ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00
A ჰეპატიტის ვირუსი მცირე ზომის, არა-კაფსულირებული ვირუსია, რომელიც ეკუთვნის პიკორნავირუსების ოჯახს და ჰეპატოვირუსების გვარს. წარმოდგენილია ერთჯაჭიანი რნმ-ის შემცველი გენომით და კაფსიდით.
ვირუსი ძირითადად გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით, დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით.
დაავადების ინკუბაციური პერიოდი 28 დღემდეა (საშუალოდ 15-60 დღე). განვითარებული ჰეპატიტიები საშუალო სიმძიმისაა, თუმცა შესაძლოა განვითარდეს გართულებები. ჰეპატიტი A ვირუსი არ პერსისტირებს ორგანიზმში და არ იძლევა ქრონიკულ ფორმას.
ვირუსი სისხლსა და განავალში წარმოდგენილია დაავადების კლინიკური განვითარებიდან 2 კვირით ადრე და სიყვითლის ალაგებიდან 2 კვირის განმავლობაში.
ინფექციის რუტინული დიაგნოსტიკა სეროლოგიას ეფუძნება. პირველი ანტისხეულები, რომლებიც სისხლში ვლინდება ARIS ანტი-HAV-IgM სიმპტომების განვითარებისთანავე, მაქსიმუმს აღწევს ერთ თვეში და უკუგანვითარდება 6 თვეში. მწვავე პერიოდის შემდეგ დაახლოებით 2 კვირაში ვლინდება IgG. IgG გამოჩენ ადასტურებს გადატანილ ინფექციას ან იმუნიტეტის არსებობას A ჰეპატიტის მიმართ.
A ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკა. მწვავე ფორმის, ან გადატანილი ინფექციის გამოსაავლენად.
პაციენტის მომზადება –კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
რეფერალური ნორმები – IgM, IgG – ნეგატიური
ანტი-HAV-ანტისხეულების პოზიტიური მაჩვენებელი, არ გამორიცხავს ჰეპატიტის სხვა ვირუსების, განსაკუთრებით B ჰეპატიტის ვირუსების არსებობას.
ანტი-HAV-ანტისხეულების მაჩვენებელზე გავლენას ახდენს ისეთი გარემოებები, როგორიცაა:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები