
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾25.00
A ჯგუფის სტრეპტოკოკის ანტიგენის სწრაფი ტესტი გამოიყენება სტრეპტოკოკური ფარინგიტისა და ქუნთრუშას სწრაფი დიაგნოსტიკისთვის. ტესტი კეთდება ხახის ნაცხით.
A-ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ბაქტერიაა, რომელიც ბინადრობს ადამიანის ცხვირ-ხახასა და კანის ზედაპირზე. იწვევს ისეთ დაავადებებს როგორიცაა ტონზილო-ფარინგიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ქუნთრუშა, იმპეტიგო, მენინგიტი, ენდოკარდიტი, ართრიტები და სხვა. ტონზილო-ფარინგიტების 20-40% სტრეპტოკოკური გენეზისაა. სტრეპტოკოკური ტონზილო-ფარინგიტების შემთხვევები უფრო ხშირია 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. გამომწვევის გავრცელება ხდება როგორც ჰაერ-წვეთოვანი (ხველება, ცემინება, საუბარი), ისე კონტაქტური გზით (დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხება, დაინფიცირებულ ადამიანებთან ახლო კონტაქტი, მათი პირადი ნივთების გამოყენება). არანამკურნალებ შემთხვევებში ვითარდება გართულებები რევმატოიდული ცხელების, გლომერულონეფრიტის, სტრეპტოკოკური აბსცესების სახით.
სტრეპტოკოკურ ინფექციას ახასიათებს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:
დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის სწრაფი ტესტი, რომელიც იმუნოქრომატოგრაფიული მეთოდით აიდენტიფიცირებს სტრეპტოკოკურ ანტიგენს (პროტეინს), რაც იძლევა 15-30 წუთში დაავადების დიაგნოსტირების შესაძლებლობას. ტონზილო-ფარინგიტის საკვლევი მასალაა ხახის ნაცხი.
ასევე გამოიყენება ხახის ნაცხის კულტურის კვლევა. სტრეპტოკოკის ამოთესვა ადასტურებს სტრეპტოკოკურ ინფექციას. კვლევის დრო 24-48 საათი.
ტესტი პოზიტიურია თუ კონტროლის და ტესტის ხაზები გაფერადდა. სუსტად გამოხატული ტესტის ხაზიც პოზიტიური პასუხის შესაბამისია. (სტრეპტოკოკური ანტიგენის არსებობა დადასტურდა).
ტესტი ნეგატიურია თუ მხოლოდ კონტროლის ხაზი გაფერადდა (სტრეპტოკოკური ანტიგენის არსებობა არ დადასტურდა)
ტესტის პასუხი არასანდოა, თუ:
ტესტის და კონტროლის ხაზები არ ჩანს
ტესტის ხაზი გაფერადდა, ხოლო კონტროლის ხაზი არ ჩანს
დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის სწრაფი ტესტი, რომელიც იმუნოქრომატოგრაფიული მეთოდით აიდენტიფიცირებს სტრეპტოკოკურ ანტიგენს (პროტეინს), რაც იძლევა 15-30 წუთში დაავადების დიაგნოსტირების შესაძლებლობას. ტონზილო-ფარინგიტის საკვლევი მასალაა ხახის ნაცხი.
ასევე გამოიყენება ხახის ნაცხის კულტურის კვლევა. სტრეპტოკოკის ამოთესვა ადასტურებს სტრეპტოკოკურ ინფექციას. კვლევის დრო 24-48 საათი.
ტესტი წარმოადგენს ანტიგენის დეტექციაზე დაფუძნებულ იმუნოდიაგნოსტიკის მეთოდს, რომელიც 15-30 წუთში იძლევა სტრეპტოკოკური ინფექციის დიაგნოსტირების შესაძლებლობას. მარტივად სრულდება. ეფექტურობა 95%.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის? წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები
