ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ჰისტონის აუტო-ანტისხეულები IgG

ცნობილი როგორც:ანტისხეულები ჰისტონების მიმართ
SKU: 9018

85.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ჰისტონები ცილებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს  დნმ-ის ორგანიზებაში და უჯრედული ქრომატინის ჩამოყალიბებაში. ჰისტონები უხვად შეიცავს ამინომჟავა არგინინს და ლიზინს.

ჰისტონების ხუთი კლასი არსებობს: H1, H2A, H2B, H3, H4. ჰისტონების ხუთივე კლასი, ისევე როგორც დნმ-ჰისტონის კომპლექსი ზოგჯერ წარმოადგენს იმუნური სისტემის მიერ  აუტოანტისხეულების წარმოქმნის სამიზნეს.

ანტი-ჰისტონური აუტოანტისხეულები გვხვდება მედიკამენტით ინდუცირებული წითელი მგლურას შემთხვევათა 95%-ში და მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო კრიტერიუმს წარმოადგენს.

წამლით ინდუცირებული წითელი მგლურა მიმდინარეობით სისტემური წითელი მგლურას მსგავსია, თუმცა არ იწვევს თირკმლის და ნერვული სისტემის დაზიანებას და არ არის ასოცირებული ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო აუტოანტისხეულებთან.

წამალ-ინდუცირებული მგლურას განვითარებას იწვევს შემდეგი ჯგუფის მედიკამენტები: პროკაინამიდი, ჰიდრალაზინი, იზონიაზიდი, კარბამაზეპინი, პენიცილამინი, ქლორპრომაზინი, ალფა-მეთილდოფა, ქინიდინი, სულფასალაზინი, მინოციკლინი.

ანტიჰისტონური ანტისხეულები აღმოჩენილია ასევე სისტემური წითელი მგლურას 30-60%-ში, ხშირად ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო აუტოანტისხეულებთან ერთად.

ანტიჰისტონურ აუტოანტისხეულებზე დაყრდნობით, ზოგჯერ ვერ ხერხდება სისტემური წითელი მგლურის და წამლით ინდუცირებული მგლურის დიფერენცირება.  თუმცა, წამლით ინდუცირებული მგლურას დროს, ანტიჰისტონური ანტისხეულები წარმოდგენილია იზოლირებულად, ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების გარეშე.

 

პაციენტის მომზადება: საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

შედეგების ინტერპრეტაცია

ანტი-ჰისტონური ანტისხეულების პოზიტიური შედეგი, ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულების ნეგატიური მაჩვენებლის ფონზე – წამლით ინდუცირებული წითელი მგლურის სასარგებლოდ მეტყველებს.

ანტი-ჰისტონური ანტისხეულების და ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულების პოზიტიური მაჩვენებლები – სისტემური წითელი მგლურისთვისაა დამახასიათებელი.

ანტიჰისტონური ანტისხეულები შესაძლოა განვიტარდეს ისეთი პათოლოგიების დროსაც, როგორიცაა:

  • რევმატოიდული ართრიტი:
  • სისტემური სკლეროზი
  • იუვენილური ართრიტი
  • ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებები: პირველადი ბილიარული ციროზი და აუტოიმუნური ჰეპატიტი

იშვიათ შემთხვევებში ანტი-ჰისტონური ანტისხეულები ვლინდება პაციენტებში, სისტემური წითელი მგლურის ან წამლით ინდუცირებული მგლურის სიმპტომების გარეშე.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button