Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ალფა-ამილაზა | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ამილაზა
SKU: 1044

Original price was: ₾15.00.Current price is: ₾13.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ამილაზა არის ჰიდროლიზური ფერმენტი, რომელიც შლის სახამებელს და გლიკოგენს მალტოზამდე. ამილაზა წარმოიქმნება ძირითადად სანერწყვე ჯირკვლებსა და პანკრეასში, შემდეგ კი გადადის პირის ღრუში ან თორმეტგოჯა ნაწლავის სანათურში და მონაწილეობს ნახშირწყლების მონელებაში. სისხლის შრატში პანკრეასის და სანერწყვე ჯირკვლების ამილაზას იზოფერმენტები ერთმანეთისგან იზოლირებულია. მნიშვნელოვნად დაბალი ამილაზური აქტივობა ასევე გააჩნიათ ისეთ ორგანოებს, როგორიცაა საკვერცხეები, ფალოპის მილები, წვრილი და მსხვილი ნაწლავები და ღვიძლი, თუმცა შრატში მხოლოდ პანკრეასის (40%) და სანერწყვე ჯირკვლების (60%) ამილაზას დეტექცია ხდება.

ამილაზას დონე შეიძლება გაიზარდოს მთელი რიგი ისეთი დაავადებების დროს, რომლებსაც გააჩნიათ მწვავე პანკრეატიტის მსგავსი კლინიკური სურათი (მწვავე აპენდიციტი, პერიტონიტი, კუჭის პერფორირებული წყლული, ნაწლავის ობსტრუქცია, ქოლეცისტიტი, მეზენტერული სისხლძარღვების თრომბოზი, ფეოქრომოციტომა, დიაბეტური აციდოზი, გულზე ოპერაციების შემდგომი პერიოდი).

ამილაზას აქტივობის ზრდა უმეტეს შემთხვევაში რეაქტიულია. მწვავე პანკრეატიტის დროს სისხლისა და შარდის ამილაზას აქტივობა იზრდება 10-30-ჯერ დაავადების დაწყებიდან 4-6 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 12-24 საათის შემდეგ და სწრაფად მცირდება და უბრუნდება ნორმას მე-2-6 დღეს. შრატში ამილაზას დონის გაზრდა არ არის დაკავშირებული პანკრეატიტის სიმძიმესთან.

ამილაზას შეუძლია დიდი კომპლექსების წარმოქმნა იმუნოგლობულინებთან და პლაზმის სხვა ცილებთან (მაკროამილაზა) ერთად, ამიტომ ის ვერ გადის თირკმლის გლომერულებში. ამავდროულად, მაშინ, როცა ამილაზას შემცველობა შრატში იზრდება, შარდში შეინიშნება მისი ნორმალური აქტივობა.

პანკრეასის კიბოს დროს ამილაზას აქტივობა ოდნავ იზრდება ან ნორმალურ დონეზე რჩება, ამიტომ ტესტი არ არის ძალიან ინფორმატიული პანკრეასის კიბოს დიაგნოსტიკისთვის.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ამილაზაზე?

  • პანკრეასის დაავადებები;
  • სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები (ყბაყურა);
  • კისტოზური ფიბროზი;
  • მწვავე მუცლის სინდრომი.

შემდეგი სიმპტომებისას:

  • გულისრევა და ღებინება;
  • ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
  • მუცლის ტკივილი, რომელიც ირადირებს ზურგის არეში;
  • მუცლის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ჭამის შემდეგ;
  • ტკივილი მუცელთან შეხებისას;
  • მადის დაკარგვა;
  • წონის დაკლება;
  • ცხიმიანი, უსიამოვნო სუნის მქონე განავალი;
  • ცხელება;
  • გახშირებული პულსი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ალფა-ამილაზას კონცენტრაცია იზრდება:

  • პანკრეასის დაავადებები: პანკრეატიტი (მწვავე, ქრონიკული, რეაქტიული), კისტოზური წარმონაქმნები, პანკრეასის სადინარის ბლოკირება (სიმსივნე, ქვები, ადჰეზიები);
  • მაკროამილაზემია;
  • პაროტიტი;
  • მწვავე პერიტონიტი;
  • შაქრიანი დიაბეტი (კეტოაციდოზი);
  • სანაღვლე გზების დაავადებები (ქოლელითიაზი, ქოლეცისტიტი);
  • თირკმლის უკმარისობა;
  • მუცლის ღრუს ტრავმული დაზიანებები;
  • საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტა;
  • თავის ქალას დაზიანება;
  • საკვერცხეების და ფილტვების ზოგიერთი სიმსივნე;
  • ალკოჰოლის მიღება;
  • ორსულობა.

ალფა-ამილაზას კონცენტრაცია მცირდება:

  • პანკრეასის უკმარისობა, პანკრეატექტომია, პანკრეასის ნეკროზი;
  • მძიმე კისტოზური ფიბროზი;
  • მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი;
  • თირეოტოქსიკოზი;
  • მიოკარდიული ინფარქტი;
  • ტოქსიკოზი ორსულობის დროს;
  • ადრეული ბავშვობა (1 წლამდე ასაკის ბავშვებში);
  • მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონესთან.

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/klinicheskaia-himia/alpha-amylase.html

https://www.synevo.bg/amilaza/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button