ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾85.00
ჰისტონები ცილებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის ორგანიზებაში და უჯრედული ქრომატინის ჩამოყალიბებაში. ჰისტონები უხვად შეიცავს ამინომჟავა არგინინს და ლიზინს.
ჰისტონების ხუთი კლასი არსებობს: H1, H2A, H2B, H3, H4. ჰისტონების ხუთივე კლასი, ისევე როგორც დნმ-ჰისტონის კომპლექსი ზოგჯერ წარმოადგენს იმუნური სისტემის მიერ აუტოანტისხეულების წარმოქმნის სამიზნეს.
ანტი-ჰისტონური აუტოანტისხეულები გვხვდება მედიკამენტით ინდუცირებული წითელი მგლურას შემთხვევათა 95%-ში და მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო კრიტერიუმს წარმოადგენს.
წამლით ინდუცირებული წითელი მგლურა მიმდინარეობით სისტემური წითელი მგლურას მსგავსია, თუმცა არ იწვევს თირკმლის და ნერვული სისტემის დაზიანებას და არ არის ასოცირებული ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო აუტოანტისხეულებთან.
წამალ-ინდუცირებული მგლურას განვითარებას იწვევს შემდეგი ჯგუფის მედიკამენტები: პროკაინამიდი, ჰიდრალაზინი, იზონიაზიდი, კარბამაზეპინი, პენიცილამინი, ქლორპრომაზინი, ალფა-მეთილდოფა, ქინიდინი, სულფასალაზინი, მინოციკლინი.
ანტიჰისტონური ანტისხეულები აღმოჩენილია ასევე სისტემური წითელი მგლურას 30-60%-ში, ხშირად ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო აუტოანტისხეულებთან ერთად.
ანტიჰისტონურ აუტოანტისხეულებზე დაყრდნობით, ზოგჯერ ვერ ხერხდება სისტემური წითელი მგლურის და წამლით ინდუცირებული მგლურის დიფერენცირება. თუმცა, წამლით ინდუცირებული მგლურას დროს, ანტიჰისტონური ანტისხეულები წარმოდგენილია იზოლირებულად, ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების გარეშე.
პაციენტის მომზადება: საჭირო არ არის.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
შედეგების ინტერპრეტაცია
ანტი-ჰისტონური ანტისხეულების პოზიტიური შედეგი, ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულების ნეგატიური მაჩვენებლის ფონზე – წამლით ინდუცირებული წითელი მგლურის სასარგებლოდ მეტყველებს.
ანტი-ჰისტონური ანტისხეულების და ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულების პოზიტიური მაჩვენებლები – სისტემური წითელი მგლურისთვისაა დამახასიათებელი.
ანტიჰისტონური ანტისხეულები შესაძლოა განვიტარდეს ისეთი პათოლოგიების დროსაც, როგორიცაა:
იშვიათ შემთხვევებში ანტი-ჰისტონური ანტისხეულები ვლინდება პაციენტებში, სისტემური წითელი მგლურის ან წამლით ინდუცირებული მგლურის სიმპტომების გარეშე.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |