Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ტრანსფერინის სატურაცია

ცნობილი როგორც:ტრანსფერინის სატურაცია
SKU: 1967

40.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ტრანსფერინი მიეკუთვნება ბეტა-გლობულინებს, ის სინთეზირდება ძირითადად ღვიძლის პარენქიმული უჯრედების მიერ, მცირე რაოდენობით – ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, საკვერცხეებში, სათესლე ჯირკვლებსა და T-ჰელპერ უჯრედებში. ტრანსფერინის სინთეზი დამოკიდებულია ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაზე, ორგანიზმში რკინის მარაგსა და რკინის საჭიროებაზე.

ტრანსფერინის მთავარი ფუნქციაა ნაწლავში აბსორბირებული რკინის ტრანსპორტირება მის დეპოებამდე (ღვიძლი, ელენთა), რეტიკულოციტებამდე და მათ წინამორბედებამდე ძვლის ტვინში.

ტრანსფერინს აქვს რკინის შემაკავშირებელი ორი უბანი, რომელთაგან თითოეული იკავშირებს რკინის იონს (Fe3+). ტრანსფერინს ასევე შეუძლია დაიკავშიროს სხვა ლითონის იონებიც (თუთია, კობალტი და ა.შ.).

ადამიანის ორგანიზმში ტრანსფერინის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 25-40% შეიცავს რკინას. ორგანიზმში რკინის დეფიციტის და სისხლის შრატში რკინის დონის დაქვეითებისას, ტრანსფერინის შემცველობა იზრდება. ამ მაჩვენებლების ცვლილება რკინადეფიციტური ანემიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია. მსგავსი ცვლილებები შეინიშნება ორსულობის დროს და ბავშვობაში, მაგრამ ისინი ნაკლებად გამოხატულია. ტრანსფერინის კონცენტრაციის  მატება ამ შემთხვევებში დაკავშირებულია მისი სინთეზის ზრდასთან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

სისხლის შრატში რკინის შემცველობასთან შედარებით, ტრანსფერინის დონე უფრო სტაბილური მაჩვენებელია და ნაკლებად არის დამოკიდებული სქესზე, ასაკზე და ყოველდღიურ ცვლილებებზე.

ელენთაში, ღვიძლსა და ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების დესტრუქციისას, ჰემისგან გამოთავისუფლებული რკინა ტრანსფერინის საშუალებით ტრანსპორტირდება ძვლის ტვინში; რკინის ნაწილი შედის ფერიტინისა და ჰემოსიდერინის შემადგენლობაში.

ტრანსფერინის ერთი მოლეკულა იკავშირებს რკინის ორ ატომს – Fe3+ იონებს, ხოლო 1 გრ ტრანსფერინი – დაახლოებით 1,25 მგ რკინას. დიაგნოსტიკაში გამოიყენება გამოთვლილი მნიშვნელობა – ტრანსფერინის გაჯერება (სატურაცია) რკინით, რაც გულისხმობს შრატში რკინის კონცენტრაციის თანაფარდობას ტრანსფერინის მიერ რკინის შეკავშირების მაქსიმალურ უნართან (პროცენტულად). ტრანსფერინის გაჯერების სტანდარტული მნიშვნელობებია – 20-55%. ტრანსფერინის რკინით გაჯერების დაქვეითება – რკინის კონცენტრაციის შემცირებისა და ტრანსფერინის კონცენტრაციის მატების შედეგად, მიუთითებს ანემიაზე რკინის ნაკლებობის გამო. ტრანსფერინის 20%-ზე დაბალი გაჯერება არის ძვლის ტვინის ერითროციტების წინამორბედებისთვის რკინის შემცირებული მიწოდების ნიშანი. პლაზმაში რკინით ტრანსფერინის გაჯერების მნიშვნელოვანი მატებისას, ჩნდება დაბალმოლეკულური რკინა, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ღვიძლში და პანკრეასში და შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ტრანსფერინის სატურაციაზე?

  • ანემიის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • რკინადეფიციტური ანემიის, თალასემიის, სიდერობლასტური ანემიის შეფასება;
  • რკინით გადატვირთვისა და ჰემოქრომატოზის დიაგნოზი.

ტესტი შეიძლება დაინიშნოს მაშინ, როდესაც ადამიანს განუვითარდება ანემიის ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:

  • ქრონიკული დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა;
  • სისუსტე;
  • თავის ტკივილი;
  • ფერმკრთალი კანი;

ტესტირება შეიძლება დაინიშნოს, როდესაც არსებობს ეჭვი რკინით გადატვირთვაზე. რკინით გადატვირთვის ნიშნები და სიმპტომები ინდივიდუალურია და დროთა განმავლობაში უარესდება, ისინი გამოწვეულია სისხლში და ქსოვილებში რკინის დაგროვებით. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • სახსრების ტკივილი;
  • დაღლილობა, სისუსტე;
  • წონაში კლება;
  • ენერგიის ნაკლებობა;
  • Მუცლის ტკივილი;
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • ორგანოების დაზიანება, როგორიცაა გული და/ან ღვიძლი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ტრანსფერინის სატურაცია იზრდება:

  • რკინადეფიციტური ანემია;
  • ჰემოლიზური ანემია;
  • თალასემია;
  • რკინის სიჭარბის სინდრომები, ჰემოქრომატოზი;
  • რკინის მიღება;

ტრანსფერინის სატურაცია მცირდება:

  • ანემია ქრონიკული დაავადებების და ინფექციების დროს (ზოგჯერ ტრანსფერინის დონე შეიძლება იყოს ნორმაში);
  • რკინადეფიციტური ანემია.

 

 

 

 

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/diagnostica-anemii/transferrin.html

https://www.synevo.ro/shop/coeficientul-de-saturatie-a-transferinei/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button