Complete Blood Count+ESR/სისხლის საერთო ანალიზი + ედსი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

20.00

ზოგადი ინფორმაცია:

სისხლის საერთო ანალიზი გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. ის ასევე შეიძლება იყოს დიაგნოზის მაჩვენებელი მრავალი დაავადების, როგორიცაა ანემია, ანთებითი მდგომარეობები, ლეიკემია და სხვა.

„სინევოს“ ლაბორატორიაში სისხლის საერთო და ედს-ის ანალიზი კეთდება ერთად და გულისხმობს სისხლის 20 მორფოლოგიური პარამეტრისა და ერითროციტების დალექვის სიჩქარის ანუ ედს-ის შემოწმებას. ეს პარამეტრებია:

1. სისხლის თეთრი უჯრედების – ლეიკოციტების რაოდენობა (WBC)– სხეულის დამცველები, ებრძვიან ინფექციებს.

2. სისხლის წითელი უჯრედების -ერითროციტების რაოდენობა (RBC)– ჟანგბადის ტრანსპორტირება ქსოვილებსა და ორგანოებში

3. ჰემოგლობინის კონცენტრაცია (HGB)– სისხლის წითელ უჯრედებში არსებული ჟანგბადის გადამტანი ცილა;

4. ჰემატოკრიტი (HCT)– სისხლის წითელი უჯრედების შეფარდება სისხლის თხევად კომპონენტთან ანუ პლაზმასთან;

  • ერითროციტული ინდექსები:

5. ერითროციტების საშუალო მოცულობა (MCV)– მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც ზომავს სისხლის წითელი უჯრედების ზომას; უფრო დიდი ან პატარა ზომა შეიძლება ნიშნავდეს სპეციფიკურ დაავადებას;

6. ერითროციტებში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა (MCH)– გვიჩვენებს ჰემოგლობინის საშუალო რაოდენობას, რომელსაც შეიცავს ერითროციტი; ინტერპრეტაცია ხდება MCV და MCHC ინდიკატორებთან ერთად;

7. ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია ერითროციტებში (MCHC)– ჰემოგლობინის კონცენტრაცია ერითროციტების გარკვეულ მოცულობაში;

8. ერითროციტების განაწილების ფართი (RDW)– ეს არის ე.წ. ერითროციტების დევიაცია მოცულობის შესაბამისად.

  • თრომბოციტების მაჩვენებლები:

9. თრომბოციტების რაოდენობა (PLT) – მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში.

10. თრომბოციტების საშუალო მოცულობა (MPV)– ასახავს თრომბოციტების საშუალო ზომას;

  • ლეიკოციტური ფორმულა (ლეიკოგრამა):

11. ნეიტროფილები % (NEUT %);

12. ლიმფოციტები % (LYMPH %);

13. მონოციტები % (MONO %);

14. ეოზინოფილები (EO %);

15. ბაზოფილები % (BASO %);

16. ნეიტროფილების აბსოლუტირი მაჩვენებელი (NEUT Abs),

17. ლიმფოციტების აბსოლუტირი მაჩვენებელი (LYMPH Abs),

18. მონოციტების აბსოლუტირი მაჩვენებელი (MONO Abs),

19. ეოზინოფილების აბსოლუტირი მაჩვენებელი (EO Abs),

20. ბაზოფილების აბსოლუტირი მაჩვენებელი (BASO Abs).

გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას ისეთი დაავადებების დიაგნოზთან დაკავშირებით, როგორიცაა ინფექციური მონონუკლეოზი, სხვა ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებები, აგრეთვე ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევები.

  • ერითროციტების დალექვის სიჩქარე – ედს-ი – (ESR)– პირდაპირპროპორციულია ერითროციტების მასის, ერითროციტებისა და პლაზმის სიმკვრივის სხვაობის და უკუპროპორციულია პლაზმის სიბლანტისა. ლეიკოციტოზთან და ლეიკოციტების ფორმულის შესაბამის ცვლილებებთან ერთად, გაზრდილი ედს-ი არის ორგანიზმში ინფექციური და ანთებითი პროცესების არსებობის საიმედო ნიშანი. აუტოიმუნური დაავადებების დროს ედს-ის გაზომვა საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ დაავადების ეტაპი (გამწვავება ან რემისია), შევაფასოთ მისი აქტივობა და მკურნალობის ეფექტურობა. ამასთან, ედს– ის მომატება არ არის ამა თუ იმ დაავადების სპეციფიური მაჩვენებელი. ამის მიუხედავად, პათოლოგიაში მის ცვლილებებს აქვს დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა და შეიძლება მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი გახდეს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

სისხლის საერთო ანალიზი მოწოდებულია როგორც პროფილაქტიკური , ასევე სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკის მიზნით-ეჭვი ინფექციურ დაავადებზე, ანთებაზე , შიდა სისხლდენაზე , ჰიპერემიაზე ან ანემიაზე , ჰემორაგიულ დიათეზზე; სისხლის დაავადებების კონტროლი და დიაგნოზი).

  • თუ თქვენ უჩივით ზოგად სისუსტეს, დაღლილობას, ტემპერატურის მომატებას, ანთებას, სისხლდენას და სხვა. სისხლის საერთო ანალიზი დაგეხმარებათ ამ სიმპტომების გამომწვევი მიზეზის დადგენაში.
  • დაავადების მონიტორინგი. თუ თქვენ დაგიდგინდათ ისეთი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის უჯრედების რაოდენობაზე, ეს ტესტი ინფორმატიულია დაავადების პროგრესირების დასადგენად.
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი. თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის უჯრედების რაოდენობაზე და საჭიროა მათი კონტროლი.

სისხლის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ. ეს მარტივი ტესტი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მრავალი დაავადების განვითარება .

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ასაღები მასალა-ვენური სისხლი.

სისხლის ლაბორატორიული ტესტების ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი პირობაა დილით უზმოდ ყოფნა.

გამოკვლევიდან 8-12 საათით ადრე უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა, საკვების მიღება და ფიზიკური დატვირთვა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია :

ტესტის შედეგების ინტერპრეტაცია ემყარება მოცემული ლაბორატორიის-„სინევოს“ რეფერენსულ მაჩვენებლებს (საცნობარო დიაპაზონს), რადგან სხვადსხვა ლაბორატორიაში პარამეტრების დასადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მეთოდი.

ანალიზის შედეგების ინტერპრეტაციისას გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი , სქესი, მიღებულ მედიკამენტები და პათოლოგიური მდგომარეობები. სისხლის საერთო ანალიზის პარამეტრები ძირითადად კავშირშია ერთმანეთთან და მათი ინტერპრეტაცია , როგორც წესი ხდება ერთად:

  • სისხლის წითელი უჯრედების- ერითროციტების რაოდენობა, ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი – ეს სამი ინდიკატორი ერთმანეთთან მჭირდო კავშირშია, რადგან ისინი ზომავს სისხლის წითელი უჯრედების ინდივიდუალურ ასპექტებს. თუ ამ პარამეტრების გამოკვლევამ აჩვენა შემცირება, ეს, სავარაუდოდ, ანემიაზე მიუთითებს, მაგრამ რადგან არსებობს ანემიის სხვადასხვა სახეობა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი ტესტები ანემიის ტიპის დასადგენად – მაგალითად, რკინა დეფიციტური ან მეგალობლასტური. შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ტესტი რკინისა და ვიტამინ B12– ზე. ანემია შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის დაკარგვით, აგრეთვე სხვა მიზეზებით. მომატებული სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა, ჰემატოკრიტი და ჰემოგლობინი შეიძლება მიუთითებდეს პოლიცემიაზე ან მდგომარეობებზე , რომელიც აზიანებს გულის კუნთს.
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა:
      • ლეიკოციტების შემცირბული რაოდენობა შეიძლება ასოცირებული იყოს აუტოიმუნურ დაავადებასთან, რომელიც ანადგურებს მათ, ძვლის ტვინის პრობლემებთან ან სიმსივნურ დაავადებებთან. სხვადასხვა მედიკამენტების გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება.
      • სისხლის თეთრი უჯრედების მომატება შეიძლება იყოს ინფექციის ან ანთების ნიშანი. გარდა ამისა, შეიძლება მიუთითებდეს ძვლის ტვინის ან იმუნური სისტემის დაავადებაზე. მაღალი დონე ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიკამენტების გამოყენების შედეგი.
      • ნეიტროფილების მომატებას შეიძლება უკავშირდებოდეს სეფსისი, ქსოვილის ნეკროზი, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ვასკულიტი, პანკრეატიტი და სხვა. მათი შემცირება შეიძლება ასოცირებული იყოს სეპტიცემიასთან -გრამ – უარყოფით მიკროორგანიზმებთან, იმუნური სისტემის დათრგუნვასთან გარკვეული პრეპარატების გამოყენების გამო.
      • ლიმფოციტების მომატება შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციების, ქრონიკული ინფექციების, ვასკულიტის, ასევე ნეოპლასტური პროცესის – ლეიკემიის ზოგიერთი ტიპის ლიმფომის და სხვათა გამო. მათი შემცირება შეიძლება ასოცირებული იყოს იმუნოდეფიციტის სინდრომებთან, შიდსთან, წითელი მგლურასთან და სხვა.
      • მონოციტების მომატება – ყველაზე ხშირად ბაქტერიული ინფექციების გამოა. მათი შემცირება – კორტიკოსტეროიდებით მკურნალობასას, აპლასტიური ანემიის დროს და სხვა.
      • ეოზინოფილების მატებას იწვევს ალერგიული დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ატოპიური დერმატიტი, საკვებისმიერი ალერგია, სიმსივნური და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. მათი შემცირება ხშირად ასოცირდება კუშინგის სინდრომთან ან გარკვეული მედიკამენტების გამოყენებასთან.
      • ბაზოფილების მომატება ასოცირდება ალერგიულ დაავადებებთან, სისტემურ მიელოპროლიფერაციულ სინდრომებთან, ჰიპოთირეოზთან და სხვა. მათი შემცირება – ინფექციური პროცესის მწვავე ფაზა, ჰიპერთირეოზი, თანდაყოლილი დაბალი დონე და სხვა.
      • თრომბოციტების რაოდენობა – როგორც მაღალი და ისე დაბალი დონე დაავადების ნიშანია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მათ რიცხვში გადახრებია, მიზეზის დასადგენად დამატებითი ტესტებია საჭირო. ეს მდგომარეობები შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, აუტოიმუნური, გარკვეული მედიკამენტებისა და ქირურგიული პროცედურების შედეგი.
0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up