ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾55.00
ალდოლაზა ფერმენტია რომელიც შაქრების ენერგიად გარდაქმნაში მონაწილეობს. ყველაზე დიდი ოდენობით ალდოლაზა გვხვდება ღვიძლის და კუნთების უჯრედებში, შესაბამისად ამ უჯრედების დაზინებისას ალდოლაზას კონცენტრაცია სისხლში იმატებს.
მიასთენიის (კუნთების სისუსტის), მიალგიების (კუნთების ტკივილის) და მიოდისტროფიების (კუნთების დეგენერაციული დაავადებების) დროს სხვა ლაბორატორიულ მაჩვენებლებთან ერთად ფასდება ალდოლაზას დონე შრატში.
კვლევა ტარდება უზმოდ. რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა საკვლევი ნიმუშის აღების წინ. აუცილებელია ლაბორატორიას მიაწოდოთ ინფორმაცია იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ ნიმუშის აღების მომენტში. საკითხს, კვლევამდე მედიკამენტის შეწყვეტის შესახებ წყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი.
პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფიების დროს ალდოლაზას მაჩვენებელი 10-15-ჯერ იზრდება,
ალდოლაზას აქტივობა მნიშვნელოვნად იზრდება ჰეპატიტის, ღვიძლის სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებების, ღვიძლის კარცინომების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ჰემორაგიული პანკრეატიტის, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის, ზოგიერთი ტიპის ნეოპლაზიების დროს.
ვირუსული ჰეპატიტის დროს შრატის ალდოლაზას აქტივობა დაახლოებით 20-ჯერ იზრდება ალანინამინოტრანსფერაზასთან (ALT) ერთად.
ანთებითი მიოპათიების დროს ალდოლაზას და კრეატინინის სინქრონული განსაზღვრა საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ მკურნალობის ეფექტი სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს შრატის ალდოლაზას მაჩვენებელი თანდათანობით იზრდება – ალანინამინოტრანსფერაზასთან (AST) ერთად.
ზოგიერთი მედიკამენტის მიზება ცვლის ალდოლაზას მაჩვენებელს.
ალდოლაზას მაჩვენებელი იზრდება შემდეგი მედიკამენტების მიღებისას: კორტიკოსტეროიდები, დიკლოფენაკი, იტრაკონაზოლი, ლოვასტატინი, ნიაცინი, სიმვასტატინი, თიაბენდაზოლი, ვაზოპრესინი და სხვა.
ალდოლაზას მაჩვენებელი მცირდება შემდეგი მედიკამენტების მიღებისას: პრობუკოლი, ფენოთიაზინები.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |