Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კოაგულაციის ფაქტორი II

ცნობილი როგორც:პროთრომბინი
SKU: 1392

107.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

კოაგულაციის ფაქტორი II ანუ პროთრომბინი პლაზმის გლიკოპროტეინია, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია შედედების პროცესში.  პლაზმაში მისი ორი ფორმა არსებობს: „დახურული“ (80%) და „ღია“ (20%).

 

ფაქტორი II (პროთრომბინი) დეფიციტი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი დეფიციტი გამოწვეულია კონკრეტული დაავადებებით, მედიკამენტებით ან აუტოიმუნური პროცესებით. პროთრომბინის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია:

  • ვიტამინ K დეფიციტი
  • ღვიძლის დაავადებები
  • ანტიკოაგულანტებით (შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტებით) ხანგრძლივი მკურნალობა
  • აუტოიმუნური ინჰიბიტორები (ანტისხეულები), რომლებიც აფერხებს შედედების პროცესებს.

 

 

მემკვიდრული დეფიციტი ძალიან იშვიათია. ის განპირობებულია ფაქტორი II გენის მუტაციისთ.

პროთრომბინის გენის (ანუ ფაქტორი II-ის) მუტაცია გენეტიკური პათოლოგიაა, რომელიც ზრდის პათოლოგიური თრომბების წარმოქმნის ალბათობას ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში ( ფილტვის ემბოლია).

ფაქტორი II-ის გენის მუტაცია მემკვიდრეობით შეიძლება გადაეცეს ერთი ან ორივე მშობლისგან. თუ ინდივიდი ერთი მსობლისგან იღებს გენის პათოლოგიურ (მუტაციურ) ასლს, ვითარდება ჰეტეროზიგოტური მდგომარეობა, ხოლო ორივე მშობლისგან დამემკვიდრების შემთხვევაში – ჰომოზიგოტური მდგომარეობა.

როგორია დაავადების სიხშირე?

ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობის 50-დან 1 ადამიანი პროთრომბინის გენის მუტაციაზე ჰეტეროზიგოტურია (ანუ მისი გენოტიპი  შეიცავს პროთრომბინის გენის 1 მუტაციურ ასლს).

ჰეტეროზიგოტურ ინდივიდებში თრომბოზის რისკი 3-ჯერ მაღალია ვიდრე ინდივიდებში ნორმალური   ფაქტორი II-ის გენით.

 

ლეიდენის V ფაქტორის შემდეგ, პროთრომბინის (ფაქტორი II-ის) გენის მუტაცია მეორე ადგილზეა მემკვიდრეობითი თრომბოფილიის განვითარებაში, რაც ვლინდება შემთხვევათა 20%-ში. აღნიშნული მუტაცია დადასტურდა პაციენტებში კარის ვენის და ქალას სინუსების ვენების  იდიოპათიური თრომბოზისას, ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას და ორსულობის გართულებების შემთხვევებში.

 

 

სიმპტომები

ფაქტორი II დეფიციტის სიმპტომებია:

ჭიპლარიდან სისხლდენა დაბადებისას

უმიზეზო სისხლჩაქცევები

გახანგრძლივებული სისხლდენა ნებისმიერი ჭრილობის, მათ შორის ქირურგიული ჩარევის შემდეგ

სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან

გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა

შინაგანი სისხლჩაქცევები – ქსოვილებსა და ორგანოებში

 

 

 

 

 

დიაგნოსტიკა

ფაქტორი 2-ის გენის მუტაციაზე ეჭვის მიტანა ხდება თუ:

  • წარსულში 2-ჯერ ან მეტჯერ აღინიშნა თრომბოზის ეპიზოდები
  • თუ პაციენტს ახალგაზრდა ასაკში, გულ-სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიის გარეშე უვითარდება თრომბოზი
  • თუ არსებობს თრომბოზის ოჯახური ანამნეზი

 

ლაბორატორიული დიაგნოსტირება ეფუძნება:

  • შედედების სხვადასხვა ფაქტორების განსაზღრას
  • ფაქტორი II-ის განსაზღვრას შრატში
  • PT პროთრომბინის დროის განსაზღვრა აფასებს I, II, V, VII და X ფაქტორების განსაზღვრით შედედების დროს.
  • PTT ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო – განსაზღვრავს VIII, IX, X, XII და ვილებრანდის ფაქტორების შეფასებით შედედების დროს.

 


საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერენტული ნორმა: 70-120%

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button