კორონავირუსის SARS-CoV-2 ანტიგენის სწრაფი ტესტი ნერწყვით & ბინაზე მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

40.50

ზოგადი ინფორმაცია

VivaDiagTM SARS-CoV-2 Ag სწრაფი ტესტი ნერწყვით წარმოადგენს ქრომატოგრაფიულ იმუნოანალიზს, რომელიც გამოიყენება SARS-CoV-2-ის ნუკლეოკაფსიდის პროტეინის ანტიგენის სწრაფი, ხარისხობრივი გამოვლენისთვის ადამიანის ნერწყვში.

VivaDiagTM SARS-CoV-2 Ag ნერწყვის სწრაფი ტესტის  მგრძნობელობა – 98,26%, სპეციფიურობა >99,99%,  კლინიკური სიზუსტე –  99,50%.

ანალიზისთვის საჭირო დრო – 15 წუთი.

 ტესტი განკუთვნილია:

  • კლინიკური ლაბორატორიებისთვის ადგილზე ტესტირებისთვის.
  • ტესტი არ არის განკუთვნილი სახლში ტესტირებისთვის.

მოცემული ფასი მოქმედებს მხოლოდ ბათუმსა და თბილისში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ორგანიზმში SARS-CoV-2 ვირუსის არსებობის დასადგენად.
  • მწვავე რესპირატორული ინფექციის/პნევმონიის სიმპტომების გამოვლენის პირველი დღიდან.
  • COVID-19-ის უსიმპტომო მიმდინარეობაზე ეჭვის შემთხვევაში COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ (კონტაქტიდან პირველიდან მე-14 დღემდე).
  • SARS-CoV-2 ვირუსზე მასობრივი ტესტირება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

არ მიიღოთ საკვები და სასმელი,  არ დაღეჭოთ საღეჭი რეზინი და არ მოწიოთ თამბაქო ტესტირებამდე მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში.

ტესტირებისთვის საჭიროა პაციენტის ნერწყვი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი: ჩნდება საკონტროლო ხაზი C და სატესტო ხაზი T.

უარყოფითი შედეგი: ჩნდება მხოლოდ საკონტროლო ხაზი C, სატესტო ხაზის (T) გარეშე.

გაურკვეველი (არასანდო) შედეგი: საკონტროლო ხაზი C არ ჩანს, რაც მიუთითებს, რომ ტესტი არასწორია, არ აქვს მნიშვნელობა სატესტო ხაზი T გამოჩნდება თუ არა.

დიაგნოსტიკური შეზღუდვები:

  • SARS-CoV-2 ანტიგენის ტესტის შედეგები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ერთადერთი საფუძველი SARS-CoV-2 ინფექციის დიაგნოსტის, გამორიცხვის ან ინფექციის სტატუსის შეფასებისათვის.
  • უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს SARS-CoV-2 ინფექციას, განსაკუთრებით იმ პაციენტების შემთხვევაში, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ვირუსით ინფიცირებულ პირთან. ასეთ პაციენტებში მიზანშეწონილია დამატებითი მოლეუკულური დიაგნოსტიკა და/ან CT კვლევა ინფექციის გამორიცხვის მიზნით.
  • დადებითი შედეგები შეიძლება გამოწვეული იყოს არსებული ინფექციით. ამ შემთხვევაში სასურველია დამატებითი მოლეკულური დიაგნოსტიკა და/ან CT კვლევა ტესტის შედეგის დასადასტურებლად.

 

ტესტირება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, “სინევოს” სამუშაო საათების გათვალისწინებით,შემდეგ ლაბორატორიულ ცენტრებში:

მისამართები შეგიძლიათ იხილოთ Googlemap-ის აქტიურ ბმულზე

1.თბილისი, საბურთალო, იონა ვაკელის ქ. N25ა (რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან)
2.თბილისი, საბურთალო, ვ. დოლიძის ქ. N46
3.თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ათონელის ქუჩა, კორპუსი N12 (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი)
4.თბილისი, ისანი-სამგორი, წინანდლის N9
5.თბილისი, ისანი-სამგორი, ქეთევან წამებულის გამზ.N47 (300 არაგველის მეტროს მოპირდაპირედ)
6.თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქ. N52 (მეტრო ახმეტელის მიმდებარედ)
7.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას II ჩიხი N 1
8.თბილისი, ვარკეთილი, წულუკიძის ქ. N11 (ვარკეთილი ვაზისუბნის გადასახვევი)
9.თბილისი, ისანი-სამგორი, ჭიჭინაძის ქ. N10 (აფრიკის დასახლება)
10.თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ცოტნე დადიანი ქ. მე-II მკრ. მე -II კორპუსი
11.თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, მარჯანიშვილის ქუჩა #31
12.თბილისი, ვაკის რაიონი, ფალიაშვილის ქუჩა N27/29
13.თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, თამარ მეფის გამზ./გ.ჩუბინაშვილის ქ. N29/81
14.თბილისი, მუხიანი,მუხიანის მე-2 მიკრო რაიონი 22-ე კორპუსი
15.თბილისი, თემქა, ზღვის უბანი, მე-10 კვარტალი, 28-ე კორპუსი
16.თბილისი, დიდი დიღომი, ი. პეტრიწის ქუჩა, კორპუსი N1317.რუსთავი: გ.ლეონიძის და ვ. მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთა
18.რუსთავი: მეგობრობის მაგზ. N8

19.ქუთაისი: ი.აბაშიძის ქ. N14
20.ქუთაისი: გელათის ქ. N2

21.ბათუმი: გრიბოედოვის ქ N5
22.ბათუმი: ბაგრატიონის ქ. N198ა.

23.ბათუმი: რუსთაველის ქ. N41

24.ქობულეთი: თავისუფლების ქ. N5

25.მარნეული: 26 მაისის ქ. N80

26.თელავი: ერეკლე მეფის ქ. N5

27.ზუგდიდი: კოსტავას ქ. N11ა

28.ზესტაფონი: აღმაშენებლის ქ. N85

29.გორი: ჭავჭავაძის ქ. N52

30.ხაშური: რუსთაველის ქ. N60

31.სართიჭალა: ნომერი პირველი ქ. N41

32.ყაზბეგი:  დაბა სტეფანწმინდა (ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მოპირდაპირედ)

33.ბორჯომი: მესხეთის ქ.№3

34. ახალციხე: ნათენაძის ქ. N1

35.სამტრედია:ჭავჭავაძისა და ჯავახიშვილის კვეთა

36. ახალი გუდაური, რედკო ბლოკი #4

 

4.1/5 (8 Reviews)
Call Now Button