Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინი (ucOC) ( (შრატი)

ცნობილი როგორც:არაკარბოქსილირებული (დეკარბოქსილირებული) ოსტეოკალცინი
SKU: 1345

245.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინი ოსტეობლასტების მიერ წარმოებული ცილაა, რომელიც არეგულირებს ინსულინის სეკრეციას და მგრძნობელობას ინსულინისადმი, თუმცა, ამ ეფექტების ზუსტი გავლენა გლუკოზის მეტაბოლიზმზე ბოლომდე დაზუსტებული არ არის. ის ცირკულირებს სისხლში. მისგან განსხვავებით კარბოქსილირებული ოსტეოკალცინი ძვლების შემადგენლობაში რჩება.

არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინი წარმოადგენს   აქტიური ოსტეოკალცინის მოცირკულირე ნაწილს.  ის მნიშვნელოვანი ცილაა რომელიც აბალანსებს ძვლის მინერალებს, რომელიც დაკავშირებულია კალციუმთან და არეგულირებს გლუკოზის დონეს. ოსტეობლასტები არეგულირებს გლუკოზის მეტაბოლიზმს ინსულინის გავლენით არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინის მეტაბოლიზმის გზაზე. კვლევების მონაცემებით ოსტეობლასტ-სპეციფიკური ინსულინის რეცეპტორების განადგურებისას, აღინიშნება სისხლში შაქრის დონის მომატება და არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინის დაბალი მაჩვენებელი. ექსპერიმენტულ მოდელში ნაჩვენებია, რომ ოსტეოკალცინის დეკარბოქსილირება ხდება რეზორბციულ ლაკუნებში, რითაც იზრდება მოცირკულირე არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინის დონე სისხლში და ინსულინის სიგნალების გაზრდა ოსტეობლასტებში, იწვევს ოსტეოკლასტების აქტივაციას და ძვლის რეზორბციას. ეს მონაცემები გამყარებულია ცალკეული კვლევების შედეგებით, რომლებიც აჩვენებს, რომ ოსტეობლასტებში ინსულინის რეცეპტორების დაზიანება ამცირებს ოსტეოკალცინის და დეკარბოქსილირებული ოსტეოკალცინის საერთო ოდენობებს სისხლში, იწვევს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას და ინსულინის შემცირებას.

კვლევების შედეგებით დასტურდება რომ არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინი არეგულირებს გლუკოზის მეტაბოლიზმს, რითაც გავლენას ახდენს შაქრიანი დიაბეტის და გულის დაავადებების მიმდინარეობაზე. სიმსუქნე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია შაქრინი დიაბეტის და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარებაში, რადგან იწვევს ინსულინრეზისტენტობას. არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინი ხელს უწყობს ინსულინის სეკრეციას  და ზრდის რეცეპრორების მგრძნობელობას ინსულინისადმი.  ოსტეოკალცინის (ორივე ფორმის) დონის დაქვეითება ინსულინრეზისტენტობას, სისხლში ჰიპერგლიკემიას და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას უკავშირდება.

საერთო ოსტეოკალცინის და არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინის დონის დაქვეითება განაპირობებს მეტაბოლური სინდრომის, გლიკემიის  და ტრიგლიცერიდების დონის მომატებას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ძვლის ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებების დროს

გლუკოზის და ინსულინის მეტაბოლიზმის დარღვევით მიმდინარე დაავადებების დროს

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინის ნორმა შრატში 0.6-3.3ng/ml

საცნობარო მნიშვნელობები

 

საკვლევია მასალა

ვენური სისხლი

 

კვლევისთვის წინასწარი მომზადება არ არის საჭირო

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

 

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC9945018/

ლაბორატორიები
Call Now Button