Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ფერიტინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Ferritin | Laboratory research
SKU: 1085

Original price was: ₾50.00.Current price is: ₾45.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ფერიტინი – წყალში ხსნადი რკინის ჰიდროქსიდის კომპლექსი ცილა აპოფერიტინთან ერთად, გვხვდება ღვიძლის, ელენთის, ძვლის ტვინის უჯრედებში, რეტიკულოციტებში და მცირე რაოდენობით სისხლის შრატში, სადაც ის ასრულებს რკინის ტრანსპორტირების ფუნქციას.

ფერიტინის კონცენტრაცია დამოკიდებულია რკინის მარაგზე, ამიტომ ეს მაჩვენებელი გამოიყენება რკინის დეფიციტის ან სიჭარბის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის და ანემიის დიფერენციალური დიაგნოზისთვის.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ანემიის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • რკინადეფიციტური ანემიის შეფასება და რკინით ჩანაცვლებითი თერაპიის მონიტორინგი;
  • რკინის დეფიციტის ან სიჭარბის დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;
  • ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ფერიტინის დონე იზრდება:

  • ღვიძლის ბიოფსიისას;
  • მეორადი რკინით გადატვირთვის სინდრომები (სისხლის გადასხმა, არაეფექტური ერითროპოეზი, ჰემოდიალიზი და სხვ.);
  • ღვიძლის პარენქიმული დაავადება (ღვიძლის ციროზი, ჰეპატოცელულარული კარცინომა);
  • ლეიკემია, ლიმფომა, პანკრეასის კიბო, ნეირობლასტომა;
  • ინფექციური დაავადებები;
  • მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • ჰიპერთირეოზი;
  • მეგალობლასტური, სიდერობლასტური, ჰემოლიზური ანემიები, თალასემია.

ფერიტინის დონე მცირდება:

  • რკინადეფიციტური ანემია;
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული დაავადებები;
  • მწვავე სისხლდენა;
  • ცელიაკია.

დამატებითი ინფორმაცია

ფერიტინი ასევე მიეკუთვნება მწვავე ფაზის ცილებს და მისი ნორმალური ან გაზრდილი კონცენტრაცია სულაც არ ასახავს დეპონირებული რკინის მარაგს ანთებითი დაავადებების, ავთვისებიანი სიმსივნეების დროს და ა.შ.

ფერიტინი გამოიყოფა ღვიძლიდან სისხლში ღვიძლის ყველა დაავადების, სიმსივნეების, ღვიძლის მეტასტაზების, ალკოჰოლის ხანგრძლივად გამოყენების და ორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს. ამ შემთხვევებში რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკაში ამ ერთი ინდიკატორის დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მცირეა.

ფერიტინის განსაზღვრის გამოყენება ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის ემყარება იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ორგანოსა და ქსოვილში ნეოპლაზმების არსებობისას ხდება რკინის დეპონირების დარღვევა, რაც იწვევს ფერიტინის მატებას შრატში, მის გაზრდილ გამოყოფას უჯრედებიდან მათი სიკვდილის დროს.

ფერიტინის დონის ფიზიოლოგიური მატება უფრო მეტად შეინიშნება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, წითელი ხორცით მდიდარ დიეტაზე მყოფ ადამიანებში, აგრეთვე სისხლის ნიმუშების ინტენსიური ჰემოლიზის დროს, რაც დაკავშირებულია ფერიტინის შიდა ერითროციტულ გამოყოფასთან.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

სპეციფიური მომზადება საჭირო არ არის.

რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button