ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾225.00
ადიპონექტინი ჰორმონი და ადიპოკინური პროტეინია, , რომელსაც წარმოქმნის ძირითადად ცხიმოვანი ქსოვილი და მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, რომლებიც ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას და ანთების საწინააღმდეგო აქტივობას.
ადიპონექტინის დაბალი კონცენტრაცია დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან, როგორიცაა: გაცხიმოვნება, ტიპი II შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, ათეროსკლეროზი.
როგორ წარმოიქმნება ადიპონექტინი?
კანქვეშა, ვისცერული და ძვლის ტვინის ცხიმოვან ქსოვილში შემავალი თეთრი ადიპოციტები წარმოქმნიან ადიპონექტინის ძირითად ნაწილს.
გარდა ამისა, ადიპონექტინის წარმოქმნის უნარი აგაჩნია ჩონჩხის განივზოლიანი კუნთების უჯრედებს, გულის კუნთოვან და ენდოთელურ უჯრედებს, სისხლძარღვების ენდოთელიუმის უჯრედებს.
ადიპონექტინის კონტროლის გზები
ინსულინი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ადიპონექტინის სინთეზში მონაწილეობს.
ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი (IGF-1) და ზრდის ჰორმონი (GH) არეგულირებს ადიპონექტინის გამომუშავებას ცხიმოვან ქსოვილში. ლეპტინი (კიდევ ერთი ადიპოკინი) შესაძლოა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ადიპონექტინის ცვლის რეგულაციაში.
ფუნქცია
ადიპონექტინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედულ და მეტაბოლურ პროცესებში.
ინსულინისადმი უჯრედების მგრძნობელობა უზრუნველყოფს ორგანიზმს, გამოიყენოს ის ეფექტურად. რაც უფრო მაღალია ინსულინისადმი მგრძნობელობა, მით ადვილად იყენებს მას ორგანიზმი და ინარჩუნებს საქრის ნორმალურ დონეს სისხლში.
ინსულინრეზისტენტობა ინსულინისადმი მგრძნობელობის საპირისპირო მდგომარეობაა, როდესაც ღვიძლის, კუნთების და ცხიმოვანი უჯრედები არ რეაგირებს ინსულინზე. ამ დროს პანკრეასი გამოყოფს ინსულინის დამატებით რაოდენობას, რეზისტენტობის დასაძლევად და სისხლში გლუკოზის დონის დასარეგულირებლად.
ადიპონექტინი მნისვნელოვან როლს თამაშობს ინსულინისადმი მგრძნობელობაში, კერძოდ:
აძლიერებს პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფას
აძლიერებს გლუკოზის ათვისებას ცხიმოვანი უჯრედების მიერ
აძლიერებს ღვიძლის და ჩონჩხის კუთების უჯრედების მგრძობელობას ინსულინისადმი
აფერხებს გლუკოზის ახლადწარმოქმნას ღვიძლში
ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას
ხელს უწყობს დაგროვებით პროცესებს კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში (და არა ღვიძლში, ჩონჩხის კუნთებში და ორგანოტაშორის- ვისცერულ სივრცეებში), რაც ამცირებს ვისცერული ცხიმის ოდენობას და აუმჯობესებს ცხიმის და გლუკოზის მეტაბოლიზმს
ანთებითი პროცესი ვითარდება გარემოდან შემოჭრილი აგენტის საპასუხოდ, იმუნური სისტემის მიერ „მებრძოლი“ უჯრედების გამოყოფისას. არსებობს ორი ტიპის ანთება:
მწვავე ანთება – აუცილებელი დაუყოვნებელი პასუხი სხეულის დაზიანებაზე,მაგ: როგორიცაა ნაკვეთი, ნაჩხვლეტი ჭრილობები. იმუნური სისტემა ჭრილობასთან აგზავნის იმუნურ უჯრედებს, რათა დაიცვას ორგანიზმი ჭრილობიდან სხვადასხვა მიკრობების შემოჭრისაგან.
ქრონიკული ანთება – ეს ის მდგომარეობაა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ გამომწვევი აგენტი აღარ არსებობს, იმუნური სისტემა აგრძელებს იმუნოკომპეტენტური უჯრედების გამოთავისუფლებას და გრძელდება ანთებითი პროცესიც. ამის მაგალითია რევმატოიდული ართრიტი, ტიპი II შაქრიანი დიაბეტი, ალცჰეიმერის დაავადება, სიმსივნეები და სხვა.
ადიპონექტინი აქვეითებს მაკროფაგების რაოდენობას და ანთებით პროცესებს ენდოთელიუმში, კუნთოვან უჯრედებში, ეპითელიუმში, რაც იცავს ამ ქსოვილებს ქრონიკული ანთებითი დაზიანებისგან.
ლეპტინი და ადიპონექტინი ორივე ადიპოკინია, რომელსაც წარმოქმნის და გამოყოფს ცხიმოვანი ქსოვილი. ლეპტინი აძლიერებს მეტაბოლიზმს და აქვეითებს მადას.
ადიპონექტინის და ლეპტინის არაადექვატური ოდენობა სიმსუქნესთანაა ასოცირებული, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სიმსუქნისას აღინიშნება ლეპტინის რაოდენობის მომატება, ხოლო ადიპონექტინის რაოდენობის შემცირება.
ადიპონექტინის კვლევა ხდება ვენურ სისხლში. მისი მაჩვენებლის განსაზღრა მნიშვნელოვანია მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკაში, როგორებიცაა: ტიპი II შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი და სხვა. მეტაბოლური დარღვევების სადიაგნოსტიკო ძირითად კვლევებთან ერთად, ზოგჯერ ეს კვლევებიც მნიშვნელოვანია.
ადიპონექტინის ოდენობის ნორმა შეიძლება განსხვავებული იყოს, სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა ლაბორატორიაში კვლევის ჩატარებისას. ასევე ნორმული მაჩვენებელი დამოკიდებულია ადამიანის რეპროდუქციული ორგანოების მდგომარეობაზე და სხეულის მასის ინდექსზე.
სხეულის მასის ინდექსი (BMI) თანაფარდობაა სიმაღლესა და წონას შორის. გამოითვლება წონის კვადრატის (კილოგრამებში) შეფარდებით სიმაღლესთან (მეტრებში). იზოლირებულად სმი-ს გამოთვლით გაცხიმოვნების დიაგნოსტირება არ ხდება. მისი მონაცემები განიხლიება სხვა კვლევებთან კონტექსტში, რომლებიც მეტაბოლურ სტატუსს ასახავს.
ადიპონექტინის საშუალო ნორმული მაჩვენებლები:
> 10 – დაბალი რისკის მაჩვენებელი
7-10 – საშუალო რისკის მაჩვენებელი
4-7 – მაღალი რისკის მაჩვენებლი
< 4 ძალიან მაღალი რისკი
გაცხიმოვნება
წონის დეფიციტი
ინსულინრეზისტენტობა
ათეროსკლეროზი
ლიპოდისტროფია
ათეროსკლეროზი მდგომარეობაა, როდესაც ლიპიდური ფოლაქები წარმოიქმნება სისხლძარღვის შიდა ზედაპირზე, ავიწროებს სანათურს და რიგიდულს (არაელასტიურს) ხდის სისხლძარღვის კედელს. ფოლაქი წებოვანი კონსისტენციის მასაა, რომელიც შეიცავს ქოლესტეროლს, კალციუმს და სხვა ნივთიერებებს.
რადგანაც ადიპონექტინს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ის ხელს უშლის ფოლაქების ჩამოყალიბებას. მისი დეფიციტი ერთერთი ფაქტორია ათეროსკლეროზის განვითარების მექანიზმში.
რადგანაც ადიპონექტინი ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას, მისი დეფიციტი ხელს უწყობს რეზისტენტობის განვითარებას. ინსულინრეზისტენტობისას, უჯრედები არ რეაგირებს ინსულინის გამომუშავებულ დოზებზე, რასაც მოყვება ინსულინის კიდევ მეტი ოდენობით წარმოქმნა (ჰიპერინსულინემია) და მეტაბოლური დარღვევები (პრედიაბეტი, ტიპი2 შაქრიანი დიაბეტი, გაცხიმოვნება).
ლიპოდისტროფია იშვიათი სინდრომების ერთიანობაა, როდესაც სხეულზე ცხიმის გადანაწილება დარღვეულია – ზოგი უბნები კახექსიურად ჰიპოტროფულია (გამხდარი), ხოლო ზოგ უბნებზე გამოხატულია ცხიმის ძალიან დიდი ოდენობა. ცხიმის ასეთი ტიპის დაგროვება აღინიშნება შინაგან ორგანოებში, მათ შორის ღვიძლში, რაც მის ფუნქციონირებას აფერხებს.
ლიპოდისტროფია შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან ასოცირებული ლიპოდისტროფია, ადიპონექტინის დეფიციტთანაა დაკავშირებული.
ადამიანებს სხეულის ჭარბი წონით – ადიპონექტინის დეფიციტი აღენიშნებათ. თუმცა, ანორექსიის და სხეულის ძალიან დაბალი მასის მქონე ადამიანებში ადიპონექტინის დონე საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ რაც მეტია ცხიმოვანი ქსოვილი ორგანიზმში – მით დაბალია ადიპონექტინის დონე.
ადიპონექტინის დეფიციტის კორექცია შესაძლებელია სხეულის მასის კლებით და ფიზიკური აქტივობით.
მედიკამენტები – მეტფორმინი და თიაზოლიდინის ჯგუფი – რომლებიც ინიშნება დიაბეტის და მეტაბოლური სინდრომის საკორექციოდ, ხელს უწყობს ადიპონექტინის კონცენტრაციის მატებას ორგანიზმში.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია