Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ტუტე ფოსფატაზას იზოენზიმები

ცნობილი როგორც:ტუტე ფოსფატაზას იზოენზიმები
SKU: 759

120.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ტუტე ფოსფატაზა შრატში

გამოიყენება: ღვიძლის, ძვლის, ნაწლავების და პარათირეოიდული ჯირკვლების პათოლოგიების დიაგნოსტიკაში.

ტუტე ფოსფატაზას (ALP) იზოენზემები კლასიფიცირდება რამდენიმე ჯგუფად, იმის მიხედვით, რომელ ორგანოში სინთეზდება. ესენია: ღვიძლის, თირკმლის, ძვლების, ნაწლავის, პარათირეოიდული ჯირკვლების, პლაცენტის და სხვა.

შრატის ტუტეფოსფატაზას აქტივობა წარმოადგენს ამ ქსოვილების ტუტეფოსფატაზას იზოენზიმების აქტივობის ჯამს.

შრატის ტუტეფოსფატაზას აქტივობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მარკერია ჰეპატობილიარული  და ძვლოვანი  სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად.

ტუტეფოსფატაზა მნიშვნელოვანი ძვლოვანი მარკერია, რადგან ის სინთეზდება ძვლის უჯრედების მიერ და მიუთითებს ოსტეობლასტების გაძლიერებულ აქტივობაზე, ისეთი დაავადებებისას როგორიცაა პეჯეტის დაავადება, რაქიტი, ოსტეომალაცია,მოტეხილობები, ძვლოვანი სიმსივნეები.

ტუტე ფოსფატაზას ზომიერი მატება შეიძლება აღინიშნოს ჰოჯკინის დაავადების, გულის შეგუბებითი უკმარისობის, წყლულოვანი კოლიტის, რეგიონული ენტერიტის, მუცლის ღრუს ბაქტერიული დაავადებების დროს.

საერთო ტუტეფოსფატაზა

საერთო ტუტე ფოსფატაზა წარმოადგენს ყველა ქსოვილის მიერ სინთეზირებული ტუტე ფოსფატაზას ერთობლიობას. შრატში მისი ნახევარდაშლის პერიოდი 17 დღეს შეადგენს.

საერთო ტუტეფოსფატაზას მატება (3-ჯერ, ნორმასთან შედარებით) აღინიშნება სანაღვლე გზების ღვიძლგარე ობსტრუქციისას (კენჭებით დახშობისას, ან პანკრეასის თავის სიმსივნისას). რაც უფრო მაღალია ობსტრუქციის ხარისხი, მით მეტია ტუტე ფოსფატაზის დონე. ტუტე ფოსფატაზის (ALP) და გამაგლუტამილტრანსფერაზის(GGT) ერთდროული მატება, ღვიძლის დაზიანების უტყუარი ნიშანია.

ძვლოვანი პათოლოგიებისას ALP უმაღლესი აქტივობა ვლინდება პეჯეტის დაავადებისას, რაც დაკავშირებულია ოსტეობლასტებსა და ოსტეოკლასტებს შორის დისბალანსით. ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის და რაქიტის დროს ტუტეფოსფატაზას ზომიერი მატება აღინიშნება.

პირველადი და მეორადი ჰიპერპარათირეოიდიზმი ასოცირებულია ტუტე ფოსფატაზის ზომიერ მატებასთან. უფრო მაღალი აქტივობა, ძვლოვანი პროცესების ჩართულობაზე შეიძლება მიუთითებდეს.

ტუტე ფოსფატაზის ზომიერი მატება ვლინდება ბავშვებშიც ძვლის ზრდის აქსელერაციით.

 

ტუტე ფოსფატაზის ზომიერი მატების ტენდენცია აღინიშნება ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ფერმენტი ძირითადად პლაცენტური წარმოშობისაა.

 

 

ტუტე ფოსფატაზას იზოენზიმები

 

ღვიძლის ტუტეფოსფატაზა ერთერთი იზოენზიმია, რომელიც სინთეზდება ბილიარულ ენდოთელიუმში. ის მგრძნობიარე სანაღვლე გზების ობსტრუქციისადმი და ნაღვის მჟავების მომატებული კონცენტრაციის საპასუხოდ, ღვიძლის ტუტე ფოსფატაზას სინთეზიც აქტიურდება.

ღვიძლის ტუტე ფოსფატაზას იზოლირებული მომატება მიუთითებს ღვიძლის ინფილტრაციულ დაავადებებზე, როგორიცაა:  პირველადი სიმსივნეები, აბსცესი, გრანულომა, ამილოიდოზი, პირველადი ან მასკლეროზებელი ქოლანგიტი, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, Ig G4-თან ასოცირებული ქოლანგიტი და სხვა. სეფსისიან პაციენტებში, ALP მარალი კონცენტრაცია შეიძლება დაკავშირებული იყოს მეორადი მასკლეროზებელი ქოლანგიტის პროგრესირებით ციროზამდე.

 ღვიძლის  ტუტეფოსფატაზას 1AP იზოენზიმის აქტივობის მატება აღინიშნება ღვიძლის არაავთვისებიანი პათოლოგიების დროს (ქოლესტაზი, ვირუსული ჰეპატიტები, სხვა ბილიარული პათოლოგიები). ის ასევე მატულობს ფილტვების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნეების  ღვიძლში მეტასტაზეირების და ლიმფომების დროს.

ღვიძლის ტუტეფოსფატაზას 2AP იზოენზიმის მატება აღინიშნება ციროზის და ვირუსული ჰეპატიტების დროს, ასევე ძუძუს, ღვიძლის, ფილტვის, პროსტატის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნეების ღვიძლში მეტასტაზირების დროს.

ღვიძლის ობსტრუქციის მოხსნიდან 1 კვირის მანძილზე შესაძლოა ფერმენტის დონე ისევ მაღალი დარჩეს.

ტუტე ფოსფატაზას არაღვიძლისმიერ ფორმებს განეკუთვნება  ძვლის, ნაწლავის, თირკმლის და პლაცენტის იზოენზიმები. მისი კონცენტრაციის მატება აღინიშნება ძვლის დაავადებების, სტეობლასტური სიმსივნეების, წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის და ნორმალური ორსულობის დროს.

ძვლის  ტუტე ფოსფატაზას იზოენზიმების მატება აღინიშნება ძვლის ოსტეობლასტური სიმსივნეების (პეჯეტის დაავადება) დროს. ტუტეფოსფატაზას განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია დამახასიათებელია ოსტეოგენური კარცინომებისთვის.

ნაწლავური იზოენზიმის აქტივობამ შესაძლოა მოიმატოს  ღვიძლის ციროზით  და ნაწლავის ანთებითი დაავადებებით პაციენტებში.

პლაცენტური ტუტეფოსფატაზას იზოენზიმის მომატება , კარცინო-პლაცენტურ ანტიგენთან ერთად აღინიშნება სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებებისას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ძვლის დაავადებებისას

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების დაავადებებისას

მუცლის დაუზუსტებელი ტკივილის დროს

პარათირეოიდული ჯირკვლების პათოლოგიებისას

D ვიტამინის დეფიციტის დროს

 

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ტუტე ფოსფატაზას  საერთო მაჩვენებლის და იზოენზიმების ნორმები, ასაკის და სქესის გათვალისწინებით განსხვავებულია.

ბავშვებთან შედარებით, მოზრდილებს ნორმის მაჩვენებლები უფრო დაბალი აქვთ;  მოზარდების ძვლები ბევრად მეტ ტუტე ფოსფატაზას ასინთეზებს, ამიტომ უკიდურესი საჭიროების გარდა კვლევა თითქმის არ ტარდება ბავშვებში.  იზოენზიმების კვლევით დგინდება რომელი ქსოვილის ტუტე ფოსფატაზაა მომატებული.

 

ტუტე ფოსფატაზას მომატება ახასიათებს შემდეგ პათოლოგიებს:

სანაღვლე გზების ობსტრუქცია

ძვლის დაავადებები

ძვლის მოტეხილობები

ჰეპატიტები

ჰიპერპარათირეოზი

ჰიპერთირეოზი

ლეიკემია

ღვიძლის დაავადებები

ლიმფომა

ძვლის ოსტეობლასტური სიმსივნეები

სარკოიდოზი

 

 

ტუტე ფოსფატაზას დაბალი კონცენტრაცია ახასიათებს შემდეგ პათოლოგიებს:

ჰიპოფოსფატაზია

ჰიპოთირეოზი

მალნუტრიცია

პერნიციოზული ანემია

ცილის დეფიციტი

ვილსონის დაავადება

თუთიის დეფიციტი

 

 

 

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

ტესტი ტარდება უზმოზე

 

 

 

საცნობარო მნიშვნელობები

კვლევის მონაცემების ინტერპრეტირებისას მნიშვნელოვანია პაციენტის სქესის და ასაკის გათვალისწინება.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტის შემადგენლობაში შედის:

ტუტეფოსფატაზა საერთო

ძვლის იზოენზიმი

ღვიძლის 1AP იზოენზიმი

ღვიძლის 2AP იზოენზიმი

წვრილი ნაწლავის იზოენზიმი

 

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button