ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾39.00 Original price was: ₾39.00.₾35.10Current price is: ₾35.10.
ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ (ანტი-TG) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წინამორბედი ცილის – თირეოგლობულინის (TG) საწინააღმდეგოდ გამომუშავდება.
თირეოგლობულინი (TG) ნორმალურ პირობებში არ გამოიყოფა სისხლის მიმოქცევაში. TG-ის გადასვლამ სისხლში სხვადასხვა პათოლოგიის (ანთება, სისხლდენა და ა.შ) დროს, შეიძლება გამოიწვიოს მისი საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნა.
თირეოგლობულინის ანტისხეულების განსაზღვრა მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, მაგალითად: ჰაშიმოტოს დაავადება, ატროფიული აუტოიმუნური თირეოიდიტი, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი.
ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მქონე პაციენტებში, მკურნალობის დროს ანტისხეულების დონე ჩვეულებრივ მცირდება, მაგრამ არიან პაციენტები, რომლებშიც ანტისხეულები ნარჩუნდება და ტალღისებურად შეიძლება შემცირდეს 2-3 წლის განმავლობაში.
სისხლში ანტისხეულების დონე უფრო მეტად კორელირებს თირეო-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) მაჩვენებლებთან, ვიდრე თირეოგლობულინის კონცენტრაციასთან.
ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებების გამოსავლენად ანტი-TG-ის განსაზღვრა განსაკუთრებით გამართლებულია იოდ-დეფიციტურ რეგიონებში. ანტისხეულების მაღალი დონის მქონე დედების ბავშვებს სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება განუვითარდეთ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებები, რაც მოითხოვს ამ ბავშვების ჩართვას მაღალი რისკის ჯგუფში.
ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ გამოვლენილია აუტოიმუნური თირეოიდიტით დაავადებულთა 30–50% -ში და გრეივსის სინდრომით დაავადებულთა 30–49%-ში, აგრეთვე ფარისებრი ჯირკვლის არააუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტთა 10–15%-ში.
ანტი-TPO ანტისხეულები წარმოადგენენ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური პათოლოგიის უფრო მგრძნობიარე მარკერს, ვიდრე ანტი-TG ანტისხეულები.
ანტი-TG ანტისხეულები წარმოადგენენ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაზიანებისა და დიფერენცირებული კიბოს რეციდივის მარკერს.
თირეოგლობულინისა და პეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტირება აუცილებელია აუტოიმუნური თირეოიდიტის – ჰაშიმოტოს დაავადების – დიაგნოსტიკისათვის.
ჩატარებული დიაგნოსტიკური ტესტების მგრძნობელობა შეიძლება გაიზარდოს ანტი-TG-ის და ანტი-TPO-ს ერთდროული ტესტირებით და დამატებით, ანტისხეულების აღმოჩენით TSH რეცეპტორების მიმართ.
უნდა გვახსოვდეს, რომ უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების არსებობას.
ანტი-TG ანტისხეულები შეიძლება ასევე შეგვხვდეს სხვა აუტოიმუნური დაავადებების დროს, მაგალითად: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა და პერნიციოზული ანემია.
ანტი-TG ანტისხეულები შეიძლება მცირე რაოდენობით იყოს წარმოდგენილი ჯანმრთელ პირთა შრატში, განსაკუთრებით ზრდასრულ ქალებში.
ტესტის ჩატარება სასურველი უზმოდ, დილის საათებში (დაახლოებით 11 საათამდე).
ვენური სისხლი
თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონე იზრდება:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები