ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾132.00
ინჰიბინები რეპროდუქციული სისტემის ჰორმონებია, რომლებიც მონაწილეობს ოოციტების (კვერცხუჯრედის წინამორბედი უჯრედის) განვითარებაში. ქალებში ინჰიბინებს წარმოქმნის ძირითადად საკვერცხის გრანულოზური უჯრედები, ორსულობისას – პლაცენტა. საკვერცხის სხვადასხვა ფაზაში მათი ოდენობები განსხვავებულია. ადრეულ ფოლიკულურ ფაზაში ინჰიბინ A-ს დონე დაბალია, ოვულაციისას იმატებს და მაქსიმუმს შუალუთეინურ ფაზაში აღწევს. ინჰიბინ B, პირიქით, მაღალია მაჩვენებელი ფოლიკულურ ფაზაში და შემდეგ კლებულობს.
ინჰიბინი შერჩევითად აფერხებს ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ FSH-ის სეკრეციას (უარყოფითი უკუკავშირის პრინციპის საფუძველზე), არეგულირებს ფოლიკულოგენეზსა და სპერმატოგენეზს, აქვს ადგილობრივი პარაკრინული მოქმედება სასქესო ჯირკვლებზე. ინჰიბინის სინთეზი ამცირებს გონადოლიბერინის სეკრეციას; ანდროგენები, FSH და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი-1 ზრდის მის სეკრეციას.
ინჰიბინი A საკვერცხის გრანულოზურუჯრედოვანი სიმსივნეების, ზოგჯერ კი მუცინოზური, ეპითელური სიმსივნეების დიაგნოსტიკის და მათი მკურნალობის მონიტორინგისთვის გამოიყენება. თუმცა ამ სიმსივნეების დადასტურებულ შემთხვევათა ნაწილში ინჰიბინ A-ს (ან B-ს) ოდენობის მატება არ აღინიშნება.
ინჰიბინების დონე მაღალია პრემენოპაუზის დროს, ციკლის ფაზების შესაბამისად.
ვაჟებში ინჰიბინის დონე იზრდება ბავშვობაში, კონცენტრაციის მწვერვალი 3 თვეზეა, რასაც 10 წლისთვის თან ახლავს თანდათანობითი ვარდნა. ინჰიბინის გამოვლენა მიუთითებს სათესლე ჯირკვლის ქსოვილების არსებობასა და ფუნქციონალურ უნარზე, და გამოიყენება სასქესო ჯირკვლების განვითარებაში არსებული პათოლოგიებისა და საეჭვო სიტუაციებში სქესის დასადგენად.
ამ ჰორმონის ანალიზი საშუალებას იძლევა განვასხვაოთ ანორქია (სათესლეების თანდაყოლილი არარსებობა) და კრიპტორქიზმი (სათესლე პარკში სათესლეები არ არის ჩემოსული), რათა დროულად დაინიშნოს აუცილებელი მკურნალობა.
ინჰიბინ A – ოვარიალური რეზერვის მარკერი (FSH და AMH-სთან ერთად). გრანულოზურუჯრედოვანი საკვერცხის კიბოს მარკერი.
ქალებში:
მამაკაცებში:
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ქალები: პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი. უმჯობესია განისაზღვროს მენსტრუალური ციკლის მე-3 დღეს (როდესაც აღინიშნება პიკური დონე).
ინჰიბინ A დონის მომატება:
ინჰიბინ A დონის დაქვეითება:
ქალები:
კაცები:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |