ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT)

ცნობილი როგორც:Activated Partial Thromboplastin Time (APTT)
SKU: 1101

Original price was: ₾20.00.Current price is: ₾18.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1****
ტესტი კეთდება უზმოზე: არ არის აუცილებელი
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT)

აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT) აფასებს შედედების სისტემის რამდენიმე ფაქტორის აქტივობას, ასევე შედედების  საერთო გზის ფაქტორების  მონაწილეობით მიმდინარე პროცესს. კვლევა გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევების დიაგნოსტიკისა და არაფრაქციული ჰეპარინით მკურნალობის მონიტორინგისთვის.

კოაგულაციის ტესტებით განისაზღვრება სისხლის შედედების უნარი და დრო, რომელიც შედედებას სჭირდება. ტესტირება დაეხმარება თქვენს ექიმს შეაფასოს ჭარბი სისხლდენის ან თრომბოზის განვითარების რისკი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • არაფრაქციული ჰეპარინითა და თრომბინის ინჰიბიტორებით (ჰირუდინით, არგატრობანით) თერაპიის კონტროლი და მონიტორინგი.
  • კოაგულაციის გარკვეული ფაქტორების (XII, XI, IX, VIII, VII) თანდაყოლილი ან შეძენილი უკმარისობის დიაგნოსტიკა, ჰემოფილიაზე ან ფონ ვილებრანდის დაავადებაზე ეჭვი.
  • კოაგულაციის სპეციფიკური ან არასპეციფიკური ინჰიბიტორების (ლუპუსის ანტიკოაგულანტი, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები) არსებობის დადგენა.

ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია კოაგულაციურ პროფილებში შემავალ სხვა ტესტებთან ერთად

კვლევა ინიშნება ექიმის მიერ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის (APTT) გახანგრძლივება შესაძლოა უკავშირდებოდეს შედედების ფაქტორების (VIII, IX, XI, XII) დეფიციტს, ჰემოფილიას, ფონ ვილებრანდის დაავადების ზოგიერთ ფორმას, ლუპუსის ანტიკოაგულანტის არსებობას, ჰეპარინის ზემოქმედებას ან სხვა კოაგულაციურ დარღვევებს.

აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის (APTT) შემცირება ზოგჯერ ასოცირდება შედედების ფაქტორების მომატებულ აქტივობასთან ან ანთებით მდგომარეობებთან, თუმცა, როგორც წესი, დამოუკიდებლად ნაკლებად ინფორმაციულია.

გახანგრძლივებული აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT) მიუთითებს ჰემორაგიულ დაავადებაზე, შემცირებული აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT) კი  თრომბოზის მაღალი რისკის განმსაზღვრელია.

აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT)  დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე: ახალშობილებში აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT) შედარებით მარალია, ვიდრე მოზრდილების მაჩვენებელი. ასაკის მატებასთან ერთად აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის (APTT) მაჩვენებლები მცირდება

საცნობარო მნიშვნელობები

APTT-ის ცვლილება ყოველთვის არ მიუთითებს სისხლდენის ან თრომბოზის მომატებულ რისკზე. შედეგი უნდა შეფასდეს სხვა კოაგულაციურ მაჩვენებლებთან, კლინიკურ მონაცემებსა და მედიკამენტების მიღების ისტორიასთან ერთად.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

APTT-ის განსაზღვრისთვის, როგორც წესი, უზმოდ ყოფნა აუცილებელი არ არის. მნიშვნელოვანია, ექიმის/ლაბორატორიის ინფორმირება ანტიკოაგულანტების, განსაკუთრებით ჰეპარინის, მიღების შესახებ.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 287 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button