Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ადრენოკორტიკოტროპინი (ACTH )

ცნობილი როგორც:ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი
SKU: 2112

105.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

პროდუქტის აღწერა

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ადენოკორტიკოტროპინი ან კორტიკოსტიმულინი) – პეპტიდური ჰორმონია, რომელიც გამოიყოფა ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა წილის მიერ, ჰიპოთალამუსის ტროპიკული ჰორმონების გავლენის შედეგად. ACTH-ის სინთეზი ხდება ადენოჰიპოფიზურ ბაზოფილურ უჯრედებში წინამორბედისგან, რომელსაც ეწოდება პროოპიმელანოკორტინი.

ACTH აკონტროლებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის განვითარებას და ჰორმონალურ აქტივობას. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სტიმულირებით, ის ააქტიურებს გლუკოკორტიკოიდების სინთეზს და სეკრეციას (კორტიზოლი და კორტიკოსტერონი).  ACTH- ის სტიმულაციური მოქმედება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სეკრეციაზე ხდება ციკლური AMP 1-ის საშუალებით.

ACTH-ის მეორადი თვისებები განპირობებულია გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების მეტაბოლური ეფექტებით, ნახშირწყლების, ცილებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმის გააქტიურებით.

ACTH სეკრეციის რეგულირება ხორციელდება ნეირონულად ჰიპოთალამუსის არაპირდაპირი მონაწილეობით. მთავარი ჰუმორული მარეგულირებელი ფაქტორი არის გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების კონცენტრაცია სისხლში, განსაკუთრებით კორტიზოლის. მათი გავლენით, ACTH-ის სეკრეცია მცირდება უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმის საშუალებით და, შესაბამისად, იზრდება მოცირკულირე გლუკოკორტიკოიდების დაქვეითების შემთხვევაში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ადრენოკორტიკოტროპინზე?

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი – “ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის” ფუნქციური მდგომარეობის მარკერი კორტიზოლის დონის ერთდროულ განსაზღვრასთან ერთად.

  • ვარჯიშის დროს არაადექვატური დაღლილობა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
  • სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი და მეორეული უკმარისობის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • იცენკო-კუშინგის სინდრომზე ეჭვი და დიფერენციული დიაგნოზი იცენკო-კუშინგის დაავადებასთან;
  • ხანგრძლივი გლუკოკორტიკოიდული თერაპიის მონიტორინგი.
  • ACTH-ის ექტოპიური სეკრეცია (წვრილ-უჯრედული ფილტვის კარცინომა, პანკრეასის კუნძულების უჯრედების სიმსივნე, კარცინოიდული სიმსივნეები, ფარისებრი ჯირკვლის კარცინომა), ადისონის დაავადება, ჰიპოპიტუიტარიზმი და ACTH-ის წარმომქმნელი ჰიპოფიზის სიმსივნეები (ნელსონის სინდრომი).

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება აუციელბელია უზმოდ.

ნიმუშის აღების დროს პაციენტი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში (სტრესი იწვევს პლაზმური ACTH–ის ზრდას); პლაზმურ ACTH-ს ახასიათებს დონის დღიური ცვლილებები. ACTH-ის სრული გამოკვლევა ითვალისწინებს სისხლის 2 ნიმუშის აღებას: ა) 6-დან-10 საათს შორის; ბ) 21-დან -24 საათს შორის.

ACTH-ის საღამოს ნიმუში წარმოადგენს დილის მნიშვნელობის 1/2 ან 2/3-ს. დღიურ ვარიაციას აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა. ჩვეულებრივ, სისხლის ნიმუშში ერთდროულად განისაზღვრება კორტიზოლიც.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ტერმინი კუშინგის სინდრომი ეხება ყველა კლინიკურ მდგომარეობას, რომელიც დაკავშირებულია კორტიზოლის ჭარბ წარმოქმანსთან; ACTH-ის განსაზღვრა სასარგებლოა ამ სინდრომის დიფერენციალური დიაგნოზისთვის:

  • კუშინგის დაავადება: ჰიპოფიზის გადაჭარბებული სეკრეციის გამო, ACTH-ის დონე ზომიერად მომატებულია ან ნორმალურის ზედა ზღვარზეა (მაგრამ მომატებულია პლაზმის კორტიზოლის დონესთან შედარებით), ნორმალური დღიური ცვალებადობის დაკარგვით;
  • ექტოპიური ACTH სეკრეცია: ACTH დონე ძალიან მაღალია;
  • ადენომა ან თირკმელზედა ჯირკვლის ადენოკარცინომა: ACTH-ის დონე ძალიან დაბალია ან არ განისაზღვრება.

ACTH-ის განსაზღვრა ასევე ინფორმატიულია თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დიფერენციალური დიაგნოზის დროს:

  • ადისონის დაავადება: თირკმელზედა ჯირკვლის დესტრუქციის, სიმსივნური, ინფექციური ან აუტოიმუნური პროცესების გამო, კორტიზოლის წარმოება შემცირებულია და იზრდება ACTH-ის დონეები;
  • თირკმელზედა ჯირკვლის მეორეული უკმარისობა ჰიპოფიზის უკმარისობის დროს: ACTH-ისა და კორტიზოლის დონე დაბალია.

ACTH- ის გაზრდილი დონე ასევე გვხვდება: ადრენოგენიტალური სინდრომის და ფსევდო-კუშინგის სინდრომის დროს (შექცევადი კლინიკური მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასთან).

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button