ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾30.00 Original price was: ₾30.00.₾27.00Current price is: ₾27.00.
ქლამიდია არის გრამუარყოფითი უჯრედშიდა ბაქტერია. გვარი Chlamydia აერთიანებს ოთხ სახეობას: C. trachomatis, C. pneumoniae, C. psitttaci და C. pecorum.
ბოლო კლასიფიკაციები ქლამიდიას ყოფს 4 ოჯახად, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახი Chlamydiaceae, რომელიც მოიცავს ორ გვარს:
მათგან მნშვნელოვან, Chlamydia trachomatis-ს შეუძლია სხვადასხვა დაავადების გამოწვევა.
Chlamydia trachomatis-ის სეროტიპები – A, B და C – იწვევენ ტრაქომას – სერიოზულ დაავადებას, რომელიც აზიანებს თვალებს, იწვევს მძიმე კონიუნქტივიტს და ზრდის მხედველობის დაკარგვის რისკს. ტრაქომა არის შეძენილი სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მსოფლიოში. გადაცემა ხდება უშუალო და ინფიცირებულის თვალის ან ცხვირის სეკრეტთან კონტაქტით.
Chlamydia trachomatis-ის სეროტიპი DK – იწვევს შარდსასქესო ტრაქტის ინფექციებს.
Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ინფექციები ქალებში იწვევს საშვილოსნოს ყელის, ურეთრის, ფალოპის მილებისა და საშვილოსნოს ანთებას; მამაკაცებში კი – შარდსადენის, ეპიდიდიმისის და პროსტატის ანთებას. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება).
ინფექცია ხშირ შემთხვევაში ასიმპტომურად მიმდინარეობს, რაც აფერხებს სამედიცინო დახმარების მიღების პროცესს და ზრდის პარტნიორზე გადაცემის რისკს სქესობრივი აქტის დროს. ინფექციის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ვაგინალური გამონადენი, სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ, ტკივილი შარდვის დროს, გახშირებული შარდვა და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა უნაყოფობა, რეაქტიული ართრიტი (რეიტერის სინდრომის ნაწილი, კონიუნქტივიტთან და ურეთრიტთან ერთად), მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება, მენჯის ქრონიკული ტკივილი და საშვილოსნოსგარე ორსულობა.
Chlamydia trachomatis გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით. ქლამიდიური ინფექციით დაავადებული დედების ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს ახალშობილთა კონიუნქტივიტი, პნევმონია და სხვა.
Chlamydia trachomatis-ის სეროტიპები – L1-L3 – იწვევენ ვენერიულ ლიმფოგრანულომას – დაავადებას, რომელსაც ახასიათებს უმტკივნეულო გენიტალური წყლულები, რომლებიც სპონტანურად ხორცდებიან. რამდენიმე კვირის შემდეგ, საზარდულის ლიმფური კვანძები, რომლებიც შეიძლება დაჩირქდნენ, ზომაში იზრდებიან.
დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა.
ის ძირითადად გვხვდება ტროპიკულ ქვეყნებში.
ქლამიდიურ ინფექციებს მკურნალობენ მაკროლიდების, ტეტრაციკლინებისა და ქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებებით. არანამკურნალევმა ქლამიდიურმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებები.
Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ინფექციების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სეროლოგიური, მოლეკულურ-ბიოლოგიური და სხვა კვლევის მეთოდები.
ქლამიდიის გვარით გამოწვეულ ნებისმიერ ინფექციას თან ახლავს ანტისხეულების სწრაფი ფორმირება გვარის სპეციფიური ლიპოპოლისაქარიდის ანტიგენის მიმართ. ქლამიდიით გამოწვეული ყველა ინფექციისას პირველ რიგში ჩნდება IgM და IgA ანტისხეულები, რაც მიუთითებს დაავადების მწვავე სტადიაზე (პირველადი ინფექციით, ქრონიკული რეაქტივაციით). აუცილებელია გავითვალისწინოთ კვლევის ცრუ დადებითი შედეგების არსებობის შესაძლებლობა, რაც განპირობებულია ქლამიდიის სახეობებს შორის ჯვარედინი რეაქციით. საეჭვო შედეგების შემთხვევაში აუცილებელია IgG-ის არსებობის შეფასება და დინამიკაში კვლევის განმეორება 7-14 დღის შემდეგ.
IgM-ის გამოვლენა ყველაზე ეფექტურია ახალშობილთა კონიუნქტივიტისა და პნევმონიის დიაგნოსტიკაში.
IgM ანტისხეულები განისაზღვრება:
კვლევა ტარდება შემდეგ შემთხვევებში:
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ვენური სისხლი
დადებითი შედეგი:
ინფექციის მწვავე სტადია (პირველადი ან ქრონიკული რეაქტივაცია).
უარყოფითი შედეგი:
https://www.synevo.ro/shop/chlamydia-trachomatis-anticorpi-ig-g/
https://www.synevo.bg/chlamydia-trachomatis/
https://spravochnik.synevo.ua/ru/urogenitalnie-infektcii/id1093.html
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები