ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00
თუთია (Zn) ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რაოდენობრივად მეორეა, რკინის შემდეგ. თუთია შედის 300-ზე მეტი მეტალოფერმენტის, მათ შორის კარბოანჰიდრაზას, ტუტე ფოსფატაზას, რნმ და დნმ პოლიმერაზების და ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას, შემადგენლობაში. თუთია ჩართულია ცილების სინთეზის პროცესში, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმის ზრდისა და განახლების პროცესებისათვის.
თუთია ინახება ძვლოვან და კუნთოვან ქსოვილებში; ამ დეპოებიდან მისი მობილიზაცია რთულია თუთიის დეფიციტის პირობებშიც კი. ნაწლავში მისი შეწოვა იზრდება დეპოზიტების შემცირებისას.
საკვებში თუთია ძირითადად ასოცირებულია ცილებთან და მისი ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია ამ ცილების მონელებაზე. თუთია ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომია წითელ ხორცსა და თევზში.
სისხლის პლაზმა შეიცავს ორგანიზმში თუთიის მთლიანი რაოდენობის 1%-ზე ნაკლებს. პლაზმური თუთიის უმეტესი ნაწილი ასოცირდება ალბუმინთან (80%), ხოლო დანარჩენი, ძირითადად, ალფა-2-მაკროგლობულინთან. თუთიის შემცველობა ერითროციტებში დაახლოებით 10-ჯერ მეტია, ვიდრე პლაზმაში.
თუთიის გამოყოფა ორგანიზმიდან ხდება ნაღველთან და შარდთან ერთად.
თუთიის დეფიციტი იწვევს მადის დაკარგვას, ზრდის დარღვევას (ჩონჩხის დარღვევები, კოლაგენის სინთეზის შეცვლა), ალოპეციასა და ჭრილობების შეხორცების შეფერხებას; მძიმე დეფიციტის დროს სახეზეა ჰიპოგონადიზმი და ჯუჯობა, ამ მდგომარეობების შემსუბუქება ხდება თუთიის დანამატების მიღებით; მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ თუთიის ორალური პრეპარატების ქრონიკული მიღება ხელს უშლის სპილენძის შეწოვას და შეიძლება გამოიწვიოს მისი დეფიციტი.
დუღილის ტემპერატურაზე თუთია ორთქლდება და დაჟანგვის შედეგად წარმოქმნის თუთიის ოქსიდის ორთქლს. თუთიის ოქსიდის მწვავე ზემოქმედება იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ხველას, გულმკერდის ტკივილს, თავის ტკივილს, გულისრევას, ცხელებას და მიალგიას.
თუთიის ქლორიდი არის კიდევ ერთი ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ქიმიური კვამლის გენერატორებში; ამ კოროზიული მასალის შესუნთქვა იწვევს ქიმიურ პნევმონიტს, ბრონქულ და ალვეოლურ ობსტრუქციას და ზოგჯერ, ფატალურადაც მთავრდება.
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
სპონტანური შარდი.
შრატში თუთიის დაბალი კონცენტრაციის კავშირი შარდში თუთიის გამოყოფის შემცირებასთან ადასტურებს თუთიის დეფიციტს.
https://www.synevo.ro/shop/zinc-in-plasma/
https://www.synevo.bg/tsink/
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები