Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

კოვიდ-19 | ანტიგენის განსაზღვრა, ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

15 – 30 min

0.00

არ არის მარაგში

Sars-Cov-2 ანტიგენის ტესტი წარმოადგენს სწრაფ ქრომატოგრაფიულ იმუნოანალიზს, რომელიც თვისობრივად განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის ანტიგენის არსებობას ცხვირ-ხახის ნაცხის ნიმუშში.

ტესტი გამოიყენება ვირუსის ორგანიზმში არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღიდან) და ინფექციის მწვავე პერიოდში ანტიგენის გამოვლენის მიზნით. წარმოადგენს პჯრ ტესტის ანალოგს.

გააჩნია რიგი უპირატესობები:

  • ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით – 97,5%;
  • არ საჭიროებს დამატებით აღჭურვილობას ვირუსის გამოსავლენად;
  • ტესტის შესრულებისა და პასუხის მიღების დრო – 15 -30 წუთი;
  • გამოყენების სიმარტივე, შესაძლებელია ტესტის სახლის პირობებში შესრულება;
  • ანალიზის შედეგების სწრაფად მიღება დაავადების ადრეულ ეტაპზე (პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე);
  • იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შესაძლებლობა.

მოცემული ტესტი წარმოებულია ბრიტანული კომპანია „პრესტიჟ დიაგნოსტიკის“ მიერ, რომელიც წარმოადგენს სადიაგნოსტიკო რეაგენტების წამყვან წარმოებას. რეაგენტებს აქვთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისი. კომპანიას აქვს ISO 13485: 2016 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია.

შეკვეთის გაფორმებისას საკმარისია გადახდის დეტალებში მიუთითოთ ჯგუფის ერთი წევრის მონაცემები, ჯგუფის ყოველ მომდევნო წევრზე თქვენ ღებულობთ ფასდაკლებას. 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ანტიგენზე ტესტის ჩატარება რეკომენდებულია სიმპტომების გამოვლენიდან 6 დღის განმავლობაში და ანტისხეულებზე ტესტირება მე-7 დღიდან.

ტესტი განკუთვნილია:

  • კლინიკებისთვის: ტესტის მეშვეობით სამედიცინო პერსონალს შეუძლია 15 წუთში გამოავლინოს ვირუსის „მატარებელი“ პირი და მიიღოს გადაწყვეტილება ვირუსის „მატარებლის“ იზოლაციის ან პაციენტის სპეციალურ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
  • ლაბორატორიებისთვის: ტესტი საშუალებას აძლევს ლაბორატორიებს გამოავლინოს ვირუსი ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღიდან) და ინფექციის მწვავე ფაზაში, მასიური ტესტირების და ბინაზე გასვლის გზით. არის პჯრ ტესტის ანალოგი.
  • დამსაქმებლებისთვის: ტესტი საშუალებას იძლევა გამოავლინოთ დაინფიცირებული თანამშრომლები ადრეულ ეტაპზე.
  • ფიზიკური პირებისთვის: ნებისმიერ პირს სპეციალური მომზადების გარეშე შეუძლია ჩაიტაროს ტესტი სახლის პირობებში. ტესტი საშუალებას მოგვცემს გავარკვიოთ არის თუ არა რესპირატორული სიმპტომები კოვიდ-19 ინფექციით გამოწვეული.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

სპეციალური მომზადება საჭირო არ არის

ტესტირებისთვის საჭიროა ცხვირ-ხახის ნაცხი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

Call Now Button