Reticulocytes რეტიკულოციტები

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

15.00

ზოგადი ინფორმაცია:

რეტიკულოციტები მოუმწიფებელი ახალგაზრდა ერითროციტებია, რომლებიც წარმოიქმნება ნორმობლასტების ბირთვის დაკარგვის შედეგად. მომწიფების დრო შეადგენს 4-5 დღეს, აქედან 3 დღის განმავლობაში ეს პროცესი მიმდინარეობს პერიფერიულ სისხლში. რეტიკულოციტების რაოდენობა ასახავს ძვლის ტვინში მიმდინარე რეგენერაციულ პროცესებს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

ტესტის ჩატარება რეკომენდებულია :

რეტიკულოციტების რაოდენობის განსაზღვრა მნიშვნელოვანია დაავადების არსებობის აღმოსაჩენად ან/და მკურნალობის პროცესის დასაკვირვებლად, თუმცა არ ხდება რომელიმე ერთი კონკრეტული დაავადების დიაგნოსტირება. საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება. იმ შემთხვევაში, თუ ქიმიოთერაპიის, ძვლის ტვინის გადანერგვის ან რკინისა თუ ვიტამინ B12 ის ან ფოლიუმის დეფიციტის მკურნალობის შემდეგ, რეტიკულოციტების რიცხვი მატულობს, ეს ნიშნავს, რომ ძვლის ტვინში იწყება სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

კვლევის ჩასატარებლად არ არის აუცილებელი უზმოდ ყოფნა. საკვლევი მასალაა ვენური სისხლი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

სისხლში რეტიკულოციტების მომატებული რაოდენობა შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით;

  • მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია,
  • ჰემოლიზური ანემია (განსაკუთრებით კრიზის დროს),
  • ვიტამინ B 12 ის დეფიციტით გამოწვეული ანემიის მკურნალობის შემდგომი მდგომარეობა, ჰიპოპლასტიური ანემიის რემისია,
  • სისხლდენა, (თუ პაციენტს აქვს სისხლდენა, მაშინ რეტიკულოციტების რაოდენობა რამდენიმე დღის შემდეგ მოიმატებს),
  • ქრონიკული სისხლდენა
  • ჰემოლიზური ანემია და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადება.

სისხლში რეტიკულოციტების დონის დაქვეითება შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:

  • სისხლის წარმოქმნის ინტენსივობის შემცირება,
  • აპლასტიური და რკინადეფიციტური ანემიები,
  • B 12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემია,
  • ციტოსტატიკების მიღება,
  • სხივური და რადიაციული თერაპია,
  • თირკმლის დაზიანება,
  • პერნიციოზული ანემია,
  • ძვლის ტვინის სხვადასხვა სახის დაზიანება თუ უკმარისობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით ან/და სიმსივნით,
  • ალკოჰოლიზმი,
  • ენდოკრინული დაავადებები.

 

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up