General Check up profile & SARS-Cov-2 (S) protein AB / ზოგადი გამოკვლევების პროფილი & SARS –Cov-2 ანტისხეულები სპაიკ (S) ცილის მიმართ

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

110.00

ზოგადი ინფორმაცია:

პროფილაქტიკური გამოკვლევის პროფილი არის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი და უნიკალური გამოკვლევა, რომელიც ემსახურება დიაგნოსტირებას ავადმყოფობის ნიშნების კლინიკურად გამოვლენამდე.
„Check Up“ საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ავადმყოფობა საწყის ეტაპზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საშიში დაავადებების განვითარების რისკს.
„სინევოს“ პროფილაქტიკური კვლევის პროფილში (General Check Up Profile) შედის 10 პარამეტრი :

  • სისხლის საერთო ანალიზი + ედსი
  • შარდმჟავა
  • კრეატინინი
  • ტრიგლიცერიდები
  • გლუკოზა
  • საერთო ბილირუბინი
  • საერთო ქოლესტერინი
  • ალანინამინოტრანსფერაზა
  • ასპარტატამინოტრანსფერაზა
  • თირეოტროპული ჰორმონი

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

მოწოდებულია 6 თვეში ერთხელ ჯანმრთელობის მდგომაროების შემოწმება. შესაბამისად, პროფილი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის,მიუხედავად ასაკისა, ვისაც სურს მუდმივად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა და თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისიხლი. ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ.
(საკვების ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათისა).
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი,სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

SARS-Cov-2   სპაიკის (S) ცილის  საწინააღმდეგო გამაანეიტრალებელი ანტისხეულების ტესტის  ჩატარება შესაძლებელია ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების ტიტრის მონიტორინგისთვის ან/და  „კოვიდ-19“ ინფექციის შემდეგ იმუნური სტატუსის შესაფასებლად.

ზოგადი ინფორმაცია:

„კოვიდ-19“ ინფექციის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირებისას ვითარდება ორგანიზმის კომპლექსური იმუნური პასუხი, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავებას ვირუსული ანტიგენების-ე.წ „სპაიკ“(S) და ნუკლეოკაფსიდური (N) ცილების მიმართ.

ჰუმორული იმუნური რეაქციის შესწავლამ, რომელიც ჩატარდა ვირუსლოგიურად დადასტურებულ SARS-CoV-2 ინფექციის მქონე 285 პაციენტთა ჯგუფში, აჩვენა, რომ სიმპტომების გამოვლინებიდან 19 დღის განმავლობაში, ყველა პაციენტს ქონდა დადებითი ტესტი IgG ანტისხეულების მიმართ. აგრეთვე , IgM ან IgG სეროკონვერსია მიმდინარეობდა ერთდროულად ან თანმიმდევრულად და სეროკონვერსიის შემდგომ, ანტისხეულების ტიტრმა მიაღწია პლატოს 6 დღის განმავლობაში. (იმუნოლოგიაში სეროკონვერსია არის სისხლის შრატში სპეციფიური ანტისხეულების განვითარება ინფექციის ან იმუნიზაციის შედეგად).

საინტერესოა, რომ „კოვიდ-19“ ინფექციით დაავადებული პაციენტების 164 კონტაქტის დამატებითი სეროლოგიური გამოკვლევის შედეგად იდენტიფიცირდა ადამიანთა მცირე ჯგუფი (4.3%) უარყოფითი PCR(პჯრ) შედეგებით, რომლეთაც გამოუვლინდათ ვირუს-სპეციფიური IgG ან IgM ანტისხეულები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მოცემული ტესტი შეიძლება სასარგებლო იყოს ინფექციის ასიმპტომური კონტაქტების მონიტორინგისთვის.

სხვა კვლევამ ( Sun et al.) , შეისწავლა ანტი-(N) ნუკლეოკაფსიდური და ანტი- (S) ცილოვანი სპეციფიური IgM და IgG ანტისხეულების კინეტიკა. გაანალიზდა „კოვიდ-19“ დაავადებული 38 პაციენტის 130 ნიმუში, რამაც აჩვენა, რომ N-IgM, N-IgG, S-IgM და S-IgG ანტისხეულების სეროკონვერსია მიმდინარეობდა თანდათანობით, სიმპტომების გამოვლენიდან 1–3 კვირის განმავლობაში.

N-IgM და S-IgM ანტისხეულებმა პიკს მიაღწია მეორე კვირაზე, ხოლო N-IgG და S-IgG ანტისხეულები მესამე კვირაზეც განაგრძობდნენ ზრდას. N-IgM, N-IgG, S-IgM და S-IgG ანტისხეულების საერთო გამოვლენა აფიქსირებს ინფექციების 75% -ს პირველ კვირაში, 94,7%-ს მეორე კვირაში და 100%-ს სიმპტომების გამოვლენიდან მესამე კვირაში.

რაც შეეხება ვაქცინებს, რომლებიც ხელმისაწვდომია 2020 წლის ბოლოდან, სრულად აკოდირებენ „სპაიკ“ (S) ცილას. შესაბამისად, ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილ ანტისხეულებს აქვთ ძლიერი განეიტრალების უნარი,რომელიც მიმართულია „სპაიკ“ (spike) ცილის შემაკავშირებელი დომენის, ე.წ. RBD-ს წინააღმდეგ.

“კორონავირუსის SARS –Cov-2 ანტისხეულები სპაიკ (S) ცილის მიმართ (რაოდენობრივი)” ტესტის უპირატესობა:

• მოცემული ტესტი ,რომელსაც გთავაზობთ „სინევოს“ ლაბორატორია, განსაზღვრავს ანტისხეულების საერთო რაოდენობას (IgG ანტისხეულების ჩათვლით),რომლებიც წარმოიქმნება პაციენტის სისხლის შრატში ვირუსული ანტიგენის – „სპაიკ“ (Spike) ცილის (S1 სუბერთეულის) RBD (რეცეპტორების შემაკავშირებელი დომენის) უბნის მიმართ.
• მეთოდი: ელექტროქემილუმინესცენცია (ECLIA), სრულად ავტომატური დახურული სისტემა. ანალიზატორი Cobas e 411; მწარმოებელი: Roche (გერმანია).
• მაღალი სპეციფიურობა (100%) და მგრძნობელობა (98.8%).
• ჰუმორული იმუნური პასუხის რაოდენობრივი შეფასება გვაძლევს საშუალებას სპეციფიკური ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრით მოვახდინოთ პაციენტთა იმუნური რეაქციების დინამიკის მონიტორინგი. 

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

• ვაქცინაციის შემდეგ იმუნური პასუხის შეფასება;
• იმუნური პასუხის შეფასება (SARS-CoV-2) „კოვიდ-19“ ინფექციის შემდეგ.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

• სპეციალური მომზადება საჭირო არ არის
• საჭიროა ვენური სისხლის ნიმუში.
• დაიცავით ეპიდუსაფრთხოების წესები

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

• <0.8U/mL – ნეგატიური (უარყოფითი).
• ≥ 0.80 U/mL – პოზიტიური (დადებითი).
• დადებითი შედეგი მიუთითებს ახლად ან წინათ გადატანილ SARS-CoV-2 ინფექციაზე და/ან ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ იმუნურ პასუხზე.
• უარყოფითი შედეგი მიუთითებს SARS-CoV-2 ვირუსთან კონტაქტის არარსებობაზე. ასევე, უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს SARS-CoV-2 ინფექციის არ არსებობას, თუ ტესტის ჩატარება მოხდა ანტისხეულების გამომუშავებამდე ან ვაქცინაციისთანავე, აგრეთვე დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU