ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00 Original price was: ₾40.00.₾36.00Current price is: ₾36.00.
ციტომეგალოვირუსი (CMV) მიეკუთვნება ვირუსების იმავე ოჯახს, რომელსაც მიეკუთვნებიან ჰერპეს სიმპლექსის და ვარიცელა-ზოსტერის ვირუსები.
ციტომეგალოვირუსი იზოლირებულ იქნა 1956 წელს და სახელწოდება მიენიჭა მისი დამახასიათებელი ციტოპათიური ეფექტის გამო: ვირუსით ინფიცირებული უჯრედები ჰიპერტროფირდებიან და შეიცავენ მოცულობით ეოზინოფილურ ინტრაბირთვულ ჩანართებს, რომლებიც “ბუს თვალებს” მოგვაგონებენ.
ციტომეგალოვირუსული ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო კლინიკური დაავადება ამ ინფექციის უფრო იშვიათი შედეგია (მოზრდილი მოსახლეობის 80-100%-ს აქვს სპეციფიური ანტისხეულები, როგორც უსიმპტომო ინფექციების უპირატესი შედეგი).
ციტომეგალოვირუსული ინფექცია ამჟამად განიხილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემად, შემდეგი მიზეზების გამო: თანდაყოლილი ინფექციების გაზრდილი სიხშირე, მუდმივი ვირუსული ინფექცია რეაქტივაციის შესაძლებლობით, განსაკუთრებით იმუნოკომპრომეტირებულ და ორგანოთა ტრანსპლანტების რეციპიენტებში და მისი ხშირი გამოვლენა პოსტტრანსფუზიული პათოლოგიის სახით (ტრანსფუზიის შემდგომი სინდრომი – პოსტტრანსფუზიული ციტომეგალოვირუსული ჰეპატიტი).
ადამიანი არის ადამიანის ციტომეგალოვირუსის ერთადერთი ბუნებრივი რეზერვუარი (ცხოველის ციტომეგალოვირუსი არ აინფიცირებს ადამიანს). ინფექციის გადაცემის გზები მრავალფეროვანია. ვირუსი გვხვდება ინფიცირებული ადამიანის შარდში და ნერწყვში, ასევე ვაგინალურ სეკრეტში, სპერმასა და დედის რძეში. ნაყოფი შეიძლება დაინფიცირდეს საშვილოსნოშივე; თუმცა, უფრო ხშირად, ინფექცია ვითარდება პერინატალურად, ახალშობილის კონტაქტით საშვილოსნოს ყელის, ლორწოთი მდიდარ სეკრეტთან, ან პოსტნატალურად – ახალშობილის კონტაქტით დედის სეკრეტებთან (ნერწყვი, რძე და ა.შ.). კიდევ ერთი გადაცემის გავრცელებული გზა (ინფექციების 50%-ზე მეტი) არის კოცნა და სქესობრივი კავშირი. ასევე ხშირია გადაცემის იატროგენული გზები – ინფიცირება სისხლის გადასხმის გზით (ვირუსი არის ლეიკოციტებში) ან ორგანოთა გადანერგვით (მაგ. თირკმლები).
ვირუსი ორგანიზმში დიდხანს რჩება. ინფექცია არ ანიჭებს ადამიანს ძლიერ იმუნიტეტს, ვირუსი აგრძელებს ორგანიზმიდან გამოყოფას სპეციფიური ანტისხეულების არსებობის შემთხვევაშიც. ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითებისას (გახანგრძლივებული იმუნოსუპრესიული თერაპია, შიდსი), ლატენტური ინფექცია შეიძლება კლინიკურად გამოვლინდეს (ჰეპატიტი, პნევმონია, ენცეფალიტი), ზოგჯერ ლეტალური შედეგებით. გადამდები პერიოდი გრძელდება (წყვეტილად) თვეების, წლების ან მთელი ცხოვრების განმავლობაში.
პირველადი ინფექცია მოზრდილებში უმეტეს შემთხვევაში ასიმპტომურია; მისი გამოვლენისას კლინიკური სურათი მრავალფეროვანია: დაუზუსტებელი ეტიოლოგიის ფებრილური მდგომარეობა, ინფექციური მონონუკლეოზის სურათი უარყოფითი ჰეტეროფილური ანტისხეულებით, ჰეპატიტი სიყვითლით.
ორსულებში აღინიშნება ციტომეგალოვირუსული ინფექციისადმი მგრძნობელობის მომატება (6-ჯერ მეტად ზრდასრული მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით). ორსული ქალის პირველადი ინფექციის დროს, ნაყოფის ინფიცირების რისკი მაქსიმალურია (50%-მდე). ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში ინფექციის ვერტიკალურ გადაცემას შეიძლება ჰქონდეს, განსაკუთრებით სერიოზული შედეგები (ჰეპატიტი, სიყრუე, მიკროცეფალია). ლატენტური ინფექციის რეაქტივაციის შემთხვევაში (ორსულთა 0,7-0,9%) ნაყოფის ინფექციის რისკი ძალიან დაბალია ან არ არსებობს.
პოსტტრანსფუზიული სინდრომი ვლინდება სისხლის გადასხმის შემდეგ ცხელებით, ლიმფადენოპათიით, ჰეპატო-სპლენომეგალიით, გამონაყარით და იმუნოპათოლოგიური ცვლილებებით (რევმატოიდული ფაქტორი, ანტიბირთვული ანტისხეულები, ცივი აგლუტინინები, კრიოგლობულინები, დადებითი კუმბსის ტესტი). პაციენტებს აღენიშნებათ ციტომეგალოვირუსული ინფექციისთვის სპეციფიური ანტისხეულების ტიტრის ზრდა, რაც ადასტურებს ციტომეგალოვირუსულ დაავადებას.
IgM ანტისხეულები – ორგანიზმში პირველად ჩნდებიან (5-7 დღის შემდეგ) ციტომეგალოვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ან რეაქტივაციის (თითქმის ვირუსის გააქტიურებასთან ერთად) საპასუხოდ, შესაბამისად, ისინი პირველადი ინფექციის მწვავე სტადიის (როდესაც ჯერ არ არის წარმოქმნილი IgG ანტისხეულები) ან ქრონიკული რეაქტივაციის (IgG გამოვლენის ფონზე) იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევენ. IgM-ს არ გააჩნია მაღალი სპეციფიკა და, შესაბამისად, შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი (ჰერპესვირუსის ჯგუფის სხვა წარმომადგენლებთან ჯვარედინი რეაქციის გამო) შედეგი, განსაკუთრებით ორსულობის დროს. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული დადებითი შედეგის ინტერპრეტაციისას. ამ შემთხვევებში ყველაზე ოპტიმალურია IgG-ის დინამიკის განსაზღვრა (ოთხჯერადი ზრდა ადასტურებს პროცესის აქტივობას). პირველადი ინფექციის დროს სისხლში მისი გამოვლენის პერიოდის ხანგრძლივობა საშუალოდ 3 თვემდეა, რეაქტივაციისას – რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნიტეტსა და პროცესის აქტივობაზე. ახალშობილთა პერიოდში იმუნური სისტემის ფორმირების თავისებურებებმა შეიძლება განაპირობოს, ინფექციისას, ამ ანტისხეულების დეფიციტი, ამიტომ დაუშვებელია უარყოფითი შედეგის ცალსახად ინტერპრეტირება, როგორც ინფექციის არარსებობა: ამ შემთხვევებში, მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდებს (PCR) შეუძლიათ ვირუსის აღმოჩენა სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებში (ყველაზე ოპტიმალური შარდის ტესტია).
IgM წარმოაგდენს ინფექციური პროცესის მწვავე სტადიის მარკერს (პირველადი ინფექცია ან რეაქტივაცია).
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ვენური სისხლი
საეჭვო შედეგის მიღების შემთხვევაში აუცილებელია IgG-ის განსაზღვრა. ტესტის განმეორება რეკომენდებულია 2 კვირის შემდეგ (IgM-ის და IgG-ის განსაზღვრა)
დადებითი შედეგი:
უარყოფითი შედეგი:
https://www.synevo.ro/shop/citomegalovirus-anticorpi-igm/
https://spravochnik.synevo.ua/ru/torch-infekcii/cytomegalovirus.html
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია