
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT) აფასებს შედედების სისტემის რამდენიმე ფაქტორის აქტივობას, ასევე შედედების საერთო გზის ფაქტორების მონაწილეობით მიმდინარე პროცესს. კვლევა გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევების დიაგნოსტიკისა და არაფრაქციული ჰეპარინით მკურნალობის მონიტორინგისთვის.
კოაგულაციის ტესტებით განისაზღვრება სისხლის შედედების უნარი და დრო, რომელიც შედედებას სჭირდება. ტესტირება დაეხმარება თქვენს ექიმს შეაფასოს ჭარბი სისხლდენის ან თრომბოზის განვითარების რისკი.
ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია კოაგულაციურ პროფილებში შემავალ სხვა ტესტებთან ერთად
კვლევა ინიშნება ექიმის მიერ.
აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის (APTT) გახანგრძლივება შესაძლოა უკავშირდებოდეს შედედების ფაქტორების (VIII, IX, XI, XII) დეფიციტს, ჰემოფილიას, ფონ ვილებრანდის დაავადების ზოგიერთ ფორმას, ლუპუსის ანტიკოაგულანტის არსებობას, ჰეპარინის ზემოქმედებას ან სხვა კოაგულაციურ დარღვევებს.
აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის (APTT) შემცირება ზოგჯერ ასოცირდება შედედების ფაქტორების მომატებულ აქტივობასთან ან ანთებით მდგომარეობებთან, თუმცა, როგორც წესი, დამოუკიდებლად ნაკლებად ინფორმაციულია.
გახანგრძლივებული აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT) მიუთითებს ჰემორაგიულ დაავადებაზე, შემცირებული აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT) კი თრომბოზის მაღალი რისკის განმსაზღვრელია.
აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT) დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე: ახალშობილებში აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT) შედარებით მარალია, ვიდრე მოზრდილების მაჩვენებელი. ასაკის მატებასთან ერთად აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის (APTT) მაჩვენებლები მცირდება
APTT-ის ცვლილება ყოველთვის არ მიუთითებს სისხლდენის ან თრომბოზის მომატებულ რისკზე. შედეგი უნდა შეფასდეს სხვა კოაგულაციურ მაჩვენებლებთან, კლინიკურ მონაცემებსა და მედიკამენტების მიღების ისტორიასთან ერთად.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
APTT-ის განსაზღვრისთვის, როგორც წესი, უზმოდ ყოფნა აუცილებელი არ არის. მნიშვნელოვანია, ექიმის/ლაბორატორიის ინფორმირება ანტიკოაგულანტების, განსაკუთრებით ჰეპარინის, მიღების შესახებ.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
