Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

აპოლიპოპროტეინ B | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:აპოლიპოპროტეინ B | ლაბორატორიული კვლევა
SKU: 2002

65.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

აპოლიპოპროტეინები კუოიორიტეინების (კომპლექსური ცილების) კომპონენტებია და მათ იყენებენ გულის კორონარული დაავადებების რისკის შესაფასებლად.

აპოლიპოპროტეინი A (APO-A) მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) ძირითადი კომპონენტია (90%).

აპოლიპოპროტეინი B (APO-B)  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების  (LDL) მთავარი შემადგენელია და არეგულირებს ქოლესტეროლის სინთეზსა და მეტაბოლიზმს.

აპოლიპოპროტეინებიდან APO-A1 და APO-B კონცენტრაცია ყველაზე სტაბილურია და უკეთ ასახავს კავშირს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების სიმძიმესთან.

დღეისათვის არსებობს მოსაზრება, რომ APO-A1 დონე სისხლში, უკეთ ასახავს კორონარული დაავადებების რისკს ვიდრე  HDL-ქოლესტეროლი.

APO-A1/ APO- B თანაფარდობა უფრო მაღალი სენსიტიურობით გამოირჩევა ვიდრე HDL/LDL ან HDL/ტრიგლიცერიდების თანაფარდობის მაჩვენებელი.

როდის ტარდება კვლევა?

კვლევის დანიშნულებაა გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკის შეფასება პაციენტებში:

  • ქოლესტეროლის ზღვრული მაჩვენებელი
  • LDL/HDL თანაფარდობის მაჩვენებლის მომატება, საერთო ქოლესტეროლის ნორმალური მაჩვენებლის ფონზე
  • გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების ოჯახური ანამნეზის მქონე ადამიანები, ქოლესტეროლის ნორმალური მაჩვენებლით
  • პაციენტები ტრიგლიცერიდემიით, რომელტაც აქვთ კორონარული დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები
  • დისლიპიდემიის თანდაყოლილი შემთხვევები (Tangier disease), HDL-ის მემკვიდრული დეფიციტით და ქოლესტეროლის დაგროვებით სხვადასხვა ორგანოებში, განსაკუთრებით რეტიკულო-ენდოთელიურ სისტემაში – ღვიძლში, ელენთაში, ლინფურ კვანძებში და ჯირკვლებში, როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში.

პაციენტის მოზმადება: კვლევის ჩატარება უნდა მოხდეს უზმოდ, საკვების ბოლო მიღებიდან 12-14 საათში

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

რეფერალური ნორმები

 

APO-A1

სქესი ნორმა​​(გ/ლ)
ქალი 1.08-2.25
კაცი 1.04-2.02

APO-B

სქესი ნორმა​​(გ/ლ)
ქალი 0.60-1.17
კაცი 0.66-1.33

 ​​

APO A-1/APO B თანაფარდობა

  სქესი APO0A1/APOB
ქალი 0.94-1.33
კაცი 0,80-1.33

 

შედეგების ინტერპრეტაცია

APO-A1 მომატება APO-A1 შემცირება
·         ოჯახური ჰიპერ-ალფა-ლიპოპროტეინემია

·         ორსულობა

·         ესტროგენოთერაპია

·         ალკოჰოლის მოხმარება

·         ფიზიკური გადატვირთვა

 

·         დიეტა

·         მოწევა

·         ტანგიერის დაავადება

·         ოჯახური ჰიპო-ალფა-ლიპოპროტეინემია

·         დიაბეტი

·         ჰემოდიალიზი

·         ინფექციები

·         ბეტა-ლიპოპროტეინემია

·         Apo AI-CIII დეფიციტი

·         ოჯახური ჰიპერტრიგლიცერიდემია

·         გულის ნაადრევი კორონარული დაავადება

·         ჰეპატოცელულური დაზიანება

·         ნეფროზული სინდრომი და თირკმლის დაავადებები

 

APO-B მომატება APO-B შემცირება
·         ჰიპერლიპოპროტეინემია

·         აპოლიპოპროტეინი E დეფიციტი

·         ოჯახური ჰიპერ-ბეტა-აპოლიპოპროტეინემია

·         ნეფროზული სინდრომი

·         ორსულობა

·         ნაღვლოვანი ობსტრუქცია

·         ჰემოდიალიზი

·         მოწევა

·         დიაბეტი

·         ჰიპოთირეოზი

·         დისგლობულინემია

·         პორფირია

·         კუშინგის სინდრომი

·         ღვიძლის დაავადებები

·         ჰიპო და აბეტალიპოპროტეინემია

·         რეიეს სინდრომი

·         მალაბსორბცია/მალნუტრიცია

·         ჰიპოთირეოზი

·         APO C-II დეფიციტი

·         ტიპი I ჰიპერლიპიდემია

·         ალფა-ბეტა-ლიპოპროტეინემია

·         ინფექციები

·         გადაძაბვა

 

 

 

 

APO-A1 კვლევაზე ზეგავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

წამლები

მაჩვენებლის ზრდას იწვევს: კარბამაზეპინი, ფუროსემიდი, ორალური კონტრაცეპტივები, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, სტეროიდები, გემფიბროზილი, კლოფიბრატი

მაჩვენებლის დაქვეითებას იწვევს: ლოვასტატინი

 

APO-B კვლევაზე ზეგავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

წამლები

მაჩვენებლის ზრდას იწვევს: ამიოდარონი, ატენოლოლი, ციკლოსპორინი, ესტროგენები, ფუროსემიდი, მეტოპროლოლი, ფენობარბიტალი, რადიოაქტიური იოდი, ანდროგენები (ანაბოლური სტეროიდები), ქლორთიალიდონი, გემფიბროზილი, იზოტრეტინოინი, ლევონორგესტრელი, ორალური კონტრაცეპტივები, სიმვასტატინი, სტანოზოლოლი,

მაჩვენებლის დაქვეითებას იწვევს: კაპტოპრილი, ინდომეტაცინი, ინტერფერონი, კეტოკონაზოლი, ნეომიცინი, ნიაცინი, ნიფედიპინი, პრაზოსინი, პრედნიზოლონი, ტაკროლიმუსი, ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი, ესტროგენები (პოსტ-მენოპაუზაში), სიმვასტატინი, ლოვასტატინი, პრავასტატინი, კეტოკონაზოლი, ნეომიცინი, ნიაცინი

 

ძალიან იშვიათად, გამოპათიის, განსაკუთრებით ვალდენსტრომის დაავადების დროს, კვლევამ შესაძლოა მოგვცეს მცდარი პასუხი.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button