Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ამინომჟავები (სისხლი)

ცნობილი როგორც: ამინომჟავები
SKU: 1029

325.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ამინომჟავები წარმოადგენენ ცილების სტრუქტურულ ერთეულებს. არსებობს 22 ამინომჟავა, რომლებიც ქმნიან ცილებს.

 

ტესტი ამინომჟავებზე მოიცავს შემდეგი ამინომჟავების განსაზღვრას: ალანინი, ალფა-ამინობუტირის მჟავა, არგინინი, ასპარაგინი, ასპარტინის მჟავა, კარნოზინი, ციტრულინი, ცისტეინი, გლუტამინი, გლუტამინის მჟავა, გლიცინი, ჰისტიდინი, ჰიდროქსიპროლინი, იზოლეიცინი, ლიზინი, მეთიონინი, ორნითინი, ფენილალანინი, ფოსფოეთანოლამინი, პროლინი, სარკოზინი, სერინი, ტაურინი, თრეონინი, ტრიპტოფანი, თიროზინი, ვალინი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ამინომჟავებზე ტესტი უნდა ჩავიტაროთ შემდეგ შემთხვევებში:

  • ეჭვი ამინომჟავების მეტაბოლიზმის მემკვიდრეობით დარღვევებზე შემდეგ სიტუაციებში: ბავშვი, რომლის მშობლებსაც აუხსნელი მიზეზით დაეღუპათ ჩვილი; როცა სახეზეა გონებრივი ჩამორჩენილობა, ზრდის დარღვევები, ჰიპერამონემია, განმეორებითი ღებინება, აუხსნელი მწვავე კეტოზი ან აციდოზი, შარდის კენჭები, შარდის ან ოფლის დამახასიათებელი სუნი.
  • მკურნალობის (დიეტის) მონიტორინგი.
  • შეძენილი დაავადებების და პათოლოგიური მდგომარეობების შეფასება: ენდოკრინული დაავადებები, ღვიძლის დაავადებები, კუნთების დაავადებები, ნეოპლაზმები, ნევროლოგიური დაავადებები, ნუტრიციული დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, დამწვრობა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პლაზმური ამინომჟავის მაღალი დონე მიუთითებს ამ ამინომჟავის თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევაზე; შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს შარდში ამინომჟავის განსაზღვრისას მიღებული შედეგის პარალელურად.

დამატებითი ინფორმაცია

ჯანმრთელ ადამიანებში, ამინომჟავების წყარო საკვებიდან მიღებული ცილაა. მიუხედავად იმისა, რომ ამინომჟავების უმეტესობა ორგანიზმში წარმოიქმნება, არსებობს რამდენიმე ამინომჟავა, რომელთა სინთეზიც ძუძუმწოვრების მიერ არ ხდება და შესაბამისად ისინი მიიჩნევიან შეუცვლელ ამინომჟავებად, რომლებიც უზრუნველყოფენ ნორმალურ ზრდასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პროტეოლიზური ფერმენტები ანადგურებენ საკვებიდან მიღებულ ცილებს და გამოყოფენ ამინომჟავებს, რომლებიც შეიწოვებიან მლივ ნაწლავში და რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმის ამინომჟავების მარაგის შექმნაში. ღვიძლი და სხვა ქსოვილები იყენებენ ამ მარაგს პლაზმისა და უჯრედშიდა ცილების სინთეზისთვის.

სისხლში არსებული ამინომჟავები იფილტრება თირკმლის გლომერულებში, მაგრამ ჩვეულებრივ რეაბსორბირდება მილაკოვან დონეზე. ამიტომ, სისხლში ამინომჟავების მაღალ დონეს თან ახლავს თირკმლების მიერ ამინომჟავების ელიმინაციის გაზრდა. ჯანმრთელ ადამიანებში ამინომჟავების დონის მომატება გარდამავალია და ასოცირდება დიეტაში ცილების ჭარბ რაოდენობასთან.

პლაზმაში ამინომჟავების გაზრდილი დონე შეიძლება მიუთითებდეს ამინომჟავების მეტაბოლიზმის მემკვიდრეობით დარღვევებზე.

ამინომჟავების უმეტესობის განსაზღვრისთვის საუკეთესო ნიმუში არის პლაზმა. შარდში ამინომჟავების დონის განსაზღვრა განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ კონკრეტული დარღვევა გავლენას ახდენს თირკმლის სატრანსპორტო სისტემაზე.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ჩვილებისთვის: საკვლევი მასალის აღებამდე 4 საათის განმავლობაში არ აჭამოთ პატარას.

რეკომენდებულია ნორმალური დიეტის დაცვა კვლევამდე 2-3 დღის განმავლობაში.

კვლევამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან იმ მედიკამენტების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომლებსაც იღებთ.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

Aminoacizi în plasmă

ლაბორატორიები
Call Now Button