ბიკარბონატი | ლაბორატორიული კვლევა

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

27.00

მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა (CBS) არის წყალბადის და ჰიდროქსილის იონების კონცენტრაციის თანაფარდობა ბიოლოგიურ გარემოში. მარეგულირებელ სისტემებს, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ სისხლის pH-ის მუდმივობას, წარმოადგენენ სისხლისა და ქსოვილების ბუფერული და სხეულის ფიზიოლოგიური სისტემები (ფილტვები, თირკმელები, ღვიძლი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი).

მთლიანი CO2-ის 80-90% წარმოდგენილია ბიკარბონატის იონის (HCO3 -) სახით, რომელიც მონაწილეობს pH-ის მუდმივობის შენარჩუნებაში.

ბიკარბონატი არის რიგით მეორე პლაზმური ანიონური ფრაქცია, ამიტომ მისი კონცენტრაცია ელექტროლიტების განაწილებისა და ანიონური დეფიციტის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სისხლის pH-ის განსაზღვრასთან ერთად, ბიკარბონატის კონცენტრაციის განსაზღვრა სასარგებლოა მრავალი დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, რომელთაც თან ახლავს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა რესპირატორული ან მეტაბოლური მიზეზების გამო.

ყველაზე ხშირად, HCO3-ის არანორმალური რაოდენობა მიუთითებს მეტაბოლურ და არა რესპირატორულ დარღვევაზე; ამრიგად, HCO3-ის შემცირება მიუთითებს მეტაბოლურ აციდოზზე (მაგ. დიაბეტი კეტოაციდოზით), ხოლო HCO3-ის მატება – მეტაბოლურ ალკალოზზე (განვითარებული მაგალითად, ხანგრძლივი ღებინების შედეგად).

როდის ჩავიტაროთ ტესტი ბიკარბონატზე?

მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევების დროს (გამოიყენება სისხლის pH-ის განსაზღვრისას).

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ბიკარბონატის კონცენტრაცია მატულობს:

1. მეტაბოლური ალკალოზი

  • გახანგრძლივებული ღებინება;
  • კუჭის ასპირაცია;
  • მსხვილი ნაწლავის ადენომა;
  • ჰიპერალდოსტერონიზმი;
  • შარდმდენებით მკურნალობა;
  • ქრონიკული დიარეა;
  • ანტაციდების მიღება.

2. რესპირატორული აციდოზი

  • რესპირატორული დეპრესია: ტრავმა, ინფექციები, წამლები.
  • ნეირომუსკულური დარღვევები: პოლიომიელიტი, მიოპათია, გილენ-ბარეს სინდრომი;
  • გულ-ფილტვისმიერი დარღვევები: ჰიდროთორაქსი, პნევმოთორაქსი, COPD, ფილტვის შეშუპება, ასთმა.

3. რესპირატორული აციდოზი მეტაბოლური ალკალოზით

ბიკარბონატის კონცენტრაცია მცირდება:

1. მეტაბოლური აციდოზი

  • თირკმლის უკმარისობა;
  • თირკმლის მილაკოვანი აციდოზი;
  • კეტოაციდოზი: დიაბეტი, შიმშილი, ალკოჰოლიზმი;
  • ლაქტატ აციდოზი;
  • სალიცილატებით მოწამვლა;
  • ობსტრუქციული ნეფროპათია.
  • ურეთეროსიგმოიდოსტომია;
  • მწვავე დიარეა;
  • მინერალოკორტიკოიდების დეფიციტი.

2. რესპირატორული ალკალოზი

  • შფოთვა, ისტერია;
  • ორსულობა;
  • ცნს-ის დარღვევები: ჰიპოქსემია, ინფექციები, ტრავმა, ღვიძლის ენცეფალოპათია.

3. მეტაბოლური აციდოზი რესპირატორული ალკალოზით

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/bicarbonat-eco2/
https://spravochnik.synevo.ua/ru/klinicheskaia-himia/bicarbonates.html

0/5 (0 Reviews)
Call Now Button