ტოქსოპლაზმა | ას IgM | ლაბორატორიული კვლევა

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

45.00

ტოქსოპლაზმოზი არის პარაზიტული დაავადება (პარაზიტოზი), რომელიც გამოწვეულია უჯრედშიდა ერთუჯრედიანი პარაზიტით, Toxoplasma gondiiით. პარაზიტის სასიცოცხლო ციკლში ადამიანი შუალედური მასპინძელია და კატების ოჯახის წარმომადგენლები წარმოადგენენ საბოლოო მასპინძელს. სიცოცხლის ციკლი მოიცავს სხვადასხვა ფორმებს: ტროფოზოიტი – ინვაზიური ფორმა (მწვავე გამოვლინება); ცისტა – პასუხისმგებელია მუდმივ და ლატენტურ ინფექციაზე; ოოცისტა – გვხვდება მხოლოდ კატებში და აქვს მნშვნელოვანი როლი პარაზიტის გადაცემის პროცესში. ბოლო მასპინძლებში პარაზიტი მრავლდება და გამოიყოფა (ოოცისტების სახით) განავლით მწვავე მიმდინარეობის დროს.

კატა დაავადების მთავარი რეზერვუარია. პარაზიტი ყველგან არის გავრცელებული. ის გვხვდება დაავადებული ცხოველების (კატების) განავლით დაბინძურებულ ნიადაგში. ადამიანი ინფიცირდება უმი ან არასაკმარისად მოხარშული ხორცის ჭამით, რომელიც შეიცავს პარაზიტის ცისტებს ან წყლითა და საკვებით, რომელშიც ოოცისტები გვხვდება. მნიშვნელოვანია ვერტიკალური გადაცემა (ნაყოფის ტრანსპლაცენტური გადაცემა) დედისგან, რომელსაც ეს დაავადება ორსულობისას განუვითარდა.

ინფექცია ვითარდება მაშინ, როდესაც პარაზიტული ფორმები პირველად ხვდებიან საჭმლის მომნელებელ სისტემაში, სადაც ისინი მრავლდებიან ნაწლავის უჯრედებში. ისინი ლიმფურ კვანძებში აღწევენ ლიმფური სისტემით, საიდანაც შედიან სისხლში და აღწევენ შორეულ ორგანოებს. პარაზიტი აზიანებს ძირითადად ნერვულ სისტემას, თვალებს, ჩონჩხის კუნთებს და გულს. ცისტები შეიძლება ჩამოყალიბდეს ამ ორგანოებში – ლატენტური და ქრონიკული ინფექციის დროს. იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია დაავადების პროგრესირებისთვის.

ტოქსოპლაზმოზისთვის დამახასიათებელი, სპეციფიური სიმპტომი არ არსებობს. იმუნოკომპეტენტურ ადამიანებში ის ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან არასპეციფიური სიმპტომებით – დაღლილობა, ცხელება და გადიდებული ლიმფური კვანძები (ყველაზე ხშირად კისრის ლიმფური კვანძები).

კიბოს, აივ ინფექციის და იმუნოსუპრესანტებით ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობით დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში პარაზიტმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ზიანი. აქტიურმა ტოქსოპლაზმოზმა შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალიტი, მიოკარდიტი, პნევმონია, ქორიორეტინიტი ან გავრცელებული ინფექცია. დათრგუნული იმუნური სისტემა ხელს უწყობს ლატენტური ტოქსოპლაზმოზის გააქტიურებას.

ორსულთა უმეტესობაში მწვავე ტოქსოპლაზმოზი ასიმპტომურია. ნაყოფის დაზიანება ხდება ტრანსპლაცენტური გადაცემის დროს დედისგან, რომელიც ორსულობის დროს დაინფიცირდა. ტოქსოპლაზმოზი ორსულობის პირველ ტრიმესტრში ასოცირდება ნაადრევი მშობიარობისა და სპონტანური აბორტის გაზრდილ რისკთან. ნაყოფში აღინიშნება ქორიორეტინიტი (თვალების დაზიანება), დიფუზური ინტრაკრანიალური (ინტრაკრანიალური) კალციფიკაციები, ჰიდროცეფალია (თავის უფრო დიდი გარშემოწერილობა, თავის ქალაში სითხის მოცულობის მომატება).

ტოქსოპლაზმოზი მეორე ან მესამე ტრიმესტრში ვლინდება სუბკლინიკური ან მსუბუქი ფორმით. ტოქსოპლაზმოზი ჩართულია TORCH სინდრომში.

აღწერილია ტოქსოპლაზმოზის 5 ფორმა:

  • შეძენილი ტოქსოპლაზმოზი იმუნოკომპეტენტური მდგომარეობისას;
  • შეძენილი ან რეაქტივირებული ტოქსოპლაზმოზი იმუნოსუპრესიისას;
  • თვალის ფორმა – ვლინდება მწვავე ქორიორეტინიტის სახით, რომელიც ხასიათდება მძიმე ანთებითა და ნეკროზით;
  • ტოქსოპლაზმოზი ორსულ ქალებში;
  • თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი;

ტოქსოპლაზმოზის დიაგნოსტიკისთვის ტარდება ვიზუალიზაციის ტესტები, სეროლოგიური ტესტები და ტესტები პარაზიტის დნმ-ის გამოსავლენად მოლეკულური ბიოლოგიური მეთოდებით.

სეროლოგიური ტესტები ეძებს სპეციფიურ ანტისხეულებს გამომწვევის წინააღმდეგ. სეროლოგიური ტესტები ეფუძნება IgM და IgG ანტისხეულების გამოვლენას.

ინფექციის მწვავე პერიოდში, პირველ კვირაში, IgM ანტისხეულები ჩნდება და პიკს აღწევს დაახლოებით 30 დღეში, შემდეგ თანდათან მცირდება 3-6 თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება მისი პერსისტირება გაგრძელდეს დაბალი ტიტრით დაახლოებით ორი წლის განმავლობაში. IgM ანტისხეულების დემონსტრირება სასარგებლოა ბოლოდროინდელი ინფექციის დიაგნოსტიკაში.

ზოგიერთ პაციენტში, IgM ანტისხეულები შეიძლება გაქრეს დაავადების დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში. ამიტომ, IgM-ის გამოვლენა არ შეიძლება იყოს საიმედო კრიტერიუმი მწვავე პირველადი ინფექციის ან ინფექციური პროცესის რეაქტივაციის დიაგნოსტიკისათვის. პირველადი ინფექციის დიაგნოზი შეიძლება დაისვას IgM ანტისხეულების არსებობისას, დაბალი ხარისხის IgG-ის არსებობის და დინამიკაში IgG ანტისხეულების კონცენტრაციის მატებისას (4-ჯერ გაიზარდა 10-14 დღის ინტერვალით).

ორსულობის დროს, IgM-ის გამოვლენა ადრე სერონეგატიურ ქალებში შეიძლება მიუთითებდეს ბოლოდროინდელ ინფექციაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი. ორსულობის დროს ხშირად შეინიშნება ცრუ დადებითი რეაქციები სხვადასხვა IgM და IgG ანტისხეულებზე. ასეთ შემთხვევებში ტარდება კვლევები დინამიკაში IgG-ის დასადგენად 10-14 დღის ინტერვალით.

დაქვეითებული იმუნური სტატუსის მქონე პაციენტებში სიფრთხილით უნდა მოხდეს შედეგების ინტერპრეტაცია, რადგან ისინი ხასიათდებიან დაბალი IgG ტიტრით და IgM ანტისხეულები შეიძლება საერთოდ არ იყოს გამოვლენილი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ტოქსოპლაზმას საწინააღმდეგო IgM-ზე?

  • ტოქსოპლაზმოზის დიაგნოზი (კლინიკური გამოვლინების არსებობისას: ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია, გაურკვეველი ხასიათის ცხელება);
  • დაგეგმვისა და მიმდინარე ორსულობის სკრინინგი;
  • საშვილოსნოსშიდა ინფექციის ნიშნები;
  • იმუნოდეფიციტის მდგომარეობები;
  • ეჭვი თანდაყოლილ ტოქსოპლაზმოზზე.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი:

  • მწვავე ინფექცია;
  • IgM ანტისხეულების პერსისტირება, ინფექციის დაუზუსტებელი დროით;
  • ინფექციის რეაქტივაცია;
  • თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი.

უარყოფითი შედეგი:

  • არ აღინიშნება ინფექცია;
  • ინფექციის ადრეული ან გვიანი ფაზა;
  • თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის არარსებობა (კვლევა ჩატარდა სიცოცხლის პირველ კვირებში)
ანტი-ტოქსოპლაზმა IgM ანტი-ტოქსოპლაზმა IgG ინტერპრეტაცია
(-)
ნეგატიური
 

(-)
ნეგატიური

 

უარყოფითი შედეგი.

თუ ეჭვი გაქვთ – გაიმეორეთ ტესტი 3 კვირის შემდეგ.

(-)
ნეგატიური
(+)
პოზიტიური
ძველი ინფექცია
საეჭვო  

(-)
ნეგატიური

 

შესაძლო მწვავე ინფექცია.

ცრუ დადებითი შედეგი არ არის გამორიცხული.

გაიმეორეთ 1 კვირაში.

(+)
პოზიტიური
 

(-)
ნეგატიური

 

შესაძლო მწვავე ინფექცია.

ცრუ დადებითი შედეგი არ არის გამორიცხული.

გაიმეორეთ 2-3 კვირაში.

(-)
ნეგატიური
საეჭვო დაუცველი იმუნიტეტი. გაიმეორეთ 1 კვირაში.
საეჭვო საეჭვო დაუცველი იმუნიტეტი. გაიმეორეთ 1 კვირაში.
(+)
პოზიტიური
საეჭვო შესაძლო მწვავე ინფექცია. ახალი ტესტი 2-3 კვირის შემდეგ.
საეჭვო (+)
პოზიტიური
წინა ინფექცია ან ცრუ დადებითი IgM ტესტი.

იმავე შრატში IgG-ის ავიდურობის შემოწმება.

(+)
პოზიტიური
(+)
პოზიტიური
შესაძლო ბოლოდროინდელი ინფექცია.

რეკომენდირებულია იმავე შრატში IgG-ს ავიდობის შემოწმება, ხელახალი გამოკვლევა 2-3 კვირის შემდეგ IgG ტიტრის ცვლილებით.

 

 

 

 

 

 

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/torch-infekcii/toxoplasmosis.html

https://www.synevo.bg/toksoplazmoza-serologiya/

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button