Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

კოვიდ-19 | გართულებების მონიტორინგი, ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

0.00

არ არის მარაგში

ზოგადი ინფორმაცია

“COVID-19” ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა სისხლის შედედების სისტემის დაზიანება და თრომბოემბოლია, რაც სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს. ამიტომ ექიმები გვირჩევენ შევამოწმოთ საჭირო პარამეტრები შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.

„სინევოს“ ლაბორატორიულ ქსელში შესაძლებელია ერთი ტესტით – პროფილური კვლევა „კოვიდ-19 ინფექციის გართულებების მონიტორინგი“ – ჩაიტაროთ ოთხი ძირითადი ანალიზი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ინფექციის მიმდინარეობის, სისხლის უჯრედული რეაქციისა და შედედების სისტემის მდგომარეობის შესახებ.

პროფილურ კვლევაში შედის შემდეგი ანალიზები: 

  • სისხლის საერთო ანალიზი + ედსი
  • სრული კოაგულოგრამა (5 პარამეტრი: პროთრომბინის დრო (წმ); პროთრომბინის დრო (%); საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR); ფიბრინოგენი; აქტივ. პარც.თრომბ.დრო (APTT)
  • D-დიმერი
  • C რეაქტიული ცილა

შეკვეთის გაფორმებისას საკმარისია გადახდის დეტალებში მიუთითოთ ჯგუფის ერთი წევრის მონაცემები, ჯგუფის ყოველ მომდევნო წევრზე თქვენ ღებულობთ ფასდაკლებას. 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

„კოვიდ-19“ ინფექციის ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან პროფილის ჩატარების მიზანშეწონილობასთან დაკავშრიებით.

„სინევო“ შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის!

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისხლი.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.

Call Now Button