კორონავირუსის (SARS-Cov-2) სპაიკ (S) ცილა | ანტისხეულები & ბინაზე მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

24 Hour

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

64.80

არ არის მარაგში

SARS-Cov-2   სპაიკის (S) ცილის  საწინააღმდეგო გამაანეიტრალებელი ანტისხეულების ტესტის  ჩატარება შესაძლებელია ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების ტიტრის მონიტორინგისთვის ან/და  „კოვიდ-19“ ინფექციის შემდეგ იმუნური სტატუსის შესაფასებლად.

მოცემული ფასი მოქმედებს მხოლოდ ბათუმსა და თბილისში.

ზოგადი ინფორმაცია

„კოვიდ-19“ ინფექციის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირებისას ვითარდება ორგანიზმის კომპლექსური იმუნური პასუხი, რომელიც გულისხმობს სპეციფიური ანტისხეულების გამომუშავებას ვირუსული ანტიგენების – ე.წ „სპაიკ“(S) და ნუკლეოკაფსიდური (N) ცილების მიმართ.

ჰუმორული იმუნური რეაქციის შესწავლამ, რომელიც ჩატარდა ვირუსლოგიურად დადასტურებულ SARS-CoV-2 ინფექციის მქონე 285 პაციენტთა ჯგუფში, აჩვენა, რომ სიმპტომების გამოვლინებიდან 19 დღის განმავლობაში, ყველა პაციენტს ქონდა დადებითი ტესტი IgG ანტისხეულების მიმართ. აგრეთვე, IgM ან IgG სეროკონვერსია მიმდინარეობდა ერთდროულად ან თანმიმდევრულად და სეროკონვერსიის შემდგომ, ანტისხეულების ტიტრმა მიაღწია პლატოს 6 დღის განმავლობაში. (იმუნოლოგიაში სეროკონვერსია არის სისხლის შრატში სპეციფიური ანტისხეულების წარმოქმნა ინფექციის ან იმუნიზაციის შედეგად).

საინტერესოა, რომ „კოვიდ-19“ ინფექციით დაავადებული პაციენტების 164 კონტაქტის დამატებითი სეროლოგიური გამოკვლევის შედეგად იდენტიფიცირდა ადამიანთა მცირე ჯგუფი (4.3%) უარყოფითი PCR (პჯრ) შედეგებით, რომელთაც გამოუვლინდათ ვირუს-სპეციფიური IgG ან IgM ანტისხეულები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მოცემული ტესტი შეიძლება სასარგებლო იყოს ინფექციის ასიმპტომური კონტაქტების მონიტორინგისთვის.

სხვა კვლევამ ( Sun et al.), შეისწავლა ანტი-(N) ნუკლეოკაფსიდური და ანტი- (S) ცილოვანი სპეციფიური IgM და IgG ანტისხეულების კინეტიკა. გაანალიზდა „კოვიდ-19“ დაავადებული 38 პაციენტის 130 ნიმუში, რამაც აჩვენა, რომ N-IgM, N-IgG, S-IgM და S-IgG ანტისხეულების სეროკონვერსია მიმდინარეობდა თანდათანობით, სიმპტომების გამოვლენიდან 1–3 კვირის განმავლობაში.

N-IgM და S-IgM ანტისხეულებმა პიკს მიაღწია მეორე კვირაზე, ხოლო N-IgG და S-IgG ანტისხეულები მესამე კვირაზეც განაგრძობდნენ ზრდას. N-IgM, N-IgG, S-IgM და S-IgG ანტისხეულების საერთო გამოვლენა აფიქსირებს ინფექციების 75%-ს პირველ კვირაში, 94,7%-ს – მეორე კვირაში და 100%-ს – სიმპტომების გამოვლენიდან მესამე კვირაში.

რაც შეეხება ვაქცინებს, რომლებიც ხელმისაწვდომია 2020 წლის ბოლოდან, სრულად აკოდირებენ „სპაიკ“ (S) ცილას. შესაბამისად, ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილ ანტისხეულებს აქვთ ძლიერი განეიტრალების უნარი, რომელიც მიმართულია „სპაიკ“ (spike) ცილის შემაკავშირებელი დომენის, ე.წ. RBD-ს წინააღმდეგ.

ტესტის უპირატესობები:

  • მოცემული ტესტი განსაზღვრავს ანტისხეულების საერთო რაოდენობას (IgG ანტისხეულების ჩათვლით), რომლებიც წარმოიქმნება პაციენტის სისხლის შრატში ვირუსული ანტიგენის – „სპაიკ“ (Spike) ცილის (S1 სუბერთეულის) RBD (რეცეპტორების შემაკავშირებელი დომენის) უბნის მიმართ.
  • მეთოდი: ელექტროქემილუმინესცენცია (ECLIA), სრულად ავტომატური დახურული სისტემა. ანალიზატორი Cobas e 411; მწარმოებელი: Roche (გერმანია).
  • მაღალი სპეციფიურობა (100%) და მგრძნობელობა (98.8%).
  • ჰუმორული იმუნური პასუხის რაოდენობრივი შეფასება გვაძლევს საშუალებას სპეციფიური ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრით მოვახდინოთ პაციენტთა იმუნური რეაქციების დინამიკის მონიტორინგი. 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ვაქცინაციის შემდეგ იმუნური პასუხის შეფასება;
  • იმუნური პასუხის შეფასება (SARS-CoV-2) „კოვიდ-19“ ინფექციის შემდეგ.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

სპეციალური მომზადება საჭირო არ არის

ტესტისთვის საჭიროა ვენური სისხლის ნიმუში.

დაიცავით ეპიდუსაფრთხოების წესები!

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • <0.8U/mL – ნეგატიური (უარყოფითი).
  • ≥ 0.80 U/mL – პოზიტიური (დადებითი).
  • დადებითი შედეგი მიუთითებს ახლად ან წინათ გადატანილ SARS-CoV-2 ინფექციაზე და/ან ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ იმუნურ პასუხზე.
  • უარყოფითი შედეგი მიუთითებს SARS-CoV-2 ვირუსთან კონტაქტის არარსებობაზე. ასევე, უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს SARS-CoV-2 ინფექციის არ არსებობას, თუ ტესტის ჩატარება მოხდა ანტისხეულების გამომუშავებამდე ან ვაქცინაციისთანავე, აგრეთვე დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.
3.1/5 (15 Reviews)
Call Now Button