ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾117.00 Original price was: ₾117.00.₾72.00Current price is: ₾72.00.
ანემიის პროფილური კვლევა შეიძლება ჩატარდეს მაშინ, როდესაც საეჭვოა სისხლში წითელი უჯრედებისა და ჰემოგლობინის რაოდენობა და ხარისხი, როდესაც არსებობს ანემიის სიმპტომები ან ფაქტორები, რომლებიც იწვევენ მის გამოვლენას.
ანემიის პროფილი მოიცავს 4 ლაბორატორიულ კვლევას(თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):
ფერიტინი – წყალში ხსნადი რკინის ჰიდროქსიდის კომპლექსი ცილა აპოფერიტინთან ერთად, გვხვდება ღვიძლის, ელენთის, ძვლის ტვინის უჯრედებში, რეტიკულოციტებში და მცირე რაოდენობით სისხლის შრატში, სადაც ის ასრულებს რკინის ტრანსპორტირების ფუნქციას.
ფერიტინის კონცენტრაცია დამოკიდებულია რკინის მარაგზე, ამიტომ ეს მაჩვენებელი გამოიყენება რკინის დეფიციტის ან სიჭარბის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის და ანემიის დიფერენციალური დიაგნოზისთვის.
ფერიტინის დონე იზრდება – მეგალობლასტური, სიდერობლასტური, ჰემოლიზური ანემიების და სხვა მდგომარეობების დროს;
ფერიტინის კონცენტრაცია მცირდება – რკინადეფიციტური ანემიის, სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული დაავადებების, მწვავე სისხლდენისა და სხვა პათოლოგიების დროს. (იხ. ფერიტინი | ლაბორატორიული კვლევა
ტრანსფერინი მიეკუთვნება ბეტა-გლობულინებს, ის სინთეზირდება ძირითადად ღვიძლის პარენქიმული უჯრედების მიერ, მცირე რაოდენობით – ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, საკვერცხეებში, სათესლე ჯირკვლებსა და T-ჰელპერებში. ტრანსფერინის სინთეზი დამოკიდებულია ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაზე, ორგანიზმში რკინის მარაგსა და რკინის საჭიროებაზე.
ტრანსფერინის მთავარი ფუნქციაა ნაწლავში აბსორბირებული რკინის ტრანსპორტირება მის დეპოებამდე (ღვიძლი, ელენთა), რეტიკულოციტებამდე და მათ წინამორბედებამდე ძვლის ტვინში.
ადამიანის ორგანიზმში ტრანსფერინის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 25-40% შეიცავს რკინას. ორგანიზმში რკინის დეფიციტის და სისხლის შრატში რკინის დონის დაქვეითებისას, ტრანსფერინის შემცველობა იზრდება. ამ მაჩვენებლების ცვლილება რკინადეფიციტური ანემიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია. მსგავსი ცვლილებები შეინიშნება ორსულობის დროს და ბავშვობაში, მაგრამ ისინი ნაკლებად გამოხატულია. ტრანსფერინის კონცენტრაციის მატება ამ შემთხვევებში დაკავშირებულია მისი სინთეზის ზრდასთან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
სისხლის შრატში რკინის შემცველობასთან შედარებით, ტრანსფერინის დონე უფრო სტაბილური მაჩვენებელია და ნაკლებად არის დამოკიდებული სქესზე, ასაკზე და ყოველდღიურ ცვლილებებზე. (იხ. ტრანსფერინი | ლაბორატორიული კვლევა)
რკინა ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზისათვის აუცილებელი ელემენტია, ორგანიზმში არსებული რკინის 70%-ს სწორედ ჰემოგლობინი იკავშირებს. იგი მცირე რაოდენობით ასევე შედის ზოგიერთი ფერმენტის შემადგენლობაში, დანარჩენი რკინა კი ორგანიზმში ინახება ფერიტინისა და ჰემოსიდერინის (ცილები, რომლებიც რკინას უჯრედებში ინახავენ) სახით. სისხლში ის უკავშირდება ტრანსფერინს (რკინის გადამტან ცილას) ტრანსპორტირებისთვის.
რკინის დონე იზრდება – სიდერობლასტური, ჰემოლიზური და აპლასტიური ანემიების და სხვა მდგომარეობების დროს. (იხ. რკინა (Fe) | ლაბორატორიული კვლევა )
სისხლის საერთო ანალიზი გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. ის ასევე შეიძლება იყოს დიაგნოზის მაჩვენებელი მრავალი დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა ანემია, ანთებითი მდგომარეობები, ლეიკემია და სხვა.
სისხლის საერთო და ედს-ის ანალიზი კეთდება ერთად და გულისხმობს სისხლის 20 მორფოლოგიური პარამეტრისა და ერითროციტების დალექვის სიჩქარის ანუ ედს-ის შემოწმებას.
ეს პარამეტრებია:
ერითროციტული ინდექსები:
თრომბოციტების მაჩვენებლები:
ლეიკოციტური ფორმულა (ლეიკოგრამა):
ერითროციტების დალექვის სიჩქარე – ედს–ი (ESR) – პირდაპირპროპორციულია ერითროციტების მასის, ერითროციტებისა და პლაზმის სიმკვრივის სხვაობის და უკუპროპორციულია პლაზმის სიბლანტისა.
პათოლოგიაში მის ცვლილებებს აქვს დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა და ის შეიძლება მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი გახდეს. (იხ. სისხლის საერთო ანალიზი & ედს-ი)
ანემიის დიაგნოსტიკისთვის, თქვენი ექიმი სავარაუდოდ დაინტერესდება, განსაკუთრებით, თქვენს სისხლში შემავალი სისხლის წითელი უჯრედებისა (ჰემატოკრიტის) და ჰემოგლობინის დონეებით.
პროფილური კვლევა ტარდება ანემიის დიაგნოსტირებისა და გამომწვევი მიზეზის მიხედვით მისი დიფერენცირებისთვის.
ანემიის ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება ანემიის მიზეზისა და სიმძიმის მიხედვით. ანემიის გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე, შეიძლება სიმპტომები საერთოდ არ აღინიშნებოდეს, თუმცა გამოვლენის შემთხვევაში სახეზეა შემდეგი სიმპტომები:
თავიდან ანემია შეიძლება იყოს ისეთი მსუბუქი, რომ ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ სიმპტომები უარესდება ანემიის გაუარესებასთან ერთად.
შესაბამისად, ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაცია და ანემიის პროფილური კვლევის ჩატარება.
ვენური სისხლი
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებით სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/anemia/symptoms-causes/syc-20351360
https://spravochnik.synevo.ua/ru/diagnostica-anemii/ferritin.html
https://spravochnik.synevo.ua/ru/diagnostica-anemii/transferrin.html
https://www.synevo.bg/palna-kravna-kartina/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია