TORCH - ინფექციების პროფილი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

235.00

TORCH-ინფექციების პროფილი მოიცავს შემდეგი ანტისხეულების განსაზღვრას:

TORCH სინდრომი შეიძლება ჟღერდეს როგორც ერთი ავადმყოფობა, მაგრამ სინამდვილეში ის წარმოადგენს ინფექციურ დაავადებათა ჯგუფს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ პრობლემები (ზოგიერთი სერიოზული პრობლემა) – ორსულობისას.

ინფექციური დაავადებები:

T – ტოქსოპლაზმოზი

O – სხვა აგენტები (მათ შორის აივ, სიფილისი, ვარიცელა და მეხუთე დაავადება)

R – წითურა (rubella)

C – ციტომეგალოვირუსი

H – მარტივი ჰერპეს ვირუსი

თუ თქვენ დაგემართათ TORCH-ის ერთ-ერთი ინფექცია ორსულობის დროს და ის თქვენი სისხლით გადაეცემა თქვენს ნაყოფს, მასაც შეუძლია მიიღოს აღნიშნული ინფექცია და რადგან ის ჯერ კიდევ თქვენს საშვილოსნოში ვითარდება, მისი იმუნური სისტემა, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ინფექციასთან ბრძოლას.

თუ დაავადება დარჩება ნაყოფის ორგანიზმში, მისი ორგანოები შეიძლება სწორად ვერ განვითარდეს. რამდენად შეიძლება დაავადდეს თქვენი ნაყოფი, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის რა მდგომარეობაშია და რამდენად განვითარებულია ის. ინფექციამ შეიძლება წარმოშვას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა – სიყვითლიდან (კანის ან თვალების მოყვითალო ფერი) და სმენის პრობლემებიდან დაწყებული აბორტითა და მკვდრადშობადობით დამთავრებული.

ზოგადი ინფორმაცია

ტოქსოპლაზმოზი

ტოქსოპლაზმოზი არის პარაზიტული დაავადება (პარაზიტოზი), რომელიც გამოწვეულია უჯრედშიდა ერთუჯრედიანი პარაზიტით, Toxoplasma gondii-ით. პარაზიტის სასიცოცხლო ციკლში ადამიანი შუალედური მასპინძელია და კატების ოჯახის წარმომადგენლები წარმოადგენენ საბოლოო მასპინძელს. ადამიანი ინფიცირდება უმი ან არასაკმარისად მოხარშული ხორცის ჭამით, რომელიც შეიცავს პარაზიტის ცისტებს ან წყლითა და საკვებით, რომელშიც ოოცისტები გვხვდება. მნიშვნელოვანია ვერტიკალური გადაცემა (ნაყოფის ტრანსპლაცენტური გადაცემა) დედისგან, რომელსაც ეს დაავადება ორსულობისას განუვითარდა.

პარაზიტი აზიანებს ძირითადად ნერვულ სისტემას, თვალებს, ჩონჩხის კუნთებს და გულს.

ტოქსოპლაზმოზისთვის დამახასიათებელი, სპეციფიური სიმპტომი არ არსებობს. იმუნოკომპეტენტურ ადამიანებში ის ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან არასპეციფიური სიმპტომებით – დაღლილობა, ცხელება და გადიდებული ლიმფური კვანძები (ყველაზე ხშირად კისრის ლიმფური კვანძები).

ორსულთა უმეტესობაში მწვავე ტოქსოპლაზმოზი ასიმპტომურია. ნაყოფის დაზიანება ხდება ტრანსპლაცენტური გადაცემის დროს დედისგან, რომელიც ორსულობის დროს დაინფიცირდა. ტოქსოპლაზმოზი ორსულობის პირველ ტრიმესტრში ასოცირდება ნაადრევი მშობიარობისა და სპონტანური აბორტის გაზრდილ რისკთან.

ტოქსოპლაზმოზის ზემოქმედების შემთხვევაში ნაყოფში შეიძლება განვითარდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა:

  • ქორიორეტინიტი – თვალის ნაწილების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე;
  • დიფუზური ინტრაკრანიალური კალციფიკაციები (ტვინის დაზიანება);
  • ჰიდროცეფალია (თავის უფრო დიდი გარშემოწერილობა, თავის ქალაში სითხის მოცულობის მომატება);
  • კუნთების გამოყენების უნარის შეზღუდვა (მოტორული ფუნქციების დაქვეითება);
  • კრუნჩხვები.

წითურა

წითურა არის გადამდები დაავადება, რომელიც გამოწვეულია ვირუსით. წითურას სიმპტომებია დაბალი ცხელება, ყელის ტკივილი და გამონაყარი. თუ პირველ ტრიმესტრში მყოფ ორსულს წითურა დაემართა, სავარაუდოა, რომ ინფექცია გადაეცემა ნაყოფსაც. ეს კი შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული გართულებების მიზეზი, როგორიცაა სპონტანური აბორტი ან ბავშვის განვითარების თანდაყოლილი დეფექტები.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი არის პერიოდი, როდესაც წითურას შეუძლია გამოიწვიოს ყველაზე მეტი პრობლემა ნაყოფის განვითარების მხრივ. ამიტომ მნიშვნელოვანია სავარაუდო ინფექციის არსებობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდოს ექიმს.

თანდაყოლილი წითურას სინდრომის განკურნება შეუძლებელია, ამიტომ მთავარია პრევენცია და დროული იმუნიზაცია!

ციტომეგალოვირუსი (CMV)

ციტომეგალოვირუსი არის ჰერპეს ვირუსების ჯგუფში შემავალი ინფექცია. CMV-ს განკურნება არ არსებობს, მაგრამ ის თავისთავად უმჯობესდება ძალიან სწრაფად და არ იწვევს სერიოზულ პრობლემებს – თუ ორსულად არ ხართ.

თუ ორსული არის ინფექციის მატარებელი, შესაძლოა ინფექცია გადაეცეს ნაყოფსაც.

CMV არის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია, რომელიც გადაეცემა ტრანსპლაცენტარულად.

ციტომეგალოვირუსის გართულებები ბავშვებში:

  • სმენის და მხედველობის დაკარგვა;
  • სიყვითლე;
  • დაბადებისას მცირე მასა;
  • ფილტვების პრობლემები;
  • კრუნჩხვები;
  • კუნთების სისუსტე;
  • გონებრივი შეზღუდვები.

მარტივი ჰერპეს ვირუსი

მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV) უძველესი და ყველგან გავრცელებული ვირუსია, რომელიც ადამიანებში იწვევს მწვავე და მორეციდივე ინფექციებს. გადაცემა ხდება ინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტით. ვირუსი ხვდება ლორწოვან გარსებში (თვალის, პირის ღრუს და სასქესო ორგანოების) და ადგილობრივად მრავლდება. ინფექციის კლინიკური მიმდინარეობა ცვალებადია და სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება იყოს მინიმალური და შეუმჩნეველი. ძირითადად ვითარდება გამონაყარი, კანის დაზიანება, სასქესო ტრაქტის დაზიანება და ახალშობილთა ჰერპესი.

ჰერპესის ორი სახეობა არსებობს: HSV-1, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ბუშტუკები პირის ღრუში, მაგრამ ასევე შეიძლება გადავიდეს სასქესო ორგანოებში. HSV-2 ინფექცია არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელიც იწვევს გენიტალურ ჰერპესს და შეიძლება გამოიწვიოს ბუშტუკები ან ღია წყლულები სასქესო ორგანოებზე ან ანუსზე. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პირის ღრუს ჰერპესი.

ჰერპესი ბავშვს შეიძლება გადაეცეს რამდენიმე გზით:

  • ინტრაუტერინულად (იშვიათად);
  • ორსულთა გენიტალური დაავადება მშობიარობის დროს (ჩვილების ინფიცირების ყველაზე გავრცელებული გზა);
  • ახალშობილობისას;

ორსულ ქალებში მარტივი გენიტალური ჰერპესი არის საკეისრო კვეთის ჩვენება.

მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, ვირუსით ნაყოფის ინტრაუტერიული ინფექცია ზრდის ნაყოფის სიკვდილის რისკს, შეიძლება აღინიშნოს ნაადრევი მშობიარობა, მიკროცეფალია ან ჰიდროცეფალია, ცენტრალური ნერვული სისტემისა და თვალის დეფექტები. ასევე შეინიშნება ვეზიკულური გამონაყარი.

პერინატალური და პოსტნატალური გადაცემა იწვევს კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარის განვითარებას, რომელიც გავლენას ახდენს თვალებზე, პირის ღრუს ლორწოვანზე, ოროფარინგეალური ლორწოვან გარსზე. შესაძლოა განვითარდეს მენინგოენცეფალიტი ცხელებით, კრუნჩხვები, ნევროლოგიური დარღვევები. ასევე დაფიქსირდა ახალშობილებში ჰერპესის ვირუსებით გამოწვეული სეფსისის შემთხვევები.

პროფილი ემსახურება TORCH-ინფექციების პრევენციასა და დიაგნოსტიკას, მათი საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრით.

ბავშვისთვის ყველაზე დიდი რისკია, თუ ჰერპესის პირველი აფეთქება აღინიშნება ორსულობის დროს. ამ შემთხვევაში ორსულს აქვს ნაკლები ანტისხეული ვირუსთან საბრძოლველად და ვირუსი პერსისტირებს უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV)

ბავშვთა უმრავლესობას, რომლებიც აივ (HIV) ინფიცირებულები არიან, ინფექცია ორსულობის დროს დედებისგან გადაეცათ. თუ ორსული არის აივ-დადებითი, ტესტებმა შეიძლება არ აჩვენოს, რომ ბავშვს აქვს ინფექცია დაბადებისას, მაგრამ ის შეიძლება გამოჩნდეს მოგვიანებით, 6 თვის შემდეგაც კი. ბავშვებს შეიძლება აღენიშნოთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაგვიანებული ზრდა, პნევმონია ან გადიდებული ლიმფური კვანძები და მუცელი.

თუ თქვენ გაქვთ აივ და ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ანტირეტროვირუსული მედიკამენტები დაგეხმარებათ შეამციროთ ვირუსის თქვენს შვილზე გადაცემის შანსი.

სიფილისი

ორსული ქალები სიფილისის – სქესობრივი გზით გადამდები დაავადების (სგგდ) – პირველ ან მეორე სტადიაზე ჩვილებს ინფექციას გადასცემენ არანამკურნალევ შემთხვევათა 75%-ში.

სიფილისი გამოწვეულია ბაქტერიით (Treponema pallidum) და შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას ბავშვის განვითარებას. ბევრი ბავშვი, რომელიც ინფექციას დაბადებამდე იღებს, ვერ გადარჩება (თითქმის ნახევარი) ან დაბადებიდან მალევე იღუპება.

სიფილისით დაბადებულ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ არასწორი ძვლები, ანემია, მენინგიტი, კანის გამონაყარი და ნერვული პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე და სიყრუე.

თუ ორსულად ხართ, უნდა გაიაროთ ტესტი სიფილისზე. თუ ტესტი დადებითია, ინფექცია ექვემდებარება ანტიბიოტიკებით მკურნალობას.

პროფილი ემსახურება TORCH-ინფექციების პრევენციასა და დიაგნოსტიკას, მათი საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრით.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

TORCH პანელი არის სკრინინგ ტესტი, რომელიც აღმოაჩენს ანტისხეულებს, რომლებიც მიმართულია აღწერილი პათოგენების წინააღმდეგ. უმჯობესია ტესტის გაკეთება ჩასახვამდე.

გამოვლენილი ანტისხეულების კლასიდან გამომდინარე, შეიძლება შეფასდეს ინფექციის სტადია, იმუნიტეტის არსებობა ან არარსებობა. TORCH პროფილური კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია ასევე ორსულ ქალებში, რომლებსაც აქვთ TORCH ინფექციაზე ეჭვი (მაგ. კანზე გამონაყარი და სხვა სიმპტომები, როგორიცაა ციტომეგალოვირუსის ან ტოქსოპლაზმოზის შესაძლო გრიპის მსგავსი სიმპტომები) და TORCH სინდრომის ნიშნების მქონე ახალშობილებში.

აქტიური ინფექციის დადასტურებას შეიძლება დასჭირდეს უფრო სპეციფიკური დამატებითი ტესტები.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებით სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც, სიმპტომების გათვალისწინებით, სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

 

 

რესურსები

https://www.webmd.com/children/what-is-torch-syndrome

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button