ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ანტიმიულერის ჰორმონი (AMH)

ცნობილი როგორც:მიულერის მაინჰიბირებელი ფაქტორი
SKU: 2073

Original price was: ₾190.00.Current price is: ₾171.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ანტიმიულერის ჰორმონი (AMH)

ანტიმიულერის ჰორმონის (AMH) ტესტი აფასებს  საკვერცხის რეზერვს, ანუ საკვერცხეში დარჩენილი კვერცხუჯრედების წინამორბედი უჯრედების რაოდენობას. კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფიერების (ფერტილობის) შეფასებისას, IVF დაგეგმვისას და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) დიაგნოსტიკაში

ანტიმიულერის ჰორმონი გამომუშავდება გრანულოზურ უჯრედებში, რომლებიც მდებარეობს საკვერცხის ფოლიკულებში. იგი წარმოიქმნება იმ ფოლიკულების მიერ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული და სწორედ ამიტომ წარმოადგენს საკვერცხის რეზერვის შეფასების მარკერს.

მამაკაცებში ანტიმიულერის ჰორმონი გამომუშავდება სათესლეების სერტოლის უჯრედებით და ხელს უშლის მიულერის სადინრების განვითარებას (ამიტომაც ჰორმონს „ანტიმიულერის“ ეწოდება. მიულერის მილაკებიდან ყალიბდება საშვილოსნო, დანამატი ლულები და საშოს ზედა ნაწილი).

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

პედიატრიაში:

  • სქესის განსაზღვრა
  • პუბერტატის დარღვევები (ნაადრევი/დაგვიანებული)
  • კრიპტორქიზმისა და ანორქიის დიფერენციალური დიაგნოსტიკა
  • ვაჟებში სათესლე ქსოვილის შეფასება

ქალებში:

  • უნაყოფობის მიზეზების იდენტიფიცირება
  • საკვერცხის რეზერვის შეფასება
  • საკვერცხის ჰიპერსტიმულირების სინდრომის რისკის შეფასება
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოსტიკა
  • საკვერცხის წარმონაქმნები (გრანულოზურ-უჯრედოვანი კიბოს მარკერი)
  • საკვერცხის  გრანულოზურ-უჯრედოვანი კიბოს მკურნალობის ეფექტურობის და რეციდივის  მონიტორინგი
  • მენოპაუზის დასაწყისის პროგნოზი
  • საკვერცხის რეზერვის შეფასება, FSH-ის მოსაზღვრე და მომატებული კონცენტრაციით
  • ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დანიშვნის ვადის განსაზღვრა

მამაკაცებში:

  • უნაყოფობის მიზეზების დადგენა

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

AMH-ის დონის მომატება:

ქალები:

  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.
  • საკვერცხის გრანულოზურუჯრედოვანი კიბო
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება

მამაკაცები:

  • დაგვიანებული პუბერტატი;
  • კრიპტორხიზმი;
  • სერტოლის უჯრედების სიმსივნე

AMH-ის დონის დაქვეითება:

ქალები:

  • დაგვიანებული პუბერტატი;
  • საკვერცხის რეზერვის დაქვეითება;
  • პერი- და მენოპაუზის დროს;
  • ქირურგიული მენოპაუზა.

მამაკაცები:

  • მიულერის სადინრების პერსისტენციის სინდრომი;
  • ანორქია (გონადების განუვითერაბლობა);
  • ნაადრევი პუბერტატი.

საცნობარო მნიშვნელობები

AMH-ის დონე თანდათან მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, რადგან ფოლიკულების რაოდენობა იკლებს.

ანტიმიულერის ჰორმონის კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა ინტერპრეტირდეს TSH, FSH, ესტრადიოლთან და კლინიკურ სურათთან ერთად

საკვლევი მასალა ვენური სისხლი

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 276 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button