ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾1,790.00
ადვენტია – საბაზისო პანელი (1 ადამიანი)
ადვენტია საბაზისო პანელი იკვლევს 22 გენს რომელთა მუტაციები დაკავშირებულია მაღალი სიხშირისა და სიმძიმის დაავადებებთან.
კვლევა ტარდება Target Capture Enrichment ტექნოლოგიით, ახალი თაობის სექვენირების მეთოდის გამოყენებით.
ადვენტია საბაზისო პანელი იკვლევს შემდეგ დაავადებებს:
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება პარასკევს, დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუშის გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა მოხდეს პარასკევს 12:00-მდე
აღებული ნიმუში იგზავნება და კვლევა ტარდება ლაბორატორია MEDICOVER Genetics– ის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.
ტესტის პასუხები ხელმისაწვდომია ნიმუშის აღებიდან 20 სამუშაო დღეში. პასუხი გადაიგზავნება ექიმისა და პაციენტის ელ. ფოსტაზე. ასევე შესაძლებელია მიღება ადგილზე ლაბორატორიულ ცენტრში.
საჭიროების შემთხვევაში, „სინევოს“ ლაბორატორია გთავაზობთ გენეტიკოსის კონსულტაციას.
ნიმუშების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ნაკრები განკუთვნილია გენეტიკური კვლევისთვის საჭირო მასალის შეგროვების, ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის, მითითებული წესის მიხედვით.
ნიმუშის შესაგროვებელი მოწყობილობა: ლოყის ლორწოვანის ნაცხის შესაგროვებელი ორი (2) მოწყობილობა
შესაფუთი მასალები: ნიმუშის დასალუქი ერთი (1) ბიოუსაფრთხოების ჩანთა
ნიმუშის შეგროვების ინსტრუქცია
დახმარებისთვის ან დამატებითი ნაკრების შეკვეთისთვის, გთხოვთ, დარეკოთ +(995)32 2 800 111 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე info@synevo.ge. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ მისამართზე Synevo.ge
Adventia ახალი თაობის გენეტიკური ტესტია, რომელიც ადგენს არის თუ არა ფენოტიპურად ჯანმრთელი ადამიანი გენეტიკური დაავადების მტარებელი.
Adventia აუტოსომური და X-შეჭიდული რეცესიული დაავადების დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა. რეცესიული დაავადებების მატარებლებს აქვთ ერთი ჯანსაღი გენი და ერთი გენი მუტაციით.
Adventia გენეტიკური ტესტით მიღებული ინფორმაცია გვეხმარება რეპროდუქტოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებაში და მინიმუმამდე ამცირებს იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც შეუძლიათ გენეტიკური დაავადებების გადაცემა შთამომავლობისთვის.
ნებისმიერი ადამიანი შესაძლოა იყოს ამა თუ იმ მუტაციის (მუტაცია – პერმანენტული ცვლილება დნმ-ის ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობაში) მატარებელი. ზოგიერთი მუტაცია არანაირ გავლენას არ ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ხოლო ზოგიერთი – გენეტიკურ დაავადებებს იწვევს.
როდესაც ადამიანი კონკრეტული გენის მუტაციის მატარებელია, მაგრამ ეს მუტაცია არასაკმარისად ძლიერია, რათა დაავადება ინდივიდში გამოვლინდეს – ეს დაავადების რეცესიული გენის მტარებლობაა. თუ ორივე მშობელი ერთი და იგივე გენის მუტაციის მატარებელია და მათი შვილი ორივე მათგანისგან იღებს მემკვიდრეობით ამ მუტაციას, ბავშვი იქნება დაავადებული.
რეცესიული გენის მუტაციის მტარებლობა ასიმპტომურია, შესაბამისად ინდივიდს არ აქვს ინფორმაცია ამ მუტაციის შთამომავლობისთვის გადაცემის რისკზე.
არაერთი რეცესიული დაავადების გენი შესაძლოა უსიმპტოდ, კლინიკური გამოვლინების გარეშე გადაეცეს თაობიდან თაობაში.
მტარებლობის სტატუსისა და შვილებისათვის გენეტიკური დარღვევის გადაცემის რისკის ადრეული ცოდნით შესაძლებელი ხდება:
საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით ინფორმაცია მტარებლობის სკრინინგის შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ორსულისათვის; რეკომენდებულია რამდენიმე მდგომარეობის ერთდროული სკრინინგი.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
https://medicover-genetics.com/our-genetic-tests/reproductive-health/carrier-screening/