვევაში ანტისხეულები შესაძლოა ჯერ არ იყოს გამომუშავებული

საცნობარო მნიშვნელობები

  • IgG ანტისხეულები შეიძლება ინფექციის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს სისხლში
  • ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ჯვარედინი რეაქცია სხვა ჰელმინთების მიმართ წარმოქმნილ ანტისხეულებთან
  • აქტიური ნაწლავური ასკარიდოზის დასადასტურებლად ძირითადად გამოიყენება განავლის პარაზიტოლოგიური გამოკვლევა, ხოლო სეროლოგიური კვლევა წარმოადგენს დამატებით დიაგნოსტიკურ მეთოდს

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 273 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button