ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾135.00
ეოზინოფილური გრანულოციტები აქტიურად არის ჩართული ანთებით პროცესებში. ლეიკოციტურ ფორმულაში ეოზინოფილების გაზრდილი პროცეენტული მაჩვენებელი ახასიათებს ალერგიულ, პარაზიტულ, და რევმატოლოგიურ დაავადებებს. ეოზინოფილები სწრაფად აღწევენ ანთებით კერაში და გრანულებიდან ათავისუფლებენ ანთებით მედიატორებს (ნივთიერებებს). ამგვარად, ეოზინოფილების გრანულებში არსებული სუბსტანციები შეიცავს კათიონურ ცილებს და სხვადასხვა ციტოკინებსა და ქემოკინებს.
კათიონური ცილები, რაოდენობრივი სიჭარბისა და სამიზნე უჯრედებზე განხორციელებული ზემოქმედების გამო, საკმაოდ ფართოდაა შესწავლილი.
ეოზინოფილური კათიონური პროტეინი (ECP) 16-21 კდა მოლეკულური წონის მქონე ცილაა, რომელიც თითოეულ ეოზინოფილში (უჯრედში) დაახლოებით 15 პიკოგრამის ოდეობით წარმოიქმნება. ეოზინოფილების გრანულებში ის განლაგებულია ძირითად მატრიცაზე.
ძველი კვლევების თანახმად ECP რიბონუკლეაზაა (რნმ-აზა), რომელიც ავლენს ბაქტერიოციდულ ეფექტებს, ახდენს იმუნური უჯრედების – მასტოციტების დეგრანულაციას და აქვს ტოქსიკური გავლენა ჰელმინთურ პარაზიტებზე.
ეოზინოფილური კათიონური პროტეინის (ECP) კონცენტრაციის მატება შრატში, ნახველსა და ცხვირის სეკრეტში აღინიშნება პაციენტებში გვიანი ფაზის ალერგიული რეაქციებით.
შრატის ECP კონცენტრაცია უკეთ ასახავს ალერგიულ ანთებით პროცესს, ანუ ეოზინოფილების აქტივობას, ვიდრე IgE. ეოზინოფილური კათიონური პროტეინის კონცენტრაცია კავშირშია დაავადების აქტივობასთან, ანუ გამოხატავს დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს და ატოპიას.
ეოზინოფილური კათიონური პროტეინის (ECP) განსაზღვრა ინფორმატიულია ატოპიური დერმატიტისა და ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისათვის.
ასთმის დიაგნოზის მქონე პაციენტებს, ეოზინოფიური (ალერგიული) ანთებით, აღენიშნებათ ECP-ის დონის მატება შრატში და სხვა სითხეებში: ბრონქოალვეოლურ სითხეში და ნახველში. ECP-ის დონის განსაზღვრა შრატში არის ასთმის ალერგიული პროცესის ინდიკატორი.
ბრონქული ასთმის მკურნალობა მიმართულია სასუნთქ გზებში ანტებითი პროცესის აღმოფხვრისაკენ, ამიტომ ეოზინოფილური კათიონური პროტეინის განსაზღვრა ინფორმატიული მარკერია ამ პროცესის მონიტორინგისათვის.
ვის უტარდება კვლევა?
ბავშვებს სასუნთქი გზების ობსტრუქციის სიმპტომებით, რათა მოხდეს ბრონქული ასთმისა და რეციდიული ობსტრუქციული ბრონქიტის დიფერენცირება.
სასუნთქი გზების ალერგიული და არაალერგიული ანთებითი პროცესის დიფირენცირებული დიაგნოსტიკისას.
ბრონქული ასთმისა და ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობის მონიტორინგიგსას
ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიალერგიული მკურნალობის ეფექტის შესაფასებლად
წინასწარი მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა: <11 ნგ/ლ
ეოზინოფილური კათიონური პროტეინის (ECP) კონცენტრაციის მატება ანთებით პროცესზე მიუთითებს, რაც წარმოადგენს ბრონქული ასთმისა და ატოპიური დერმატიტის გამწვავების ინდიკატორს.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია