ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾44.00 Original price was: ₾44.00.₾39.60Current price is: ₾39.60.
ამიაკი ამონიმჟავების კატაბოლიზმის (დაშლის) ძირითადი პროდუქტია. ამიაკი წარმოიქმნება ნაწლავში ბაქტერიების გავლენით ცილის დაშლის შედეგად. ღვიძლი უზრუნველყოფს ამიაკის გარდაქმნას შარდოვანად, რომელიც გამოიყოფა შარდთან ერთად. სისხლიდან ამიაკის ექსკრეცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ის არღვევს სისხლის მჟავა-ტუტოვან ბალანსს და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
ფიზიოლოგიური Ph-ის მდგომარეობაში ამიაკი თითქმის მთლიანად იონიზირებულ მდგომარეობაშია (NH4 + ).
ჰიპერამონემია, ანუ სისხლში ამიაკის დონის მატება გამოწვეულია ღვიძლში აზოტის მეტაბოლიზმის მოშლით.
როდის ტარდება კვლევა?
პაციენტის მომზადება
კვლევა ტარდება უზმოდ. სასურველია თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა ნიმუშის აღებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში. აუცილებელია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია მედიკამენტებზე, რომელსაც იღებთ. ანტიბიოტიკები ხშირად იწვევს ამიაკის დონის შემცირებას.
მითითება: სისხლის ნიმუშის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს გაყინულ მდგომარეობაში, აღებიდან 2 საათის ფარგლებში. რეგიონებში აზოტის კვლევა სისხლის ნიმუშში არ კეთდება.
რეფერალური ნორმები:
ქალი: 11-51 ნმოლ/ლ
კაცი: 16-60 ნმოლ/ლ
შედეგების ინტერპრეტაცია
ჰიპერამონიემია ანუ სისხლის შრატში ამიაკის კონცენტრაციის მატება ახასიათებს მდგომარეობებს:
სისხლის შრატში ამიაკის კონცენტრაციის დაქვეითება ახასიათებს ჰიპერორნითინემიას – ორნითინის ამინოტრანსფერაზის დეფიციტით განპირობებულ მდგომარეობას. ვითარდება თვალის სისხლძარღვოვანი შრის და ბადურის დაზიანება.
ამიაკის დონე იცვლება მიღებული ცილის რაოდენობის შესაბამისად. ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა მისი გარდამავალი მომატება გამოიწვიოს.
ამიაკის დონის მომატებას იწვევს ღვიძლის ფერმენტის გამა-გლუტამილ-ტრანსფერაზას (GGT) აქტივობის მომატება. სისხლის აღებისას ლახტის მჭიდროდ მოჭერამ შესაძლოა მოგვცეს ცრუ ჰიპერამონემიის შედეგი.
ჰემოლიზი იწვევს ამიაკის კონცენტრაციის ცრუ მატებას, რადგან ამიაკის კონცენტრაცია ერითოციტებში 3-ჯერ აღემატება პლაზმაში მის შემცველობას.
მედიკამენტები რომლებიც ზრდის აზოტის დონეს სისხლში:
აცეტაზოლამიდი, ასპარაგინაზა, ქლორთალიდონი, ეთაკრინის მჟავა, ვალპროის მჟავა, ფელბამატი, ფუროსემიდი, ჰიდროფლუმეთიაზიდი, იზონიაზიდი, თიაზიდები.
მედიკამენტები რომლებიც ამცირებს აზოტის დონეს სისხლში:
ცეფოტაქსიმი, დიფენჰიდრამინი, კანამიცინი, ლაქტობაცილები, ლევოდოფა, MAO-ინჰიბიტორები, ნეომიცინი, ტეტრაციკლინი, ტრომეთამინი.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |